"შუქურას" ახალი სპორტული დირექტორის ხელი დაეტყო: ხოჯავა მოდის, გოგუა უნდათ...
მამუკა ჯუღელი, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში გორის "დილას" ეხმარებოდა, რუსეთის პრემიერლიგაში კი "ტოსნოს" გადაყვანას ცდილობდა, ახალი სეზონიდან ქობულეთის "შუქურას" სპორტულ დირექტორად იმუშავებს.

საერთოდ, ქობულეთელებს ძალიან ამბიციური გეგმები შეუმუშავებიათ და ვფიქრობთ, "ლელოსთან" კლუბის ხელმძღვანელის რევაზ ჩელებაძის ინტერვიუ უთუოდ დაგაინტერესებთ. ის ამბობს, რომ "შუქურამ" მიზნად ევროპალიგაზე გასვლა დაისახა:

- ბატონო რევაზ, დავიწყოთ იმით, რომ მამუკა ჯუღელი გორის "დილადან" გადმოიყვანეთ. მოულოდნელი სვლა იყო...

- მამუკას ბევრი კარგი საქმე გაუკეთებია, მაგრამ დიდხანს იყო ჩრდილში და გუნდებს ასე ეხმარებოდა. მან რუსეთის პრემიერლიგაში რამდენიმე გუნდი გადაიყვანა, "დილას" ჩემპიონობაში კი, დამიჯერეთ, ლომის წილი დაიდო. ის რომ არ ყოფილიყო, ამ შედეგის მიღწევა გაუჭირდებოდათ.

მამუკასთან ვმეგობრობ და მინდოდა, გვერდში დამდგომოდა. ასეც მოხდა - ის "შუქურას" სპორტული დირექტორი გახდა და დარწმუნებული ვარ, ერთად რომ ვიქნებით, ვერავინ შეგვაჩერებს. მის მოსვლას ძალიან დიდ იმედებს ვუკავშირებ, რადგან მას ძლიერი შემადგენლობის შეკრება შეუძლია, ჩვენ კი უსიკვდილოდ სამეულში მოხვედრა და ევროპალიგაზე გასვლა გვსურს.

- ჯუღელი უფულო კლუბში არ მიდის. "შუქურას" დაფინანსების ამბავი კი გაურკვეველი იყო...

- აჭარის მთავრობის მეთაურს, არჩილ ხაბაძეს ფეხბურთი უყვარს და ამ შემთხვევაში, საფეხბურთო სამყაროს სანერვიულო არაფერი გვაქვს. გაიხსენეთ, აჭარაში ფეხბურთი რა დღეში იყო მანამდე და ახლა როგორი ვითარებაა.

ორი წლის წინ უმაღლეს ლიგაში რეგიონს ერთი გუნდიც სანატრელი გვქონდა. ახლა კი ხუთი კლუბი კარგად ფინანსდება, ორი კი უმაღლესში თამაშობს. "შუქურას" დაფინანსება გაურკვეველი არ ყოფილა, უბრალოდ, დეტალები ზუსტდებოდა. მერწმუნეთ, ახალ სეზონში საკმაოდ სოლიდური ბიუჯეტი გვექნება, რასაც ბევრი ქართული კლუბი ინატრებდა. მაგრამ ბატონ არჩილთან ჯერ მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება გვაქვს. ციფრებს ვერ დავაკონკრეტებ, ბიუჯეტს კი მალე დაგვიმტკიცებენ...

ჩვენი მიზანი არა ერთჯერადი გუნდის ჩამოყალიბება, არამედ რამდენიმე წელიწადზე გათვლილი პროგრამის განხორციელება და ძლიერი გუნდის შესაქმნელად საფუძვლების ჩაყრაა. ქობულეთი ლამაზი ქალაქია, ნიჭიერი ბავშვები მრავლად არიან, მთავრობა გვეხმარება, ბიუჯეტი გვექნება და უთუოდ მოგვიხდება ძლიერი გუნდიც, რომელიც ევროპაშიც ნორმალურად ითამაშებს.

- სიახლეებიც გვითხარით. ვინ დაიმატეთ?

- ბევრ მოთამაშეს ვიმატებთ. ეს მთლიანად ჯუღელის დამსახურებაა. გვარებს გეტყვით და თავად განსაჯეთ: მოსკოვის "დინამოში" გაზრდილი მეკარე სტურუა გვეყოლება, რომელიც ჩემი დროინდელი საბჭოთა ნაკრების მეკარის ნიკოლაი გონტარის გაზრდილია. მარტვილის "მერანიდან" გეგეჭკორი მოვიწვიეთ, "ზუგდიდიდან" - გუგუჩია, "ცხინვალიდან" - თარხნიშვილი, "სამტრედიიდან" - დოლიძე, გეწაძე და შარიქაძე, "ვიტ ჯორჯიიდან" - ლობჯანიძე, ლანჩხუთის "გურიიდან" - ინგოროყვა და ჭეიშვილი, მეორელიგელი გურჯაანის "ალაზანიდან" კი ნიქაბაძე, რომელმაც 15 თამაშში 24 გოლი გაიტანა.

ნიჭიერი ბიჭია, აქამდე ლიტვურ "ბანგასა" და "გურიაში" თამაშობდა. ტრავმის შემდეგ ფეხბურთს დაუბრუნდა ავთო ბრაჭული, რომელიც საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" დუბლების ცენტრალური მცველი იყო. გარდა ამისა, კაკალაძეც დავიმატებთ - მიშა ქობულეთელია და გვინდა, გვერდით გვყავდეს.

გუნდში დარჩება ადრიან პუკანიჩი, რაც ასევე მახარებს. მაგრამ ჩვენი ნამატი ამით არ ამოიწურება. პირადად მამუკას დამსახურებაა, რომ ახალი სეზონიდან "შუქურაში" გოჩა ხოჯავა ითამაშებს, ხოლო გოგიტა გოგუასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. გარდა ამისა, მამუკამ მითხრა, რომ დიდ სიურპრიზს მიმზადებს და მალე კიდევ ერთი, ძალიან ცნობილი და გამოცდილი მოთამაშით გავძლიერდებით.

- "შუქურა" სეზონისთვის მზადება ქობულეთში უნდა დაეწყო, მაგრამ გუნდი ჯერ არ შეკრებილა...

- 27 ივნისს ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას "საბურთალოზე" მდებარე სამედიცინო ცენტრში გაივლიან, მერე ქობულეთში მოვემზადებით, 18 ივლისიდან კი უცხოურ შეკრებაზეც გავემგზავრებით და სამთო კურორტ ერზრუმში ვივარჯიშებთ, რომელიც ზღვის დონიდან 1400 მეტრში მდებარეობს. ქობულეთში 1 აგვისტოს დავბრუნდებით.

- ამბიციური გეგმები გაქვთ. ასეთ გუნდს კარგი სტადიონიც სჭირდება. "ჩელე არენის" რეკონსტრუქცია არ გაგრძელდება?

- აჭარის მეთაურთან ამის შესახებაც ვილაპარაკეთ და შეგვპირდა, რომ სტადიონის რემონტის, საფრის შეკეთებისა და განათების სისტემის დამონტაჟების თანხითაც დაგვაფინანსებენ. საღამოს განათებაზე თამაში სულ სხვა სიამოვნებაა და მეტი ხალხიც მოვა. მერე კი, ბათუმის "დინამო" საკუთარ ბაზაზე რომ გადავა, მოედანსაც შევცვლით და ბალახს დავაგებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

lashq
Dა მაგ ხალხიტ გინდატ სამეულსჰი მოხვდრაა? Mუმიებიტ ვერ მიახწევტ წარმატებას არაფერი გუნდი ეგ არ იქნება
კლიმენტი
რა დროს ხოჯავას ფეხბურთია. მაგ ბიჭი "ტბილისში" რომ თამაშობდა მაშინ იყო ფეხბურთელი, ახლა კი სახელი და გვარი დარჩა. ჩელეს არც ჯუღელას გარეშე ეშლებოდა მსაჯებთან ურთიერთობა, ახლა უკეთესად ჩაუბრატდებიან. არაა რა ქართული ფეხბურთის საშველი. შემოიღეთ მიუკერძოებელი დოპინგ-კონტროლი და რას ითამაშებენ ჯუღელას შვილობილები, ერთად ვნახოთ
Suqura
ჯუღელი იყიდება მაგარ ფასად არავის უნდაა:D:D:D:D:D:D
qobuleti
“მანჩესტერ იუნაიტედის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ლუიშ ნანი კარიერას საქართველოში განაგრძობს. “ქობულეთის შუქურას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, პორტუგალიელი მოთამაშე სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის და შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს.
jermiiii
მაფიაზე აგებულის არ მჯერა მე
dato
მოაშორეთ ეს კაცი ფეხბურთს
svani_7
ყოველ შემთხვევაში არ აწყენდა რევიშვილის ამისულაშვილის და გოგუას დამატება დილას :** უფრო მეტი შანსები ექნებოდა დილას ვიდრე ეხლა აქ )))
grv001
წავიდა თამაშების ყიდვა - გაყიდვა ))))
goriii
გოგუას და ხოჯავას ნაირები სამ სამი გვკავს დილაში,, თან ჯუღელის სამადლო რა გვჭირს?თუ რამეს აკეტებდა დილაში თავის გასამრჯელოსაც იღებდა,, შუქურას წარმატებას ვუსურვებ ისევე როგორც ყველა ქართულ გუნდს,,მარა დიდი ალბატობით ჩაფლავდება იმიტომ რო ჯურელმა ავტორიტეტი დაკარგა
svani_7
ჯერ გორის დილასთვის მიგეხედა და ეგ გოგუა და ხოჯავა იქ დაგემატებინა ევროტურნირებისთვის მადლი იქნებოდაა!! მერე გაიყვანს ეხლა ევროტურნირზე შუქურას და ამასაც მიატოვებს ფუ ძალიან უპასუხისმგებლო ადამიანი ხარ რბილად რომ ვთქვათ
zaza
იქნებ ჯერ საშინელი ,,პლასტმასი,,შეგეცვალათ ბუნებრივი გაზონით და ...
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-0 გაგრა. როგორც ლიდერს ეკადრება...
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "შუქურა" - "საბურთალო" [LIVE]
"1980 წელს "მარაკანაზე" სსრკ-ის ნაკრები ბრაზილიას ვუპირისპირდებოდით და ვფიქრობდით..." - ჩელებაძემ საქართველო-პორტუგალიის მატჩის წინ სსრკ-ბრაზილიის თამაში გაიხსენა
ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებული ქობულეთის "შუქურა" დაშლის პირასაა
ჯუღელის ნათქვამი მალე აცხადდება? - საუდის არაბეთში ოსიმენის კონტრაქტის გამოსასყიდს იხდიან, "მანჩესტერ იუნაიტედი" სხვა ფორვარდს იმატებს
"შუქურას" ფანებმა ბოთლი მსაჯს ესროლეს, სიგუას მოარტყეს და ბოდიშს იხდიან [VIDEO]
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"კვარაცხელიას ტრანსფერზე 6 თვე ხმაურის გარეშე ვმუშაობდით" - აგენტმა სიტუაცია განმარტა
რევაზ ჩელებაძემ ქობულეთის "შუქურას" დირექტორის თანამდებობა დატოვა
"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ" - ჩელებაძე უკრაინა საქართველოს მატჩზე
კიდევ ერთი ქართველი "ნაპოლიში"? - "პარტენოპეი" გიორგი წიტაიშვილის დამატების ვარიანტს განიხილავს
რატომ ადარებს რევაზ ჩელებაძე ანანიძეს პირლოს და რის გამო გარიცხეს ჯანო კიევის "დინამოს" აკადემიიდან
ბადრი კვარაცხელია: მამუკა ჯუღელი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი აღარ არის
გიორგი დემეტრაძე ქართულ ფეხბურთს სპორტულ დირექტორად დაუბრუნდა
ქობულეთის "შუქურას" განცხადება
პლეი-ოფში ეროვნული ლიგის მომავალი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
"გაუწევს თუ არა მამარდაშვილი კონკურენციას "ლივერპულის" მეკარეებს?" - ჩელებაძის ინტერვიუ რუსულ მედიასთან
ცნობილი გახდა კვარაცხელიას ახალი აგენტის ვინაობა
"ნაპოლიში" მონასავით იყენებენ... არ ვფიქრობ, რომ პსჟ საუკეთესო ვარიანტია" - რევაზ ჩელებაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა