ტოპ-5 ლიგა სრულად დაკომპლექტდა
ტოპ-5 ევროპული ლიგის უკანასკნელი ახალი წევრის ვინაობაც გაირკვა - მომავალ სეზონში ლა ლიგაში ითამაშებს კანარის კუნძულების კლუბი "ლას პალმასი", რომელმაც პლეი ოფში იმარჯვა. სეგუნდა დივიზიონის პლეი ოფის ფინალის საპასუხო მატჩში "ლას პალმასმა" შინ 2:0 დაამარცხა "სარაგოსა" და არაგონელებს მთელი სეზონის შრომა წყალში ჩაუყარა.

პირველ თამაშში "სარაგოსამ" 3:1 იმარჯვა. სწორედ სტუმრად გატანილი გოლის წყალობით, პრიმერაში "ლას პალმასი" ითამაშებს. საპასუხო მატჩში გოლები როკე მესამ და სერხიო არაუჟომ გაიტანეს.

"ლას პალმასს" ესპანურ ელიტაში 2002 წლის შემდეგ არ უასპარეზია. შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის საგზურები მანამდე სევილიის "ბეტისმა" და ხიხონის "სპორტინგმა" მოიპოვეს. ისინი ჩაანაცვლებენ "ელჩეს", "გრანადასა" და "კორდობას". თუ ანდალუსიური კლუბები დამსახურებისამებრ ემშვიდობებიან პრიმერას, ვალენსიური "ელჩე" ვალების გამო დაისაჯა, თორემ ელიტა ბასკურ "ეიბარს" უნდა დაეტოვებინა. "ელჩემ" ყველა ვალი გაისტუმრა და აპელაციაც შეიტანა, თუმცა ფეხბურთის პროფესიულ ლიგაში აცხადებენ, რომ ვალენსიელებს გადარჩენის შანსი არა აქვთ.

კუნძულ გრან კანარიას კლუბი "ლას პალმასი" 1949 წელს შეიქმნა, "ესტადიო დე გრან კანარია" 32 ათას მაყურებელს იტევს. "ლას პალმასს" 31 სეზონი აქვს გატარებული ლა ლიგაში.

"ლას პალმასში" რამდენიმე ნაცნობ გვარ-სახელს შეხვდებით, თუმცა ერთი ძალიან ცნობილია - ხუან კარლოს ვალერონი. დიახ, ფეხბურთელი, რომელმაც თავი "დეპორტივოში" დიდებული თამაშით დაგვამახსოვრა, ისევ მოედანზეა, არადა, 40 წლისაა. პლეი ოფის დასრულებისთანავე ვალერონს კიდევ 1 სეზონით გაუხანგრძლივეს კონტრაქტი. ვალერონი კანარის კუნძულების მკვიდრია და "ლას პალმასის" აღზრდილია, თუმცა მშობლიურ კლუბთან ერთად პრიმერაში არასოდეს უთამაშია.

"ვალერონი შემდეგ სეზონს პრიმერაში გაატარებს და ასე დაემშვიდობება ესპანეთის ყველა მთავარ სტადიონს", - ეს კლუბის ინიციატივაა. 40 წლის ფეხბურთელმა სეგუნდა ლიგაში 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ