ჩილეში ჯგუფური ეტაპი დასრულდა
გუშინ ჩილეში გვიან ღამით დასრულდა ჯგუფური ეტაპი, თუმცა ბრაზილიისა და ვენესუელის ნაკრებების თამაშზე ხვალინდელ ნომერში მოგითხრობთ. კოპას ჯგუფურ ეტაპზე საინტერესო ამბები ხდებოდა.

პირველი მეოთხედფინალური წყვილი, რომელიც გაირკვა, ძალზე საინტერესოა - მასპინძელი ჩილე ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ...

როგორც თავიდანვე ვივარაუდეთ, მექსიკა კოპა ამერიკისთვის საუკეთესო კონდიციებში ვერ იყო და შემადგენლობაც უფრო ძლიერი შეიძლებოდა ჰყოლოდა. მიუხედავად ამისა, წინა, მესამე და გადამწყვეტ ტურს მექსიკელები წაუგებლად შეხვდნენ, მაგრამ მათთვის სამწუხაროდ, ამავდროულად - მოუგებლადაც. არწაგება კარგია, მაგრამ 2 ფრე და მხოლოდ ორი ქულა მიგელ ერერას ბიჭებს აიძულებდათ, მოსაგებად ეთამაშათ მეტოქესთან, რომელსაც ისედაც არ ჰქონდა სხვა შანსი და 3 ქულისთვის უნდა ებრძოლა.

მატჩი ცოტა ქაოსური გამოვიდა, მაგრამ მომენტების ნაკლებობა ნამდვილად არ იყო. მექსიკელებმა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა გახლდეთ, ჯგუფის საუკეთესო შეხვედრა მასპინძელ ჩილესთან ჩაატარეს და იმ მატჩის გმირს, მატიას ვუოსოს მომენტები ამჯერადაც ჰქონდა, მაგრამ ვერ იყენებდა. ეკვადორი მაინც უკეთ გამოიყურებოდა და 2:0-იც წაიყვანა. რაულ ხიმენესის პენალტი კი რამის შესაცვლელად საკმარისი არ გამოდგა. ვუოსოს 1:2-ზეც შეეძლო გატანა, რაც ვერ მოახერხა. ეკვადორმა კი მოიგო, მაგრამ ეს გუსტავო კინტეროსს არაფრის გარანტიას აძლევდა და ეკვადორელები სხვის იმედად რჩებოდნენ.

ჩილემ კი გათამამებული ბოლივია დაიბრიყვა და გოლებით ამოავსო, რითაც პირველი ადგილი გაინაღდა. სკანდალმოლეული არტურო ვიდალი ყურადღების ცენტრშიც იყო და მოედნის ცენტრშიც. გოლები აქამდე მხოლოდ ვიდალსა და ედუ ვარგასს გაჰქონდათ, ამჯერად ვერც ერთმა შეაგდო. ვარგასმა საგოლე გადაცემა გააკეთა.

ხოლო ვიდალი, ალექსის სანჩესისა არ იყოს, ხორხე სამპაოლიმ შესვენების მერე შეცვალა, წამყვანი მოთამაშეების დასვენების მიზნით. სანჩესმა, როგორც იქნა, გაიტანა, თანაც ვარდნაში ეფექტური თავურით, იქამდე კი საჯარიმო დარტყმიდან ორჯერ გაარტყა ბურთი ხარიხას. ისეთმა მოთამაშეებმაც იხეირეს, რომლებსაც იშვიათად გააქვთ - ჩარლზ არანგისი მშვენიერი დუბლით გამოირჩა და ტექნიკურად გაიტანა გარი მედელმაც. რადგან ტექნიკა ვახსენეთ, ჩილეში ყველაზე დახვეწილი ტექნიკის პატრონი ხორხე ვალდივიაა და მან ორი ელეგანტური საგოლე გადაცემა ამჯერადაც "გამოაცხო". წერტილი სიმბოლურად ბოლივიელთა კაპიტნის, რინალდ რალდესის ავტოგოლმა დასვა.

0:5 უსიამოვნო კი არის, მაგრამ რეალურად, ბოლივია შექებას იმსახურებს, რადგან ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდა და ბრძოლას აგრძელებს, არადა, აუტსაიდერად მიიჩნეოდა.

A ჯგუფი

მექსიკა-ეკვადორი 1:2

გოლები: 0:1 ბოლანიოსი (26), 0:2 ე. ვალენსია (57), 1:2 რ. ხიმენესი (64-პენ.)

მექსიკა (5-3-2): კორონაა - ფლორესი, ვალენსუელა, აიალა, დომინგესი, ვვლარდე - მედინა, გუემესი (52. ფაბიანი), კორონა (62. ერერა) - ვუოსო, რ. ხიმენესი (46. აკინო)

ეკვადორი (4-2-3-1): დომინგესი - პარედესი, აჩილიერი, მინა მესა, აიოვი - ნობოა, ლასტრა გარსია - იბარა (78. კასარესი), ბოლანიოსი, მონტერო (90+2. მარტინესი) - ე. ვალენსია

გაფრთხილება: აიალა, ფაბიანი, ერერა - ბოლანიოსი, იბარა, ლასტრა გარსია

კუთხური: 7-6 ჯარიმა: 19-16 თამაშგარე: 3-4 კარში დარტყმა: 8(2)-17(6) ბურთის ფლობა: 47%-53%

ჩილე-ბოლივია 5:0

გოლები: 1:0 არანგისი (3), 2:0 სანჩესი (37), 3:0 არანგისი (66), 4:0 მედელი (79), 5:0 რალდესი (86-ს.კ-ში)

ჩილე (4-3-1-2): ბრავო - ისლა, მედელი, ხარა (70. პისარო), ბოსეჟური - დიასი, არანგისი, ვიდალი (46. ფერნანდესი) - ვალდივია - ვარგასი, სანჩესი (46. ენრიკესი)

ბოლივია (4-2-3-1): კინიონეში - როდრიგესი (46. დ. ბეხარანო), რალდესი, კოიმბრა, მორალესი - ვეისაგა (46. მირანდა), ჩუმასერო - შმედბერგი, პედრიელი, ესკობარი (61. ლისიო) - მარტინს მორენო

გაფრთხილება: - მორალესი, კოიმბრა, ჩუმასერო

კუთხური: 2-3 ჯარიმა: 15-18 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 18(6)-5(1) ბურთის ფლობა: 67%-33%

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ჩილე 3 2 1 0 10-3 7

2. ბოლივია 3 1 1 1 3-7 4

3. ეკვადორი 3 1 0 2 4-6 3

4. მექსიკა 3 0 2 1 4-5 2

წინა კოპა ამერიკის ფინალისტებმა ურუგვაიმ და პარაგვაიმ მეგობრული ფრე ითამაშეს და ამ შედეგის შედეგად ორივე გავიდა შემდეგ ეტაპზე. წინა ხაზზე ოპტიმალური ვარიანტის ძიებაშია ოსკარ ტაბარესი. მან ედინსონ კავანის ამჯერად აბელ ერნანდესი შეუწყვილა და დიეგო როლანი უკან დახია.

თუმცა გოლი არც ერთს გაუტანია, არც მეორეს და არც მესამეს. თავი ხოსე ხიმენესმა გამოიჩინა და ამ შეხვედრაში გასულ ორივე გოლს მართლაც თავის გამოჩენა ჰქვია, რადგან ისინი თავური დარტყმებით გავიდა, კუთხურების შემდეგ.

პარაგვაელთა მხრიდან ლუკას ბარიოსმა გაიტანა. მან არგენტინასთანაც მოუტანა ქულა თავის გუნდს და ახლა ურუგვაისთანაც. რამონ დიასი კი როტაციას აგრძელებს. მეკარიდან დაწყებული, თავდამსხმელებით დამთავრებული, იგი ცდილობს, შანის ყველას მისცეს და ზოგადად, ნაკრებში ძველებურად კარგი და თავდაჯერებული განწყობა დაბრუნდა.

იხილეთ ვიდეო

თავდაჯერებული გახლდათ არგენტინაც, რომელიც გადახალისებული შემადგენლობით გავიდა იამაიკასთან სათამაშოდ. სერხიო აგუეროს ხერარდო მარტინომ ძალები მომავალი თამაშისთვის შემოუნახა. კუნის ნაცვლად, ძირითადში გონსალო იგუაინი გახლდათ გამწესებული და "პიპიტამაც" თავი არ შეირცხვინა... მას დასარტყმელად ანხელ დი მარიამ მიუგორა და იგუაინმაც შეასრულა.

გონსალოს მომენტები კიდევ ჰქონდა, მაგრამ აბა, რაღა იგუაინი იქნება, რამდენიმე შანსი თუ არ გააცუდა, ერთხელ ხარიხასაც გაარტყა. თავად დი მარიასაც შეეძლო გატანა, მაგრამ არ გაუმართლა. ვინფრიდ შეფერის იამაიკამ თავი არ შეირცხვინა და მხოლოდ 0:1 წააგო, ისევე, როგორც წინა შეხვედრებში. ასე რომ, იამაიკა კოპა ამერიკას სამი 0:1-ით დაემშვიდობა.

არგენტინამ კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ჯგუფი მოიგო, მაგრამ ალბისელესტეს თამაშით ყველა აღფრთოვანებულიაო, ამას ძნელად თუ ვიტყვით. თუმცა ფანებს იმედი აქვთ, რომ ნაკრების რეალურ სახესა და ძალას პლეი ოფის ეტაპზე დაინახავენ.

იხილეთ ვიდეო

B ჯგუფი

ურუგვაი-პარაგვაი 1:1

გოლები: 1:0 ხიმენესი (29), 1:1 ბარიოსი (44)

ურუგვაი (4-4-1-1): მუსლერა - მ. პერეირა, ხიმენესი, კოატესი ა. პერეირა - არევალო, გონსალესი, კ. სანჩესი (67. კ. როდრიგესი), ერნანდესი (46. სტუანი) - როლანი, კავანი

პარაგვაი (4-3-3): ვილიარი - მ. კასერესი, და სილვა, ბ. ვალდესი, პირისი - ორტიგოსა (64. ორტისი), ე. ბენიტესი, მოლინასი, ბობადილია (68. გონსალესი) - ნ. ვალდესი, ბარიოსი (72. სანტა კრუსი)

გაფრთხილება: ერნანდესი, კოატესი, ა. პერეირა - ორტიგოსა, ორტისი, მოლინასი

კუთხური: 5-7 ჯარიმა: 14-19 თამაშგარე: 1-0 კარში დარტყმა: 13(4)-8(3) ბურთის ფლობა: 53%-47%

არგენტინა-იამაიკა 1:0

გოლი: 1:0 იგუაინი (11)

არგენტინა (4-3-3): რომერო - საბალეტა, გარაი, დემიკელისი, როხო - ბილია, პასტორე (59. პერეირა), მასკერანო - მესი, დი მარია (84. ლამელა), იგუაინი (72. ტევესი)

იამაიკა (4-2-3-1): მილერი - მორგანი, ლოურენსი, ექტორი (71. ტეილორი), მარიაპა - ოსტინი, უოტსონი - მაკანაფი, მაკკლირი, ლეინგი - ბრაუნი (78. ბარნსი)

გაფრთხილება: პასტორე, საბალეტა - ლეინგი (71. დოუკინსი), ექტორი, ოსტინი

კუთხური: 7-5 ჯარიმა: 10-10 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 19(5)-5(1) ბურთის ფლობა: 73%-27%

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. არგენტინა 3 2 1 0 4-2 7

2. პარაგვაი 3 1 2 0 4-3 5

3. ურუგვაი 3 1 1 1 2-2 4

4. იამაიკა 3 0 0 3 0-3 0

ვენესუელა, როგორც ჩანს, მართლაც გაამხნევა მისი გულშემატკივარი ქალბატონების გაშიშვლებამ და ასე გადაღებულმა ვიდეოებმა. გუნდმა ტურნირი კოლუმბიასთან სენსაციური მოგებით დაიწყო და ამით შეგულიანებული პერუსთანაც დიდი შემართებით გავიდა მინდორზე, მაგრამ ვენესუელელთა საქმე მაშინ გართულდა, როდესაც ისინი 10 კაცით დარჩნენ და საათზე მეტის ასე ჩატარება მოუხდათ.

მიუხედავად ამისა, პერუს მოგება გაუჭირდა და რომ მოიგო, ისევ ვეტერანი კლაუდიო პისაროს დამსახურებაა. ბებერი მგელი კარგადაც გაიხსნა და უძლიერესი დარტყმითაც ჩაჭედა ბურთი ხარიხის დახმარებით მეტოქის კარში.

ასე რომ, ბოლო ტურის წინ, წუხანდელ მატჩებამდე ამ ჯგუფში ყველა გუნდი 3-3 ქულით იყო...

C ჯგუფი

II ტური

პერუ-ვენესუელა 1:0

გოლი: 1:0 პისარო (72)

პერუ (4-4-2): გალესე - ადვინკულა, ასკესი, სამბრანო, ხ. ვარგასი - ხ. სანჩესი, ბალონი, ლობატონი (46. რეინა), კუევა (84. ურტადო) - გერერო, პისარო (89. იუტონი)

ვენესუელა (4-2-3-1): ბაროხა - როსალესი, ვისკარონდო, ტუნიესი, ამორებიეტა - რინკონი, სეიხასი (82. მიკუ) - რ. ვარგასი (38. სიჩერო), არანგო (73. მარტინესი), გუერა - რონდონი

გაფრთხილება: ბალონი, ლობატონი, პისარო - სიჩერო

გაძევება: ამორებიეტა (29)

კუთხური: 3-1 ჯარიმა: 17-15 თამაშგარე: 0-3 კარში დარტყმა: 12(1)-2(2) ბურთის ფლობა: 67%-33%

III ტური

კოლუმბია-პერუ 0:0

კოლუმბია (4-4-2): ოსპინა - არიასი, საპატა, მურილიო, არმერო (57. იბარბო) - კუადრადო, კ. სანჩესი, ვალენსია (24. მეხია), ხ. როდრიგესი - გუტიერესი, ფალკაო (66. ჯ. მარტინესი)

პერუ (4-4-2): გალიესე - ადვინკულა, სამბრანო, ასკუესი, ხ. ვარგასი - ხ. სანჩესი (81. ურტადო), ლობატონი, ბალიონი, კუევა (90. იოტუნი) - გერერო, პისარო (56. ფარფანი)

გაფრთხილება: საპატა, სანჩესი - ბალიონი, ლობატონი, ფარფანი

კუთხური: 8-2; ჯარიმა: 13-21; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 16-7 (3-1); ბურთის ფლობა: 58%-42%.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ერთადერთი, გული ამაზე მწყდება... "იბერია" კარგი გუნდია, მაგრამ..." - "ლარნეს" მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და თბილისში თავდაჯერებული გუნდი მოჰყავს
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
მესი ნაკრების ბომბარდირი გახდა - არგენტინა ფრეს დასჯერდა [VIDEO]
[VIDEOS] ჰიუსტონში ისტორია დაიწერა - კაბო ვერდე პლეი-ოფში ითამაშებს!
ჩინებულმა არგენტინამ ჯგუფი მოიგო - დამარცხებული პოლონეთიც პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]
[VIDEO] ბიელსამ ჟურნალისტი მაგრად შეაშინა
"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ფეხბურთისგან ასე დავიტანჯებოდი. ბოდიშს ვიხდი" - მუსლერა
არტურო ვიდალი: მსაჯმა თამაში გააფუჭა
რა დროს ფეხბურთია, როდესაც ორგიაა - ვიდალი თანანაკრებელებთან ერთად გაერთო
სკანდალი - ლეო მესი დაჯილდოებაზე არ გავიდა და აცხადებს, რომ არგენტინა ფინალში არ გაუშვეს
სასჯელი სირცხვილისათვის - ურუგვაიმ ნაკრები უკან არ წაიყვანა
[VIDEO] ლენინის მაგარი გოლი - კაბო ვერდე აღარ ხუმრობს - ურუგვაის ფრედ ეთამაშა
ფაბიან რუისმა გარინჩას მიღწევა გააუმჯობესა
[PHOTO] ნეიმარმა იტირა, გამოიტირა და დარდი კაზინოში გაიქარვა
[VIDEO] არაუხომ ურუგვაის ნაკრები საუდის არაბეთთან მარცხისგან იხსნა
ფიოლერი: არგენტინის მსგავსად მოთამაშე გუნდი არ მჭირდება - ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს
მარტინესმა არგენტინის ნაკრებიდან წასვლისაკენ მიანიშნა
მესი ნაკრებთან ერთად ბუენოს-აირესში არ გაემგზავრა
მექსიკის ნაკრების მეკარემ 41 წლის ასაკში დაასრულა კარიერა
ნეიმარმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
"არგენტინის ნაკრები წარმოადგენდა ამაზრზენი ფენის აგრესიულ ნაწილს" - ესპანელი მწერალი
[VIDEO] კინიონესის და ხიმენესის ეფექტური გოლებით - მექსიკა მერვედფინალშია
"ვაღიარებ, შეცდომა დავუშვი" - კარლო ანჩელოტი
"ყველა თეთრია - ჩვენი ნაკრებისადმი სიძულივილი ამითაა გამოწვეული" - არგენტინელი პოლიტიკოსი
[VIDEO] მსოფლიო ჩემპიონატი სამი გაძევებით დაიწყო - მექსიკამ სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
რომარიომ ანჩელოტი უხეშად მოიხსენია და შემდეგ ბოდიში მოიხადა
ჩილესა და კოლუმბიის ომი, გადმოტანილი მოედანზე [VIDEO]
1973 წ. სსრკ-ს ნაკრები მუნდიალს მიღმა ფიფას ინგლისელმა ხელმძღვანელმა დატოვა, საბჭოელებმა არ ითამაშეს სტადიონზე, სადაც კონც. ბანაკი იყო [VIDEO]
ნეიმარმა 23+ მილიონად იახტა შეიძინა
[VIDEO] ორიდან ორი და კურიოზული გოლი - მექსიკამ სამხრეთ კორეაც დაამარცხა
ტელეკომპანიამ არგენტინის ნაკრების მოძულეთა სიმბოლური გუნდი შეადგინა