"მილანმა" დესტროსა და ბოკეტიზე უარი თქვა
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრაქტიკულად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ სანკტ-პეტერბურგის ნახევარმცველი აქსელ ვიტსელი "მილანში" გააგრძელებს კარიერას.

ლომბარდიული გრანდის მესვეურები 26 წლის ბელგიელს უკვე შეუთანხმდნენ და არანაკლებ მნიშვნელოვანია, შეთანხმება შედგა კლუბებს შორისაც. "ტუტოსპორტის" ინფორმაციით, "მილანი" აქსელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს გადაიხდის, სხვა დეტალები კი ჯერ არ გაცხადებულა.

აქსელ ვიტსელმა ლიეჟის "სტანდარდში" ასაპარეზობით გაითქვა სახელი, სადაც 5 წელიწადში 146 მატჩი გამართა და 32 გოლი შეაგდო. შემდეგ ერთი სეზონი ლისაბონის "ბენფიკაში" გაატარა და 2012 წელს "ზენიტში" გადაბარგდა, სადაც 77 მატჩი აქვს ჩატარებული და 12 გოლი გატანილი. ვიტსელი ბელგიის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა და 58 შეხვედრაში 6 გოლი აქვს შეგდებული.

"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, ამჯერად სიურპრიზები მოსალოდნელი არაა და "მილანი" ყველა შემთხვევაში მიიყვანს მოლაპარაკებას ლოგიკურ დასასრულამდე.

ამასობაში, "მილანი" იმ ფეხბურთელებს ემშვიდობება, რომელთა იმედი მომდევნო სეზონში არ ექნება. "როსონერი" არ აპირებს მატია დესტროს გამოსყიდვას, რომელიც "რომადან" ჰყავდა იჯარით აყვანილი. ცნობილია ისიც, რომ მატია კარიერას "მონაკოში" გააგრძელებს, სადაც მომდევნო კვირაში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ხელშეკრულებას გააფორმებს.

"მილანმა" უარი თქვა სალვატორე ბოკეტის გამოსყიდვაზეც, რომელიც მოსკოვის "სპარტაკიდან" იჯარით ჰყავდა აყვანილი. 28 წლის განაპირა მცველი უკვე დაბრუნდა რუსეთში, სამედიცინო შემოწმება გაიარა და განაცხადა, რომ არსად წასვლას აღარ აპირებს და მომდევნო სეზონს აუცილებლად "სპარტაკში" გაატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სპალეტი შეიძლება გადააყენონ
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
გულიაშვილის სრული მატჩი და "რასინგის" თასზე გამარჯვება
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
მიმდინარე სეზონში მეორედ - ნესტა "მონცას" მწვრთნელად დააბრუნეს
მატია დესტრო "მილანის" ღირსებას 9-ნომრიანი მაისურით დაიცავს
სერია A. XV ტურის ფაქტები: წითელი ბარათი 32 წამში
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"მილანი": გადარჩენილი ფილიპო ინძაგი, გაქცეული ადრიანო გალიანი
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
მატია დესტრომ "რომადან" "მილანში" გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა
ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
ზამთრის ტოპ-ტრანსფერები: ჩინური თვე ფრანგული არომატით
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
მატია დესტრო "მილანში" გადავიდა
იხსნის მატია დესტრო "მილანს"?
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"თვითმფრინავის ავარიის შემდეგ, ახალ რაღაცებს ვსწავლობთ" - ამორიმის უცნაური განცხადება