საქართველოს ნაკრები მომავალ წელს, სავარაუდოდ, A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები ახალი ზელანდია, უელსი და ირლანდია იქნებიან
ფოტოზე: ახალი ზელანდიის ახალგაზრდული ნაკრები "ბეიბი ბლექსი"

მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, რომელიც ახლახან იტალიაში დასრულდა, გამარჯვება ახალი ზელანდიის ნაკრებმა მოიპოვა. "ბეიბი ბლექსმა" ფინალში მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი, ინგლისის ახალგაზრდული ნაკრები დაამარცხა - 21:16.

ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო მე-11 ადგილისთვის მებრძოლთა დაპირისპირება იყო, რომელშიც მასპინძელთა გუნდმა სამოასთან მატჩის ბოლოს ჩამორჩენის აღმოფხვრა შეძლო და მეტოქე 20:19 დაამარცხა.

შედეგად, ელიტას სწორედ სამოა დატოვებს და მომავალ წელს მის ადგილს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დაიკავებს. სამოელები კი "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე" იასპარეზებენ.

მსოფლიოს ჩემპიონატზე, ცხადია, ყველა ადგილი გათამაშდა. შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოს ნაკრები მომავალ წელს, სავარაუდოდ, A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მეტოქეები ახალი ზელანდია, უელსი და ირლანდია იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი გაისად ინგლისში, ივნისში გაიმართება.

მსოფლიოს ჩემპიონატი

XI ტური

იტალია-სამოა 20:19

IX ტური

არგენტინა-იაპონია 38:21

VII ადგილი

ირლანდია-შოტლანდია 17:9

V ადგილი

უელსი-ავსტრალია 23:28

III ადგილი

საფრანგეთი-სამ. აფრიკა 18:31

ფინალი

ახ. ზელანდია-ინგლისი 21:16

1. ახ. ზელანდია, 2. ინგლისი, 3. სამ. აფრიკა, 4. საფრანგეთი, 5. ავსტრალია, 6. უელსი, 7. ირლანდია, 8. შოტლანდია, 9. არგენტინა, 10. იაპონია, 11. იტალია, 12. სამოა.

სავარაუდოდ

A ჯგუფი: ახალი ზელანდია, უელსი, ირლანდია, საქართველო.

B ჯგუფი: ინგლისი, ავსტრალია, შოტლანდია, იტალია.

C ჯგუფი: სამხრეთი აფრიკა, საფრანგეთი, არგენტინა, იაპონია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა
"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
ისტორიაში პირველად - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ახალი ზელანდიის ნაკრები დაამარცხეს!
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა