სარაგბო სეზონის ათი ყველაზე გახმაურებული ტრანსფერი

მიმდინარე სატრანსფერო სეზონი ერთ-ერთი გამორჩეულია უწინდელთან შედარებით. ცხადია, უცხოური პრესა თითქმის ყველა მათგანზე წერდა. ამათგან ათი ყველაზე ხმაურიანი შევარჩიოთ.

1. დუეინ ვერმულენი (სამხრეთი აფრიკა)

ის ერთ-ერთი საუკეთესოა შერკინების შემკვრელის პოზიციაზე. ვერმულენმა კონტრაქტი ევროპულ "ვეშაპთან", "ტულონთან" გააფორმა. ის დიდი დანაკლისი იქნება კეიპთაუნის "სტორმერზისთვის". ამასთან ერთად დიდი ნამატია ევროპული რაგბის "სცენისთვის. "ტულონის მულტიმილიონერი პატრონი მურად ბურჯელალი დაუმარცხებელი გუნდის შექმნას განაგრძობს.

2. დენ კარტერი (მეტრო რასინგი)

ახალზელანდიური რაგბის ლეგენდა დენ კარტერი მსოფლიოს თასის გათამაშების დასრულების შემდეგ პარიზის "მეტრო რასინგს" შეუერთდება. მას ევროპაში ყველაზე დიდი ხელფასი ექნება. პარიზელებს კარტერის სამსახური წელიწადში 1 600 000 ევრო დაუჯდებათ.

დენს საფრანგეთში აქამდეც უთამაშია. მან "პერპინიანის" შემადგენლობაში მხოლოდ ხუთ მატჩში იასპარეზა. ის ამჟამად 33 წლისაა და სარაგბო ცხოვრებაში დიდი დრო აღარ დარჩენია. აღსანიშნავია, რომ "მეტრო რასინგის" მფლობელ ჯეკ ლორენცეტის წლების წინათ ჯონი ვილკინსონის შეძენაც უნდოდა, მაგრამ ვერ მოახერხა.

3. ხოსე გეარი (კლერმონი)

ის ძალიან კარგი და დროული შენაძენია "კლერმონისთვის", რადგან კიდევ ერთმა ახალზელანდიელმა ვაისაკე ნაჰოლომ, რომელსაც "ვულკანებთან" წინასწარი შეთანხმება გაფორმებული ჰქონდა, საფრანგეთში გამგზავრებაზე უარი განაცხადა. ახალი ზელანდიის რაგბის კავშირმა მისი დაყაბულება შეძლო, კონტრაქტი გაუფორმა და ახალ ზელანდიაში დატოვა. ეს ცუდი პრეცედენტია.

4. ჯონათან სექსტონი (ლენსტერი)

უძღები შვილი, ჯონათან სექსტონი, სამშობლოში ბრუნდება. მის გარეშე "ლენსტერმა" სეზონი ჩააგდო. დუბლინში იმედი აქვთ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მგეზავი მათ ოდინდელი დიდების დაბრუნებაში დაეხმარება.

5. ნიკოლა სანჩესი (არგენტინა)

ნიკოლა ზე რაგბიში დაშვებული არგენტინული გუნდის ღირსებას დაიცავს. მისი ეს გადაწყვეტილება ქებას იმსახურებს. ის იშვიათი მაგალითია, თუ როგორ ამჯობინებს მოთამაშე ფულს და კარიერას, საკუთარი ქვეყნის სამსახურს. სანჩესი არგენტინის ნაკრების წამყვანი მგეზავი იქნება უახლოეს მომავალში. მან "ტულონი" დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა.

6. სამუ მანოა (ტულონი)

"ტულონმა" მისი სახით ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო მორკინალი შეიძინა. სამუ მანოა 2014 წელს პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშის ნომინაციაზე იყო წარდგენილი, 2015 წელს კი "შორტლისტში" მოხვდა. "ნორსჰემპთონი" მის გარეშე ნამდვილად დასუსტდება.

7. ჩარლი პიუტაუ (ალსტერი)

ის ახალზელანდიური რაგბის ყველაზე იმედის მომცემი მოთამაშეა. თუმცა, 23 წლის უკანახაზელი ევროპულ ფულს "დახამდა". პიუტაუს უნდა შეეცვალა "ოლ ბლექსში" ჯულიან სავეა, მაგრამ 2016 წლამდე ბელფასტში ცხოვრება გადაწყვიტა.

8. ბისმარკ დუ პლესი (მონპელიე)

სამხრეთაფრიკელმა სპეციალისტმა ჯეკ ვაითმა "მონპელიეში" რევოლუციის მოწყობა გადაწყვიტა. ბისმარკ დუ პლესი ბევრი გუნდისთვის სასურველი მორაგბეა. თუმცა, მან მაინც თანამემამულესთან თამაში არჩია.

9. ჯიმი რობერტსი (ჰარლიქვინზი)

"მეტრო რასინგში" ორწლიანი ფრანგული კარიერის მერე, ჯიმი რობერტსი დიდ ბრიტანეთში დაბრუნდა. ის კემბრიჯის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სწავლობს და მისი წარმატებით დასრულება სურს. "ჰარლიქვინზისთვის" ის ბრწყინვალე შენაძენია.

10. ვილი ლე რუ (ნატალ შარქსი)

"ჩიტაზმა" თავისი საუკეთესო მორაგბე დაკარგა. ლე რუ გამორჩეული ნიჭის მქონე მორაგბეა. სამხრეთ აფრიკისთვის კარგი ის მოხდა, რომ მან ქვეყანა არ დატოვა. უბრალოდ, კლუბი გამოიცვალა.

ბესიკ ჯანგავაძე

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"ეს პრიზი კუბარსისთვის უნდა მიეცათ" - იამალი Kopa Trophy-ს მიღების შემდეგ
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე