პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ სეზონის ბოლომდე “იუვენტუსში” “უდინეზეს” თავდამსხმელი ანტონიო ფლორო ფლორესი იასპარეზებს

“იუვენტუსს” რომ ერთი კარგი ფორვარდი სჭირდება, იტალიაში უკვე ყველამ გაიგო და ტრანსფერსაც აღარ დაადგა საშველი. ფაბიო კვალიარელას ტრავმამ ტურინული გუნდის მესვეურები მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, მალევე გადაიბირეს ლუკა ტონი, თუმცა ვეტერანი ფორვარდი ერთი თვით გამოვიდა მწყობრიდან და ამ ეტაპზე, ლუიჯი დელ ნერის ვერც მისი იმედი ექნება. ესეც რომ არა – ტონი კვალიარელას სრულფასოვან შემცვლელად ვერ ჩაითვლება და პრობლემა პრობლემად დარჩა. ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ ტურინული გრანდი ლუიშ ფაბიანოს დაიმატებდა, თუმცა მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. ბრაზილიელი უკვე დიდი ხანია, რაც “სევილიას” დატოვებას ლამობს, მაგრამ საწადელს ვერაფრით მიაღწია.

უკვე წლებია, ხან “მილანში” გადაჰყავთ, ხანაც “ინტერში” – ამჯერად კი “იუვენტუსი” იდგა დღის წესრიგში. “გაძეტა დელო სპორტის” მიერ გავრცელბული ინფორმაციის თანახმად, ესპანელები ფაბიანოში 15 მილიონ ევროს ითხოვენ, ტურინელები კი ამ ეტაპზე ჯიბეზე ხელის გაკვრას არ აპირებენ.

გამომდინარე ზემოთთქმულიდან, “იუვენტუსის” მესვეურებმა გეგმა B-ს მიმართეს და ფეხბურთელის იჯარის წესით აყვანა გადაწყვიტეს. იმავე “გაძეტას” ცნობით, პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ სეზონის ბოლომდე “იუვენტუსში” “უდინეზეს” თავდამსხმელი ანტონიო ფლორო ფლორესი იასპარეზებს. გავრცელებულ ცნობას კლუბის სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტა ადასტურებს: “კარგად ვიცი, რომ ლუიშ ფაბიანო უმაღლესი დონის ფორვარდია, მაგრამ ამ ეტაპზე ფინანსები არ გვაძლევს გასაქანს. “უდინეზესთან” ვაწარმოებთ მოლარაკებებს და სავარაუდოდ წარმატებით დავასრულებთ, რის შემდეგაც ანტონიო ფლორო ფლორესი შემოგვიერთდება. 27 წლის თავდამსხმელია, საუკეთესო ასაკშია და ვფიქრობ, გამოგვადგება.”

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს