ის, რომ "ბარსა" პირველი ნახევრის ჩემპიონი გახდებოდა, ყველა ელოდა, მაგრამ "რეალის" საჩუქარმა "ზამთრის ჩემპიონობა" კიდევ უფრო სასიხარულო გახადა

ბუნებრივია, "ბარსელონას" ბანაკში დიდი სიხარულია - ჩემპიონმა 4:1 გაანადგურა "მალაგა" და მისმა უმთავრესმა კონკურენტმა ორი ქულა დაკარგა. ერთადერთი საწყენი კატალონიელთა რიგებში დანი ალვეშის ტრავმაა, თუმცა არცთუ სერიოზული.

ის, რომ "ბარსა" პირველი ნახევრის ჩემპიონი გახდებოდა, ყველა ელოდა, მაგრამ "რეალის" საჩუქარმა "ზამთრის ჩემპიონობა" კიდევ უფრო სასიხარულო გახადა. ეს "ტიტული" ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა თამაშამდე გაინაღდა, მას შემდეგ, რაც ანდალუსიიდან ცნობა მოვიდა... თამაშამდე გვარდიოლამ თქვა, რომ გაბი მილიტოს არსად არ უშვებს, რომ არგენტინელი მცველი გუნდს სჭირდება. მოკლედ, ესპანურ მედიას მილიტო უკვე "მალაგაში" ეგონა, მაგრამ ეს ტრანსფერი არ შედგა.

"ბარსელონამ" ჩემპიონატის ნახევარში (19 თამაში) 52 ქულა დააგროვა, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. 19 თამაშში 17 მოგება, მართლაც ფენომენალური შედეგია, ისევე როგორც მეტოქეთა კარში გატანილი 61 გოლი. 2008/09 წლებში "ბარსელონამ" ნახევარ სეზონში 50 ქულა დააგროვა, აქამდე ეს ითვლებოდა კლუბის რეკორდად. აქვე ვიტყვით, რომ ახალ სეზონში "ბარსამ" მოიგო ყველა საგარეო მატჩი (9) და უკვე 13 შეხვედრაა - ზედიზედ ყველა მატჩი. ერთიც და პეპის გუნდი ფრანკ რაიკაარდის გუნდის (2005/06 სეზონი) მიღწევას გაიმეორებს - 14 მოგება ზედიზედ. კიდევ ერთი ახალი რეკორდი - უკვე 28 თამაშია "ბარსელონას" არ წაუგია, 1973/74 წლების სეზონის შედეგი (მაშინ გუნდს რინუს მიხელსი წვრთნიდა) ერთით გაუმჯობესდა. ბოლოს პეპის გუნდმა 11 სექტემბერს წააგო "ერკულესთან", მას შემდეგ 23 თამაში მოიგო და 5 ფრედ ითამაშა.

თამაშის შემდეგ გუნდის კაპიტანი კარლეს პუიოლი "რეალის" ფანების გულის გასახეთქად ამბობს: "ჩვენ ამ სეზონში აღარ ვაპირებთ ქულების დაკარგვას. უფრო მეტი ქულით უპირატესობა კარგია, მაგრამ, არავის ეგონოს, რომ მოვდუნდებით, ქულების დაკარგვაზე არც კი ვფიქრობთ. ყოველ თამაშზე გავდივართ, რათა 3 ქულა მოვიპოვოთ."

"მალაგასთან" მატჩის პირველ ტაიმში დანი ალვეშმა კოჭი დაიზიანა. კლუბის ექიმთა თქმით, ბრაზილიელი გუნდს 10-15 დღით დააკლდება. ასე რომ, დანი "რასინგთან" და "ერკულესთან" ლა ლიგის მატჩებს და "ბეტისთან" არაფრისმთქმელ საპასუხო სათასო მატჩს გამოტოვებს. მას ამ შეხვედრებში თანამემამულე და მეგობარი ადრიანო შეცვლის.

"მალაგასთან" მატჩში დავიდ ვილიამ გაიბრწყინა, მან დუბლი შეასრულა, ანდრეს ინიესტამ უკვე სეზონის ნახევარში დაამყარა თავისი რეკორდი სეზონში გატანილ გოლებში (6) და ზედიზედ მეოთხე მატჩში გამოიჩინა თავი პედრომ, მაგრამ არ დაგვავიწყდეს ჩავი, რომელიც ამ მატჩში დაუღალავად შრომობდა და თანაგუნდელებს უზუსტესი პასებით ამარაგებდა - "მალაგასთან" შეხვედრაში ჩავიმ 135 პასი გააკეთა და აქედან 122 ზუსტი იყო.

გუშინ "ბარსელონამ" ვარჯიში განაახლა, ჩემპიონს სათასო მატჩი ელის სევილიაში, რომელმაც აზრი კი დაკარგა, "ბეტისს" კატალონიელებმა 5:0 მოუგეს, მაგრამ გუნდი პრესტიჟზე ზრუნავს და არც ამდენი რეკორდის გაფუჭება სურს. ვარჯიში ახალი დაწყებული იყო, როცა ლეო მესიმ ექიმთა რჩევით ის შეწყვიტა. "ოქროს ბურთის" მფლობელს ტრავმა არ მიუღია, მესი გაციებულია. გუშინვე "ბარსელონამ" ერთობლივი ფოტო გადაიღო საფრანგეთის კატალონიის სარაგბო გუნდ "პერპინიანთან" ერთად.

დაბოლოს, თავად პეპს მოვუსმინოთ, რას ფიქრობს ის სეზონის ეკვატორზე და ოთხქულიან უპირატესობაზე "რეალთან": "ძალიან გახარებული ვარ, "ბარსელონამ" იმაზე უკეთესადაც ითამაშა სეზონის პირველი ნახევარი, ვიდრე ვიმედოვნებდი. ჩვენი მიზანია ყველა ფრონტზე ტიტულების მოსაგებად ბრძოლა. დარწმუნებული ვარ, მეორე ნახევარსაც ძალიან მაღალ დონეზე ჩავატარებთ. ჩვენ ოთხი ქულით ვუსწრებთ "რეალს", მაგრამ არ ვიქნებოდი სერიოზული, ახლა ამის გამო დასკვნები რომ გამოვიტანო. ეს ძალიან მცირე უპირატესობაა.

არ დაგვავიწყდეს, რომ ძალიან მძიმე გასვლითი მატჩები დაგვრჩა სათამაშო:

"ვალენსიასთან", "ვილიარეალთან", "სევილიასთან" და "რეალთან", - განაცხადა გვარდიოლამ.

"მალაგას" თავკაცმა მანუელ პელეგრინიმ კი აღიარა, რომ დიდი სხვაობაა "ბარსელონასა" და სხვა კლუბებს შორის. სხვებში სამხრეთამერიკელმა თავკაცმა მხოლოდ ლა ლიგის ბინადარნი არ იგულისხმა...

nikala_barsa
ბარსა არავის შეუშინდება განსაკუთებით რეალს
zaza

zaza
ჰერკულესთან წაგების შემდეგ 28მატჩი ჩაატარა!
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს