ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ შარშან ჩაუყარა საფუძველი ფიდეს გრან-პრის გათამაშებას ქალთა და ვაჟთა შორის...

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ შარშან ჩაუყარა საფუძველი ფიდეს გრან-პრის გათამაშებას ქალთა და ვაჟთა შორის. შეჯიბრებამ განსაკუთრებული ინტერესი იმით გამოიწვია, რომ უძლიერესი დაფნის გვირგვინისთვის მსოფლიოს ჩემპიონს დაუპირისპირდება.

ჩვენი ყურადღება, ცხადია, ქალთა პაექრობებისკენ არის მიპყრობილი, რადგან აქ ორი წარმომადგენელი გვყავს _ ხუთგზის მსოფლიოს ჩემპონი მაია ჩიბურდანიძე და ნანა ძაგნიძე. სულ ექვსი ეტაპია დაგეგმილი. მსოფლიოს ოცმა წამყვანმა დიდოსტატმა გრან-პრის ოთხ ტურნირში უნდა მიიღოს მონაწილეობა, საიდანაც სამი საუკეთესო შედეგი საერთო ჩათვლაში შევა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ სომხურ ჯერმუკში ნანა ძაგნიძემ შესანიშნავად ითამაშა _ თერთმეტი შესაძლებლიდან 9 ქულა მოაგროვა და პირველ ადგილთან ერთად გრან-პრის საერთო ჩათვლისთვის 160 ქულა დაიმსახურა. მანამდე ქართველ დიდოსტატს ჩინურ ნანძინში მეორე და რუსული ნალჩიკში მესამე ადგილების დაკავებისთვის, შესაბამისად, 130 და 100 ქულა ერგო. ამდენად, სამი ეტაპის ჯამში მან 390 ქულა მოაგროვა და ერთპიროვნულად მეწინავეობს. ნანა კიდევ ერთ ტურნირში იასპარეზებს და შედეგის გაუმჯობესება შეუძლია. მას რეალური შანსი აქვს, მსოფლიოს ჩემპიონობისთვის რუს ალექსანდრა კოსტენიუკს ეთამაშოს და ყველა ქართველისთვის ესოდენ ნანატრი ტიტული ჩვენს ქვეყანას დაუბრუნოს.

საამისოდ, რიონისპირელ დიდოსტატს, ცხადია, დიდი გარჯა მოუწევს, თუმცა ყველაფერი მასზე როდია დამოკიდებული, რადგან გრან-პრის გათამაშებაში საკმაოდ ძლიერი კონკურენტები ჰყავს. ყველაზე საშიშ მეტოქედ რუსი ტატიანა კოსინცევა მიიჩნევა, რომელმაც ორი შეჯიბრების ჯამში 290 (160+130) ქულას მოუყარა თავი. იგი მხოლოდ ერთ ეტაპზე გამოცდის ძალებს, რადგან მეოთხეზე ჯერ კიდევ შარშან თქვა უარი: მას ჩინურ ნანძინში უნდა ეასპარეზა. ამ პერიოდს დაემთხვა ევროპის საკლუბო ჩემპიონატი. კოსინცევამ კი გუნდთან კონტრაქტის გაწყვეტა არ ისურვა. ულანბატორში მან აუცილებლად პირველი ადგილი უნდა დაიკავოს, რომ პირველობის შანსი შეინარჩუნოს, მაგრამ საკითხავია, ინდოელ ჰამფი კონერუს და 2006-2008 წლების მსოფლიოს ჩემპიონ სიუ იუჰუას (ჩინეთი) როგორ გაუმკლავდება. კოსტენიუკთან პაექრობის შესაძლებლობა ჯერ არც ახალგაზდა ჩინელ ჰოუ იფანს დაუკარგავს...

აქვე გთავაზობთ გრან-პრიში მონაწილე ოცივე მოჭადრაკის მიერ მოგროვებულ ქულებს და მკითხველმა თავად განსაჯოს, ვის რა შანსი აქვს: ნანა ძაგნიძე _ 390 ქულა (საქართველო, 3 ტურნირის ჯამში), ჰოუ იფანი _ 320 (ჩინეთი, 3), ტატიანა კოსინცევა _ 290 (რუსეთი, 2), ჟაო სიუ _ 240 (ჩინეთი, 3), ჰამფი კონერუ _ 230 (ინდოეთი, 2), ელინა დანიელიანი _ 223,33 (სომხეთი, 3), პია კრამლინგი _ 220 (შვედეთი, 3), ლილით მკრტიჩიანი _ 213,33 (სომხეთი, 3), სიუ იუჰუა _ 190 (ჩინეთი, 2), მარი სებაგი _ 160 (საფრანგეთი, 2), შენ იანი _ 140 (ჩინეთი, 3), ანტოანეტა სტეფანოვა _ 138,33 (ბულგარეთი, 2), ბაჰთუიანგ მონგონთუული _ 120 (მონგოლეთი, 2), ჟუ ჩენი _ 100 (ყატარი, 2), ბაირა კოვანოვა _ 100 (რუსეთი, 3), მარტა ფიერო _ 95 (ეკვადორი, 3), მაია ჩიბურდანიძე _ 85 (საქართველო, 2), ვენიუნ იუ _ 80 (ჩინეთი, 1), ბეთულ ილდიზი _ 40 (თურქეთი, 3), ზეინაბ მამედიაროვა _ 25 (აზერბაიჯანი, 1).

გრან-პრის ბოლო ორ ეტაპს ულანბატორი (29 ივლისი-12 აგვისტო) და სანტიაგო (27 ოქტომბერი-9 ნოემბერი) უმასპინძლებენ.

მონგოლეთის დედაქალაქში ითამაშებენ: კონერუ, ჰოუ იფანი, სტეფანოვა, სებაგი, ჩიბურდანიძე, ჟაო სიუ, კოსინცევა, ჟუ ჩენი, სიუ იუჰუა, შენ იანი, ბაჰტუიანგი, ილდიზი.

ოკენის გაღმა (ჩილე) გაემგზავრებიან: კონერუ, სტეფანოვა, კრამლინგი, ძაგნიძე, სებაგი, ჩიბურდანიძე, ჟუ ჩენი, დანიელიანი, სიუ იუჰუა, ბაჰტუიანგი, ფიერო, მკრტიჩიანი.

იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს