ასტრონომთა ევროპულმა ასოციაციამ დღეისათვის ცნობილ ყველაზე კაშკაშა "ახალგაზრდა" გალაქტიკას, რონალდოს პატივსაცემად, CR7 დაარქვა

მადრიდის "ატლეტიკოს" თავკაცმა დიეგო სიმეონემ ესპანურ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მომდევნო სეზონში ყველაზე მეტად მადრიდის "რეალის" ჩემპიონობას ელის, რომ რაფა ბენიტესი ზედმიწევნით ის სპეციალისტია, რომელიც "სამეფო კლუბს" სჭირდება.

რა ჩაიფიქრა ცბიერმა არგენტინელმა და მართლა ასე ფიქრობს თუ არა, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ ფაქტია, ბევრი არ ფიქრობს, რომ რაფა ზუსტად იქ მივიდა, სადაც მისი ადგილია.

ამავე დროს რაფა ბენიტესის მწვრთნელობას უკვე მოაქვს შედეგები, ყოველ შემთხვევაში, "გოლი" ამას იუწყება - სწორედ რაფასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გადაიფიქრა ისკომ გუნდიდან წასვლა.

ისკოს ძალიან აწუხებს, რომ ხშირად არ ეძლევა თამაშის საშუალება, თუ მოდრიჩი, ხამესი და კროოსი ჯანზე არიან, "რეალის" ფანების უპირველესი სიმპატია ისკო ხშირად, რჩება სკამზე. სწორედ ამის გამო ნახევარმცველს, თითქოს, წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი.

რაფამ არდადეგებზე გასულ ესპანელს დაურეკა და პირადად აუხსნა, რაოდენ საჭირო ფიგურად მიიჩნევს მას მომავალ გუნდში. ამ საუბრის შემდეგ, ისკო აღარ ფიქრობს წასვლაზე და ერთი სული აქვს, როდის დაიწყებს ბენიტესთან ერთად მუშაობას.

შეგახსენებთ, რომ ისკო მადრიდულ კლუბს 2013 წელს "მალაგადან" შეუერთდა. მაშინ მან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ისკომ "ლოს მერენგესის" მაისურა უკვე 106-ჯერ მოირგო, 17 გოლი გაიტანა და 23 საგოლე პასიც გააკეთა.

აგუეროც, დე ხეაც

"დიარიო ასი" გვამცნობს, რომ "რეალში" კვლავ აქვთ სერხიო აგუეროს ტრანსფერის განხორციელების იმედი. არგენტინის ნაკრების ფორვარდის ხელში ჩასაგდებად "რეალმა" სულ მცირე, 60 მილიონი ევრო უნდა გაიღოს.

ამასობაში, დღის წესრიგიდან არავის მოუხსნია "მანჩესტერ იუნაიტედის" გოლკიპერის, დავიდ დე ხეას ყიდვის ამოცანა.

აგუეროს შესაძენად, "რეალი" რამდენიმე ფეხბურთელს უნდა გამოეთხოვოს. არ არის გამორიცხული, რომ ტრანსფერზე ქარიმ ბენზემა და ფაბიო კოენტრაო ვიხილოთ.

მადრიდელებს მადრიდელობას ართმევენ?

ამასობაში, "ბარსელონას" პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, რომლის სახელსაც ტაბლოიდი "სპორტი" არ ასაჯაროებს, მალე საარჩევნო აგიტაციაში მთავარ დაპირებად... სერხიო რამოსის ყიდვას გამოაცხადებს.

"ბარსას" ჟერარდ პიკეს გვერდით, როგორც ესპანეთის ნაკრებში, ძალიანაც დაამშვენებს რამოსი, მაგრამ, როგორ წარმოგიდგენიათ, სერხიო რამოსი "ბარსელონაში"...

რამოსს მადრიდში არ მოსწონს თავისი ფინანსური მდგომარეობა - წელიწადში "მხოლოდ" 5 მილიონ ევროს იღებს, არადა, სჯერა, რომ ორჯერ მეტს იმსახურებს.

ყველაზე კაშკაშა გალაქტიკა

მოგეხსენებათ, ბოლო დროების ვარსკვლავურ "რეალს" "გალაქტიკოსს" უწოდებენ. კრიშტიანო რონალდო ბოლო გალაქტიკოსის ნაწილია.

სამხრეთ ნახევარსფეროს ასტრონომთა ევროპულმა ასოციაციამ დღეისათვის ცნობილ ყველაზე კაშკაშა "ახალგაზრდა" გალაქტიკას CR 7 დაარქვა, კრიშტიანო რონალდოს პატივსაცემად (რონალდოს ინიციალები და ნომერი, რომლითაც ის "რეალში" თამაშობს).

ეს გალაქტა ახლა ყველაზე კაშკაშა გალაქტიკად ითვლება, ის ტრილიონჯერ უფრო კაშკაშაა, ვიდრე ის გალაქტიკა, სადაც მზეა (ირმის ნახტომი).

დანის ქვეშ?

"რეალის" გოლკიპერ კეილორ ნავასს არ ულხინს, ტრავმის გამო მას მოუწევს მნიშვნელოვანი სანაკრებო მატჩების გამოტოვება და ალბათ მეტისაც, რადგან ნავასი სავარაუდოდ, საოპერაციოა.

კოსტა რიკის ნაკრების ექიმის განცხადებით, კეილორს ორი ვარიანტი აქვს: ან მკურნალობის კურსი გარანტიის გარეშე, ან დანის ქვეშ დაწოლა ახლავე.

ნავასს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

"სამეფო კლუბში" "მეფე" არ იქნება

დაბოლოს, "მარკას" ინფორმაციით, მადრიდის "რეალმა" შეაჩერა ყველა მცდელობა ტურინის "იუვენტუსის" ჩილელი ნახევარმცველის, არტურო ვიდალის ხელში ჩასაგდებად.

არა, მადრიდელებს მისი ყიდვის თავი კი აქვთ, მაგრამ უარი თავად თქვეს - მოედნის გარეთ "მეფის" სკანდალური ცხოვრების გამო. ბოლო მაგალითი კი ავტოავარიაა, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ვიდალმა სამშობლოში მოახდინა.

28 წლის ჩილელს ამის გამო, ამიერიდან, მილანში ყოველთვიურად მოუწევს ჩილეს საკონსულოში დაფიქსირება. ასე ვთქვათ, აღრიცხვაზეა აყვანილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
კვარაცხელიას ბენიტესი გაწვრთნის? - იტალიური პრესა ესპანელის "ნაპოლიში" შესაძლო დაბრუნებაზე წერს
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
მოულოდნელი ვარიანტი - იტალიის ნაკრებს რაფაელ ბენიტესიც დაუკავშირეს
"მთხოვა, ეს მეორედ აღარ მეთქვა" - ბენიტესმა სპალეტისა და "ნაპოლიზე" ისაუბრა
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
[VIDEO] "მივდივარ თავაწეული, ვამაყობ განვლილი გზით!" - ისტორია დასრულდა... კრიშტიანო რონალდო ეროვნული ნაკრებიდან წავიდა
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი ისტორიაში - ბენიტესმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
მოიესს კიდევ ერთი შანსი მისცეს - ბენიტესი მოლოდინის რეჟიმშია
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
"რეალი" დუმს - რონალდოს სანაკრებო კარიერის დასრულებას მისი ყოფილი კლუბები გამოეხმაურნენ