ბრაზილიამ მისია შეასრულა
ნეიმარის გარეშე დარჩენილმა კარლოს დუნგამ ვილიანს მეტი გასაქანი მისცა და ვილიანიც დიდი გაქანების ბიჭია - მან დაკისრებულ მოვალეობას თავი მშვენივრად გაართვა. გარდა ამისა, დუნგამ სათადარიგო ვარიანტი ააღორძინა - რობინიო. ვეტერანმაც მშვენივრად ითამაშა.

"სელესაო" დებიუტშივე დაწინაურდა, როდესაც სწორედ რობინიოს ჩაწოდებულ კუთხურს მოჰყვა ტიაგო სილვას უძლიერესი დარტყმა. მერე ვილიანმა გაატანინა რობერტო ფირმინოს ფლანგზე ჩადენილი საოცრებების შემდეგ. ფირმინოს ისღა დარჩენოდა, ცარიელ კარში შეეგდო. ასეა თუ ისე, ეს უკანასკნელი დიეგო ტარდელიზე უკეთ გამოიყურება.

მთლად ისეც არ ყოფილა საქმე, რომ ვენესუელა სულ უშანსოდ იყო, მიკუმ მატჩის მიწურულს სხვაობის შემცირებაც შეძლო - მან დამატებაზე ივარგა, არანგომ საჯარიმოდან შესანიშნავად ჩააბზრიალა ბურთი, ჟეფერსონი ბურთს შეეხო, რომელიც მერე ძელს მოხვდა და აი, აქ დასწრებაზე იყოჩაღა მიკუმ.

მასვე გათანაბრებაც კი შეეძლო, მაგრამ ბოლო წამებზე შორეულ ძელთან ჩაწოდებას ვერ შესწვდა. არადა... ურუგვაისა და პარაგვაისა არ იყოს, პერუმ და კოლუმბიამაც მეგობრული ფრე ითამაშეს, რამაც ავტომატურად ჩატოვა ეკვადორი, რომელიც 3 ქულით საუკეთესო მესამეადგილოსანთა კატეგორიაში ვერ მოხვდა. პერუ თავს მშვიდად გრძნობდა, რადგან უგოლო ფრე აწყობდა, კოლუმბიისგან განსხვავებით.

ასე რომ, მიკუს რომ გაეთანაბრებინა, ბრაზილია მაინც პირველ ადგილზე გადიოდა, ვენესუელა მეორეზე გადაბარგდებოდა, პერუ მესამეზე ჩაინაცვლებდა, ხოლო კოლუმბია... გამოვიდა, რომ ხოსე პეკერმანის ბიჭები სწორედ "სელესაომ" გაიყვანა.

რაც შეეხება ნეიმარს, როგორც იცით, ბრაზილია სულაც ფინალში რომ გავიდეს, ნეიმარი არ იქნება.

C ჯგუფი

ბრაზილია-ვენესუელა 2:1

გოლები: 1:0 ტიაგო სილვა (9), 2:0 რობერტო ფირმინო (51), 2:1 მიკუ (84)

ბრაზილია (4-2-3-1): ჟეფერსონი - დანი ალვეში, ტიაგო სილვა, მირანდა, ფილიპე ლუიში - ფერნანდინიო, ელიაში - ვილიანი, კოუტინიო (67. ტარდელი), რობინიო (76. მარკინიოსი) - ფირმინო (67. დავიდ ლუისი)

ვენესუელა (4-2-3-1): ბაროხა - როსალესი, ვისკარონდო, ტუნიესი, სიჩერო - რინკონი, სეიხასი - რ. ვარგასი, არანგო, გუერა - რონდონი

გაფრთხილება: ტიაგო სილვა - ვარგასი, სეიხასი, ტუნიესი

კუთხური: 7-3; ჯარიმა: 17-14; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 17(8)-10(3); ბურთის ფლობა: 57%-43%

მაყურებელი: 33 284

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბრაზილია 3 2 0 1 4-3 6

2. პერუ 3 1 1 1 2-2 4

3. კოლუმბია 3 1 1 1 1-1 4

4. ვენესუელა 3 1 0 2 2-3 3

რას უნდა ველოდოთ პლეი ოფში

სამხრეთ ამერიკის პირველობა მშვენივრად მიმდინარეობს, სანახაობაც არის, პურიც, ინტრიგაც, სკანდალიც, გოლებიც, ბარათებიც, "სეივებიც", მოკლედ, ყველაფერი. მთავარს კი ახლა ველოდებით პლეი ოფის სტადიიდან. დრამა ახლა იქნება, თუ იქნება. რჩეულები შემორჩნენ, წმინდად კონტინენტის ხალხი - მიწვეული სტუმრები იამაიკა და მექსიკა დაგვემშვიდობნენ. მათ მიჰყვნენ ვენესუელა და ეკვადორიც. არადა, ამ ნაკრებებს ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებიათ.

მეოთხედფინალურ შეხვედრებს რაც შეეხება, ვერ ვიტყვით, რომ თუნდაც ლუის სუარესის გარეშე დარჩენილი ურუგვაი საჩუქარია, მაგრამ მასპინძელი ჩილე ამ საინტერესო წყვილში ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ. ჩილე, მოგების შემთხვევაში, ნახევარფინალში პერუსა და ბოლივიას შორის გამარჯვებულს შეხვდება, რაც, დაგვეთანხმეთ, უკეთესი ვარიანტია, ვიდრე სხვა წყვილთა შორის მოგებულთან თამაში.

ასე რომ, ხორხე სამპაოლის გუნდისთვის მართლაც ყველაფერი კარგად მიდის. როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით, ბურთიც მათია და მოედანიც.

ჩილელებს თავდაჯერება არ აკლიათ და თან ზედმეტშიც არ გადასვლიათ. ზედმეტი არტურო ვიდალს მინდორსმიღმა მოუვიდა, თორემ უშუალოდ მინდორზე ისიც და მისი თითოეული თანაგუნდელიც ბოლომდე იბრძვიან და იხარჯებიან.

გუნდურობას არც ურუგვაი კარგავს, თანაც არასდროს და სწორედ ეს არის ამ ნაკრების მთავარი ძალა. ტაბარესმა ვერ გადაწყვიტა, ვინ შეუწყვილოს ედინსონ კავანის და ახლა ამ მატჩისთვის ოპტიმალურ შემადგენლობასა და ტაქტიკას როგორმე უნდა მიაგნოს. მცველების შეტევაში ჩართვა და სტანდარტულების დროს მეორე სართულზე ორთაბრძოლები ტანჩია ჩილელებთან კოზირი უნდა იყოს.

ბოლივიამ ყველა სასიამოვნოდ გაგვაოცა და ეს მართლაც სიმპათიური ნაკრები ნახევარფინალში გასვლას ყველანაირად შეეცდება, თანაც შემორჩენილებს შორის უძლიერესი მეტოქე ნამდვილად არ ჰყავს. თუმცა პერუ საკმაოდ რთულ ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და არც ის დაგვავიწყდეს, რომ ბრაზილიასთანაც არ აგებდა და ბოლო წამებზე გაუშვა. ნაკრებში წინა ხაზზე ისევ ვეტერანები არიან, მაგრამ რამდენიმე ნიჭიერ ახალგაზრდასა და მშვენიერ სინთეზსაც ვხედავთ.

ბრაზილიის ისტორიული მტერი არგენტინა და ბოლო დროს საძულველ მეტოქედ ქცეული კოლუმბია ერთმანეთს ხვდებიან და ძალიან კარგი მატჩის მოლოდინშიც ვართ. ცხადია, არგენტინა ფავორიტია არა მხოლოდ ამ შეხვედრის, არამედ მთლიანად ტურნირისაც, მაგრამ მთლად ასე მარტივადაც შეიძლება არ იყოს საქმე.

ჯერ ერთი, არგენტინელებმა ჯერჯერობით ის ფეერიული თამაში ვერ აჩვენეს, რომელსაც მათგან ველით და მეორე, ხოსე პეკერმანმა მშობლიური და ყოფილი ნაკრების შესახებ ყველაფერი ზეპირად იცის. მეორე მხრივ, თუ არგენტინაზე ვთქვით, საუკეთესო თამაშს ვერ აჩვენებსო, მაშინ კოლუმბიაზეც იგივე უნდა გავიმეოროთ, რადგან ჯერჯერობით, ეს ნაკრები მუნდიალის ვერსიის აჩრდილია.

თუმცა პეკერმანი, ალბათ, მოახერხებს თავისი ბიჭების შესაბამისად მოტივირებას და ხამეს როდრიგესის, ხუან კუადრადოს, რადამელ ფალკაოს, ჯექსონ მარტინესისა და სხვების რეალურ ძალას ვიხილავთ.

ხერარდო მარტინომ ჯგუფის ბოლო შეხვედრაში იამაიკასთან სერხიო აგუერო დაასვენა. კუნს, ალბათ, ისევ ძირითადში ვიხილავთ. მზად არიან კარლოს ტევესი და გონსალო იგუაინიც. ლიონელ მესი ხელშეუხებელია და თან მას ჯერ არ გაუბრწყინია. ველით...

ისე, იამაიკასთან მესიმ მე-100 სანაკრებო მატჩი ჩაატარა. აქტიურობს ანხელ დი მარია, კარგ ფორმაშია ხავიერ პასტორე...

კარლოს დუნგა კი უნეიმარობის ჟამს, ალბათ, ისევ რობინიოს მიანდობს ფანტაზისტობას და თან ვილიანისა და სხვა შემქმნელების მეტი იმედი ექნება. მან ასევე უნდა გადაწყვიტოს, ვის დაავალოს ცენტრფორვარდობა - დიეგო ტარდელის თუ რობერტო ფირმინოს? - აქამდელი მატჩებით თუ ვიმსჯელებთ, არჩევანი ფირმინოზე უნდა შეჩერდეს, ის უკეთ გამოიყურებოდა, მაგრამ ისიც ვიცით, რომ თავდაპირველი ჩანაფიქრით, მწვრთნელის პირველი ნომერი ტარდელი იყო.

პარაგვაი კი ძალიან საინტერესო გუნდია და ადვილად არაფერს დათმობს. თავისთავად, პარაგვაის კარგი თამაში არ უნდა გაგვიკვირდეს, ბოლოს და ბოლოს, გუნდი წინა კოპა ამერიკის ფინალისტია, მაგრამ მას მერე განვითარებულ მოვლენებსა და კრიზისს თუ გავითვალისწინებთ და იმასაც თუ დავუმატებთ, რომ რამონ დიასს სიტუაცია ჯერ ბოლომდე არ დაულაგებია და ყოველ შეხვედრას შეცვლილი შემადგენლობა-ტაქტიკით ატარებს, მაინც ცოტა მოულოდნელია ასეთი კარგი შედეგი.

ლუკას ბარიოსმა უკვე გაუტანა არგენტინას და გაუტანა ურუგვაის, ახლა ბრაზილიაზე ილესავს სხვებთან ერთად კბილებს. წაეხმარება თუ არა ეს როტაციის პრინციპი და მოულოდნელობის ეფექტი რამონ დიასს სელესაოსთან, ამას ერთად ვნახავთ. როგორც არგენტინელი კაცისთვის, მისთვის ბრაზილიასთან შეხვედრა ორმაგად მნიშვნელოვანია.

1/4-ფინალი

24 ივნისი

ჩილე-ურუგვაი 03:30

25 ივნისი

ბოლივია-პერუ 03:30

26 ივნისი

არგენტინა-კოლუმბია 03:30

27 ივნისი

ბრაზილია-პარაგვაი 01:30

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა
სარეკორდო ტრანსფერი - ლუკა ვუშკოვიჩი პრემიერ ლიგაში ითამაშებს
მესი ნაკრების ბომბარდირი გახდა - არგენტინა ფრეს დასჯერდა [VIDEO]
[VIDEOS] ჰიუსტონში ისტორია დაიწერა - კაბო ვერდე პლეი-ოფში ითამაშებს!
[VIDEO] ბიელსამ ჟურნალისტი მაგრად შეაშინა
"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ფეხბურთისგან ასე დავიტანჯებოდი. ბოდიშს ვიხდი" - მუსლერა
არტურო ვიდალი: მსაჯმა თამაში გააფუჭა
სკანდალი - ლეო მესი დაჯილდოებაზე არ გავიდა და აცხადებს, რომ არგენტინა ფინალში არ გაუშვეს
სასჯელი სირცხვილისათვის - ურუგვაიმ ნაკრები უკან არ წაიყვანა
[VIDEO] "ამის გამო, მბაპეზე მაგრად გავბრაზდი" - პარაგვაელთა მეკარე მარცხის შემდეგ
"პარაგვაის კარში რომ ვმდგარიყავი, ჩემს გუნდელებს მოედნიდან ცემით გავიყვანდი, ეს ფეხბურთის დაცინვა იყო" - ჯო ჰარტი
"ყველაფერი თქვენი თვალით დაინახეთ. ამის სათადარიგოთა სკამიდან ყურება უფრო რთული იყო" - შერკი
"ინგლისის ნაკრები იგივეა, გონჯ ქალიშვილს რომ უთხრა - "შესანიშნავი ხარ" - ამერიკელი საფეხბურთო მიმომხილველი
[VIDEO] ლენინის მაგარი გოლი - კაბო ვერდე აღარ ხუმრობს - ურუგვაის ფრედ ეთამაშა
"პატარა ერების დიდი ოცნებები: მუნდიალი, რომელმაც ეჭვები გააქარწყლა"
კარლო და ბრაზილია არ შედგა - დიდების სურვილი მუნდიალზე, ხასიათის სიმტკიცე და მოსალოდნელი კრახი(?!)
[PHOTO] ნეიმარმა იტირა, გამოიტირა და დარდი კაზინოში გაიქარვა
[VIDEO] არაუხომ ურუგვაის ნაკრები საუდის არაბეთთან მარცხისგან იხსნა
"სად დაგირტყა, იდიოტო" - ნეიმარმა მეკარეს დასცინა და საბოლოოდ ატირებული დარჩა
"მესი მოკვდავს ჰგავს - დავაძინებთ" - ინგლისელები წინასწარ ზეიმობენ გამარჯვებას
პარაგვაელი სენატორი: მბაპე მახინჯი კამერუნელია - წერაც ვერ ისწავლა
"ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის..." - ბრაზილია, გერმანია და მუნდიალის წყევლა
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
პარაგვაიში მბაპეს შეურაცხყოფა დაგმეს და ბოდიში მოიხადეს
"ანჩელოტი რომ ბრაზილიელი იყოს, პრესა გაანადგურებდა" - ქვეყნის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კარლოს აკრიტიკებს
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
რომარიომ ანჩელოტი უხეშად მოიხსენია და შემდეგ ბოდიში მოიხადა
ჩილესა და კოლუმბიის ომი, გადმოტანილი მოედანზე [VIDEO]
1973 წ. სსრკ-ს ნაკრები მუნდიალს მიღმა ფიფას ინგლისელმა ხელმძღვანელმა დატოვა, საბჭოელებმა არ ითამაშეს სტადიონზე, სადაც კონც. ბანაკი იყო [VIDEO]
რა დროს ფეხბურთია, როდესაც ორგიაა - ვიდალი თანანაკრებელებთან ერთად გაერთო