იტალიაში ვერ აუხსნიათ, როგორ მოახერხა რაფაელ ბენიტესმა ასეთი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდის ღრმა კრიზისში ჩაგდება

სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში მოვლენები ელვისებური სისწრაფით იცვლება - ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, “ინტერი” ლამის ჩამოწერილი იყო სასკუდეტო მარათონიდან, თუმცა დღეს “მილანის” მთავარ კონკურენტად ითვლება. მეტიც, ბევრი მიიჩნევს, რომ სწორედ “ნერაძურია” სკუდეტოს მოპოვების უმთავრესი პრეტენდენტი და სულ მალე, სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციაზეც გადავა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის “ინტერი” მეექვსეა და თუ მსოფლიოს საკლუბო მუნდიალზე ასპარეზობის გამო გადადებული ორივე მატჩი მოიგო, მეორე ადგილზე გადავა. ამასთან, ჩემპიონატის ლიდერს მაქსიმალურად, სამი ქულის დისტანციაზე მიუახლოვდება. “ნერაძურის” ასეთი აღმასვლა ლეონარდოსთან ასოცირდება, მწვრთნელთან, რომელმაც ახალი ენერგია ჩაბერა გასული სეზონის ტრიუმფატორს და ისე აათამაშა, როგორც ამ გუნდის გულშემატკივრებს გაეხარდებათ.

იტალიაში ბევრს დღემდე ვერ აუხსნია, თუ როგორ მოახერხა რაფაელ ბენიტესმა და ასეთი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ღრმა კრიზისში ჩაფლო. გასაგებია, რომ ტრავმის გამო არაერთი ფეხბურთელი აკლდა, გასაგებია, რომ მისთვის სერია A სრულიად უცხო ხილი იყო, მაგრამ იტალიელ ექსპერტთა ნაწილის აზრით, ესპანელი სპეციალისტის წარუმატებელ მუშაობას გამართლება არ მოეძებნება. თუმცა, არსებობს მეორე მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც რაფას ადგილზე ნებისმიერი სხვა მწვრთნელი რომ ყოფილიყო, ისიც განწირული იყო წარუმატებლობისთვის.

შეგვიძლია გასული ზაფხული გავიხსენოთ, ანუ ის პერიოდი, როდესაც “ინტერი” უთავოდ გახლდათ და მასიმო მორატი ჟოზე მოურინიოს შემცვლელის ძიებაში იყო. მაშინ არაერთი სპეციალისტის გვარმა გაიჟღერა, რომელთა შორის რამდენიმეს კანდიდატურა აქტიურად განიხილებოდა. ერთ-ერთი მათგანი სინიშა მიხაილოვიჩი გახლდათ, რომელიც წლების განმავლობაში ასპარეზობდა მილანურ გრანდში და შემდეგ რობერტო მანჩინის თანაშემწედაც იმუშავა. მოკლედ, სერბი შინაური გახლდათ “ინტერის” ბანაკში, თუმცა მორატის წინადადება არ მიიღო და საბოლოოდ, ფლორენციის “ფიორენტინა” ჩაიბარა. მაშინ სინიშამ საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა, რომელიც შეგვიძლია გავიხსენოთ კიდეც:

“ძალიან სასიამოვნოა, რომ “ინტერის” მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი ვარ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, დარწმუნებული არ ვარ, რომ მილანური გრანდის თავკაცობა მსურს. დიდი ხანია, რაც “ნერაძურის” გულშემატკივარი ვარ და მინდა სწორად გამიგოთ - უბრალოდ, ვფიქრობ, რომ “ინტერის” მთავარი მწვრთნელობა დღეს დიდ რისკთან არის დაკავშირებული. ამ გუნდმა ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა და ანალოგიურის გამეორება ურთულესი იქნება. შესაძლოა, ფეხბურთელებში ფსიქოლოგიურმა პრობლემებმა იჩინოს თავი, მოტივაციის ნაკლებობას ვგულისხმობ და ასეთ დროს, ძნელია რამეს გახდე. ამასთან, სულ რომ ყველაფერი მოვაგებინო “ინტერს”, ამას მაინც ჟოზე მოურინიოს წარმატებად მონათლავენ, რომელმაც აწყობილი და გამარჯვებული გუნდი დატოვა.”

ამ კომენტარიდან რამდენიმე დღეში, მიხაილოვიჩმა “ფიორენტინას” წინადადება მიიღო და იმ გუნდს ჩაუდგა სათავეში, სადაც გამარჯვებებს არიან მონატრებულნი. ამასთან, ფლორენცია საფეხბურთო ქალაქია და თუ იგივე იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს დავუჯერებთ, იქ მუშაობა ერთი სიამოვნებაა. რაფაელ ბენიტესს ამდენი არ უფიქრია, მან მიიღო გამოწვევა და მწარედაც შეცდა - მან უბრალოდ კარგი ნიადაგი შეუმზადა ლეონარდოს იმისთვის, რომ ბრაზილიელს ჩაძირული გემი ნაპირზე ამოეყვანა. “ინტერს” უბრალოდ სჭირდებოდა ჩავარდნა, პრესის კრიტიკა, ექსპერტებისგან ჩამოწერა და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ გუნდის თითოეულ ფეხბურთელს კვლავ მოწყურებოდა გამარჯვება და გაჩენილიყო ახალი მოტივაცია - რა თქმა უნდა, ახალ მწვრთნელთან ერთად.

საინტერესო მოსაზრებას აფიქსირებს იტალიელ მწვრთნელთა ასოციაციის პრეზიდენტი რენცო ოლივიერი: “სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს, რისთვის ჩამოვიდა იტალიაში რაფაელ ბენიტესი. მან ის გუნდი ჩაიბარა, რომელსაც მხოლოდ დაშლიდი, თორემ ახალს ნამდვილად ვერაფერს შესძენდი. ვფიქრობ, მასიმო მორატის ახალბედა სპეციალისტზე უნდა გაეკეთებინა არჩევანი, რომელიც თავისთავად დიდი ენთუზიაზმით მოეკიდებოდა საქმეს და იქნებ რამე გამოსვლოდა კიდეც. რატომ მოიხიბლა მოურინიოს აწყობილი მექანიზმის შენარჩუნების იდეით ამხელა გამოცდილების სპეციალისტი, ჩემთვის დღემდე გაუგებარია და ალბათ ვერც ვერასდროს გავიგებ.”

გავიხსენოთ რამდენიმე დღის წინ გამართული ფიფას გალადაჯილდოვება და ის ფაქტი, რომ წლის საუკეთესო მწვრთნელად არა ვისენტე დელ ბოსკე, არამედ ჟოზე მოურინიო აღიარეს. არა იმიტომ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატმა ის წონა დაკარგა, რაც აქამდე ჰქონდა - უბრალოდ, ამ შემთხვევაშიც აწყობილი გუნდის შენარჩუნების ფაქტორმა გადაწონა.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ დელ ბოსკე ყველაზე ნაკლებად დაფასებული მსოფლიოს ჩემპიონი მწვრთნელია და სწორედ იმიტომ, რომ მან აწყობილი გუნდი ჩაიბარა. ბენიტესის მაგალითი გვიჩვენებს, რომ გუნდის მწვერვალზე შენარჩუნება იოლი საქმე არ არის, მაგრამ ამის დამფასებელი ჯერ საფეხბურთო სამყაროში არავინ გამოჩენილა.

ბოლოს, მოურინიოს მოვუსმინოთ, რომელიც დადებითად აფასებს ლეონარდოს მუშაობას “ინტერის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე: “ლეონარდომ “ინტერს” ბედნიერება დაუბრუნა და სწორედ ეს არის მთავარი. ფეხბურთელებს უხარიათ, როდესაც მოედანზე გადიან და ეს რიგითი გულშემატკივრისთვისაც თვალშისაცემია. დუგლას მაიკონიდან დაწყებული, დიეგო მილიტოთი დამთავრებული, თითქოს ყველამ გაიხსენა თამაში და ახალი მოტივაციით აივსო - ეს უდავოდ ახალი მთავარი მწვრთნელის ფაქტორმა განაპირობა, მასიმო მორატიმ კი მართლაც ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო.”

იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია