უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ქართულმა ფეხბურთმა კიდევ ერთი ამბიციური გუნდი დაკარგა
ფოტოზე: მარტვილის "მერანის" სამწვრთნელო შტაბი

მარტვილის "მერანში" უმძიმესი სიტუაციაა. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის განახლებას გუნდი კარდინალურად შეცვლილი შემადგენლობით შეხვდება.

უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ქართულმა ფეხბურთმა კიდევ ერთი ამბიციური გუნდი დაკარგა.

"მერანის" ხელმძღვანელობამ კლუბის კრება გამართა. რა ხდება მარტვილში? ამ კითხვით მივმართეთ გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ლობასის ასისტენტ შალვა ღონღაძეს.

- იყო კრება, რომელზეც ითქვა, რომ კლუბი არ დაიშლება, თუმცა საქართველოს ჩემპიონატში რადიკალურად გაახალგაზრდავებული და გადახალისებული შემადგენლობით ვითამაშებთ. ჩვენ უკვე დავდეთ განცხადება ვებგვერდზე, რომლის თანახმადაც გასასინჯად ვიწვევთ ოც წლამდე ფეხბურთელებს. ეს ნაბიჯი იმიტომ გადავდგით, რომ გვჭირდება ჭაბუკთა გუნდებისა და დუბლშემადგენლობების შევსება.

- საინტერესოა, თუ რჩებით გუნდში თქვენ და გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ლობასი?

- პირადად მე კლუბის ხელმძღვანელობამ რამდენიმე დღე მომცა მოსაფიქრებლად. ჯერჯერობით, არაფერი გადამიწყვეტია. ვნახოთ, რა იქნება. როგორც ვიცი, ვლადიმირ ლობასიც ფიქრობს. კლუბთან კონტრაქტი მაქვს, ვარჯიში დავიწყეთ...

- ლობასი საქართველოში იმყოფება?

- კი, გუშინ ჩამოვიდა.

- ცხადია, გუნდს ისეთი მოთამაშეები დატოვებენ, რომლებიც წლების განმავლობაში ქმნიდნენ "მერანის" ავტორიტეტს...

- ასეა. მხოლოდ სამმა ფეხბურთელმა ივარჯიშა "მერანთან" ერთად - შულაიამ, მელიავამ და გეგეჭკორმა. შულაიას გადასვლა "ცხინვალში" უკვე გადაწყვეტილი ამბავია. გეგეჭკორი და მელიავაც წავლენ. მათაც აქვთ სხვა ვარიანტები.

- და ვინღა გრჩებათ?

- მხოლოდ დუბლების ფეხბურთელები. რამდენიმე მათგანს აქვს უმაღლეს ლიგაში თამაშის მცირე გამოცდილება.

- რთულია, გუნდის მიზანზე გკითხოთ მომავალ სეზონში...

- ერთადერთი მიზანი იქნება უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება, მაგრამ თქვენც დამეთანხმებით, ამ ურთულეს მდგომარეობაში მისი შესრულება გაჭირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Manubarca
ჩხეტია მაგარი მცველია!!!
ramo
ე რა თქვი? თუ დონემ არ აიწია, გიჟის მეტი სტადიონზე ვინ წავა? მეორე უნდა მიყვე ევროპას. იქ 4-5 მილიონიანმა ქვეყნებმა შეამცირეს 10 გუნდამდე. ფულიც უკეთესად ნაწილდება. სენ რა გგონია ესპანეთ-გერმანიის ტოლი ჩემპი თუ არ გაქვს არ ივლი? ითამაშე ბოლომდე, მონდომებით, თანამედროვე, სწორი ფეხბურთი და ხალხიც მოვა. შენ გინდა დუბლებზე ჯერ ხალხი მოვიდეს და მერე ითამაშო?
rr
თორმეტგუნდიან ჩემპიონატზე ხო იკლავდით სტადიონზე მისვლით თავს. რა მნიშვნელობა აქ რამდენი გუნდი იქნება ბალეშიკი და მაყურებელი მაინც არ ყავს და გუნდებმა 3 კაცით რო ითამაშონ და 30 გუნდიანი რო იყოსრა მნიშვნელობა ექნება. ბარსელონას რეალის, ესპანეთის დაგერმანიის თამაშებზე მაინც მივა ხალხი და უყურებს. ამას თვლიან გულშემატკივრობათ ქართველები და რა აზრი აქ ქართულ ჩემპიონატს.
ramo
არადა ამათი შეფის ბრალია 16 გუნდიანი ჩემპი რომ გვაქვს. ხომ დახვდა წინ თავისივე გაჩალიჩებული. უფრო სწორად ყველს დაგვხდა.
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
მარტვილის "მერანი": ბადრი კვარაცხელია თითქმის გადაწყვეტილია
ვლადიმირ ლობასი: რთული იქნება, მაგრამ არ გვაქვს უფლება, ხელები ჩამოვუშვათ
მარტვილის "მერანი": რატომ აუცრუვდა გული ფრიდონ ინჯიას?
მარტვილის "მერანიდან" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი შალვა ღონღაძეც წავიდა
მარტვილის "მერანში" ვლადიმირ ლობასი გალაკტიონ ჭუბაბრიამ შეცვალა
კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]
პლეი-ოფი. "ტორპედო" - "მერანი" [LIVE]
ვლადიმირ ლობასი მარტვილის "მერანიდან" ჯერ არ წასულაო...
შოთა არველაძე: მადლობა "მერანს" - ქუთაისს, ბათუმის მსგავსად, ახალი სტადიონი სჭირდება
სიონი-მერანი 1:0 - აპაპი და მედინა
ქუთაისური დრამა - სეზონი "ტორპედოს" ბრწყინვალე ქამბექით დაიხურა! [VIDEO]
მარტვილის "მერანი" გაზაფხულს სტადიონით, სასტუმროთი და ახალი ეკიპირებით ხვდება
მერანი-დინამო (თბ) 1:4 - "დინამო" ოთხ-ოთხით მიქრის [VIDEO]
ზურაბ იონანიძე: რადგან დავიწყე, ბოლომდე უნდა ვიბრძოლო
ᓐᓚᓔᓥᕡᓘ ᓑᕔᕜᓐᕨᕕᕘᕚᕘ: ᓛᓐᓠᓢᕕᕘᕚᕘᕡ "ᓛᕔᓠᓐᓜᓘ" ᓓᓐᕕᕢᕝᕕᕔ, ᓛᕐᓓᓚᓝᓑᓐ ᓒᕣᓜᕓᓡ ᓜᓓᓝᕑᓘᕡᓗᕕᓘᓡ!
"ტორპედოს" რთული მისია და გაძევება სტარტზე - ქართული პლეი-ოფი [VIDEO]
"მაჭარაძე, მამაშენთან ერთად უნდა მო..." - მსაჯს ლამის კომენტატორმაც აგინა [VIDEO]