ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

SBM LEAGUE 2014/15: "ოქროს ნატახტარი" - ზედიზედ მეორედ!

SBM LEAGUE 2014/15: "ოქროს ნატახტარი" - ზედიზედ მეორედ!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის შვიდწლიან ისტორიაში ზედიზედ მეორედ, "ნატახტარი" ოქროს ლიგის ჩემპიონი გახდა
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის შვიდწლიან ისტორიაში ზედიზედ მეორედ, "ნატახტარი" ოქროს ლიგის ჩემპიონი გახდა.

21 ივნისს, ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიის ცენტრალურ დარბაზში გამართულ ფინალურ შეხვედრაში "ნატახტარი" "ევროპაბეთს" დაუპირისპირდა და 5-1 დაამარცხა.

საკუთარი გუნდის გაჩემპიონებაში უდიდესი წვლილი შეიტანა "ნატახტარის" შემტევმა კახაბერ გოგოხიამ, რომელმაც გუშინ პოკერის შესრულება შეძლო. კიდევ ერთი გოლი გუნდის კაპიტნის, გიორგი სეფერთელაძის ანგარიშზეა. "ბუკმეკერების" მხრიდან, რომელთათვისაც ეს სეზონის ლიგაში სადებიუტო იყო, თავი ლევან კოპალიანმა გამოიჩინა. მატჩი საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა, რასაც დამატებით ხიბლს ორივე გუნდის ქომაგთა აქტიური მხარდაჭერა სძენდა.

ფინალის საუკეთესო მოთამაშედ, რასაკვირველია, პოკერის ავტორი კახაბერ გოგოხია დასახელდა. მასვე ერგო ოქროს ლიგის 2014/15 წწ. სეზონის საუკეთესოს ტიტულიც.

21.06.2015. ოქროს ლიგა. ფინალი

ევროპაბეთი - ნატახტარი 1-5

გოლები: კოპალიანი - გოგოხია (4), სეფერთელაძე

სხვადასხვა ნომინაციაში სეზონის გამორჩეული ფეხბურთელები ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორის, ესპანური სპორტული ბრენდის, JOMA-ს პრიზებით და ჩემპიონატის სპონსორის, დანიური ფეხსაცმლის ბრენდ "ეკკოს" 50%-იანი ფასდაკლების ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ.

1. საუკეთესო მეკარე - დათა ფარაჯანაშვილი (საქართველოს ბანკი)

2. საუკეთესო მცველი - გიგა კიკვიძე (GM ჭიათურა)

3. უნივერსალი - ლევან კოპალიანი (ევროპაბეთი)

4. ბომბარდირი - გიორგი სეფერთელაძე (ნატახტარი) - 17 გოლი

5. საუკეთესო ასისტენტი - ბექა აფაქიძე (ნატახტარი) - 7 პასი

6. ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელი - გიორგი ლუკავა (ევროპაბეთი)

7. საუკეთესო თავდამსხმელი - გიორგი ჯობავა (ვითიბი ბანკი)

8. ფინალის საუკეთესო მოთამაშე - კახაბერ გოგოხია (ნატახტარი)

9. ოქროს ლიგის 2014/15 წწ. სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - კახაბერ გოგოხია (ნატახტარი)

კვირასვე კიდევ ორი ფინალის მონაწილეთა ვინაობა გაირკვა.

როგორც მოსალოდნელი იყო, საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა ვერცხლის ლიგის განმეორებითი ½-ფინალური დაპირისპირება "კრედოსა" და "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის" გუნდებს შორის. პირველი მატჩის მსგავსად, რომელიც ფრედ, 2-2 დასრულდა, გუშინდელ შეხვედრაშიც საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა, 1-1 და გამარჯვებულის გამოსავლენად 7-მეტრიანი დარტყმების სერიის დანიშვნა გახდა საჭირო, სადაც მეტოქეზე უკეთ "კრედოს" ფეხბურთელები გაისარჯნენ და ლიგის ისტორიაში მათთვის პირველი ფინალის საგზურიც მოიპოვეს.

რაც შეეხება GWP-ის, საპლეიოფო სერიაში მათ მეორედ მოუხდათ "საფეხბურთო ლატარიის" თამაში და 1/4-ფინალისგან განსხვავებით, სადაც "ვითიბის" სძლიეს, ამჯერად იღბალი მათ მხარეს არ აღმოჩნდა.

ყოველგვარი მოულოდნელობის გარეშე ჩაიარა მეორე 1/2-ფინალურმა "გარჩევამ". პირველ შეხვედრაში "სნიკერსს" 3-0 ჰყავდა "საქართველოს ბანკი" დამარცხებული და მიუხედავად საკადრო პრობლემებისა, უპირატესობის შენარჩუნება არ გასჭირვებია, ფრე 1-1.

21.06.2015. ვერცხლის ლიგა. 1/2-ფინალი (II რაუნდი)

GWP - კრედო 1-1 (2-2)პენ. 4-5

სნიკერსი - საქართველოს ბანკი 1-1 (3-0)

ვერცხლის ლიგის ფინალური შეხვედრა შაბათს, 27 ივნისს, 18:00 სთ-ზე გაიმართება.

28 ივნისს, გაერთიანებული ლიგის ფინალში კი ერთმანეთს "ბიბლუსი" და "თრეველკემპ ჯორჯია" დაუპირისპირდებიან.

1/2-ფინალში "ბიბლუსის" მეტოქე ასევე ბრინჯაოს ლიგიდან დაქვეითებული "მედიქლაბჯორჯია" იყო, რომელსაც 4-1 სძლია.

"თრეველკემპი" კი ერთადერთი გუნდია მიმდინარე სეზონში, რომელმაც ფინალამდე უდანაკარგოდ მიაღწია. ამჯერად მათი "მსხვერპლი" "გორგია" გახდა, რომელსაც 5-3 მოუგეს და დამსახურებულად მოიპოვეს ფინალის საგზური.

21.06.2015. გაერთიანებული ლიგა. 1/2-ფინალი

მედიქლაბჯორჯია -ბიბლუსი 1-4

თრეველკემპ ჯორჯია - გორგია 5-3

21 ივნისიდან, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში, დაიწყო საქველმოქმედო აქცია "ერთად დავეხმაროთ თბილისს", რომელიც თბილისის სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად არის მიმართული.

ყველა სათამაშო დღეს დარბაზის ტერიტორიაზე განთავსებული იქნება სპეციალური ყუთი და თითოეულ სტუმარს საშუალება ექნება, გაიღოს საკუთარი მინიმალური წვლილი ამ ადამიანების დასახმარებლად. შეგროვებული თანხა "ვითიბი ბანკში" გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე გადაირიცხება.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი "ECCO". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა", "მედი ქლაბ ჯორჯია", NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური "ომეგა", თაფლი "მეფუტკრე", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

რაც შეეხება მედიაპარტნიორებს: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო", ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები "OFFSIDE" და "ლელო week".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად

ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა

[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"

სკალონი არგენტინის ნაკრებთან კონტრაქტს გააგრძელებს

ტრავმირებული ვალვედე ორი კვირა იუქმებს

დაბრუნება სამშობლოში უკვე ზამთარში? - ჩალჰანოღლუს სტამბოლში უხმობენ

"მისნაირი არავინაა, მიეცით "ოქროს ბურთი" მესის" - რომერომ არგენტინელს მხარდაჭერა გამოუცხადა

U21 | ახალგაზრდულმა შესარჩევის მატჩებისთვის მზადება დაიწყო

VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-2 იბერია 1999. მძიმე ყოფილა ლიდერის ტვირთი...

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადება დაიწყო

რატიშვილი ბაქოში გაასამებს

ანდრონიკაშვილს ესპანურმა "ანდორამ" 2-თვიანი კონტრაქტი გაუფორმა

გოლი უკვე ყველა გუნდთან - ჰოლანის ახალი მიღწევა პრემიერ ლიგაში

"ხვიჩას სასარგებლოდ ბევრი არგუმენტი არსებობს" - შოთა არველაძემ თქვა, რატომ უნდა მისცენ კვარაცხელიას "ოქროს ბურთი"

"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო

17-წლამდე ნაკრები პოლონეთში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი

U18 | სასელექციო შეკრება რუსთავში

"ბარსელონა" მესის საპატივსაცემოდ ღონისძიებას გამართავს

"კვერნაძე ჩემს ხანდაზმულ დედასაც მოსწონს" - განაცხადა "ფროზინონეს" მწვრთნელმა

[VIDEO] ცარიელი კარის წინ დემბელეს მოქმედებამ დიდი გაკვირვება გამოიწვია

კაკაბაძე ცენტრში და კვერნაძე სასტარტოში? - შეკრებამდელი სიტუაცია ნაკრებში

"ხვიჩასთვის "ოქროს ბურთის" მიცემა? - შეუძლებელია! დღეს სრული "ფეიქი" იყო" - რიოლო კვარაცხელიას კვლავ აკრიტიკებს

SBM LEAGUE 2014/15: მფკ "ტატიშვილი" - პირველი ჩემპიონი!

SBM LEAGUE 2014/15: 5 ივლისს სეზონის მთავარი ფინალია!

SBM LEAGUE 2014/15: "ოქროს" ჩემპიონის მოლოდინში!

SBM LEAGUE 2014/15: ტრიუმფატორი FC PSP!

SBM LEAGUE 2014/15: მორიგი ჩემპიონის მოლოდინში!

SBM LEAGUE 2014/15: კიდევ ორი ჩემპიონი და ერთი კვირა ბოლო ფინალამდე!