ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ასე ჩავარდა ჩაქუჩი ნაცარში

ასე ჩავარდა ჩაქუჩი ნაცარში

მარტინ ო’ნილმა „ვესტ ჰემს“ ავრამ გრანტის შეცვლაზე უარი უთხრა.

მარტინ ო’ნილმა „ვესტ ჰემს“ ავრამ გრანტის შეცვლაზე უარი უთხრა. „ასტონ ვილას“ ყოფილმა თავკაცმა მკაფიოდ განმარტა, რომ ლონდონელების ახლანდელი მწვრთნელისთვის „ზურგში დანის ჩაცემა“ არ სურს, ასე რომ „ჩაქუჩებს“ პრემიერლიგაში დარჩენისთვის ბრძოლა ძველი ხელმძღვანელის რჩევა-დარიგებებით მოუწევთ. თავის მხრივ, არც გრანტს ეტყობა წამსვლელის რამე - „ლივერპულს“ ჯო კოულზე ევაჭრება. მოგეხსენებათ, გრანტი და კოული „ჩელსიში“ გატარებული დღეებიდან ცნობენ ერთმანეთს და როგორც ამბობენ გარიგებასთან ახლოსაც არიან. „ვესტ ჰემის“ თავკაცი ფიქრობს, რომ კოული მერსისაიდელთა ახალი თავკაცის, კენი დალგლიშის სტილსა და გემოვნებას ვერ უნდა აკმაყოფილებდეს. „აპტონ პარკის“ საქმეებში ჩახედულმა მავანმა თქვა:

„რასაკვირველია ბოლო დღეებში რთულად გადასატანი ამბები მოხდა, მაგრამ ავრამი მაინც ჩვეულებრივად აპირებს მუშაობის გაგრძელებას. რაც შეეხება ჯო კოულს, მას კვირას, ლივერპულის დერბიში არ უთამაშია... იცით, როდესაც ავრამი „ჩელსიდან“ გაუშვეს, ჯომ მეტად ემოციური და გულწრფელი მესიჯი გაუგზავნა. ამ მესიჯში ეწერა, რომ მას გრანტთან თანამშრომლობა ძალიან სიამოვნებდა და და გული წყდება ის, რომ გაუშვეს“.

ამგვარად, ო’ნილის პასუხმა „ვესტ ჰემის“ პატრონები საგონებელში ჩააგდო. მოგეხსენებათ, მათ მტკიცედ ჰქონდათ დასახული, რომ თუ გუნდი „არსენალთან“ დიდი ანგარიშით დამარცხდებოდა, გრანტს გაუშვებდნან და ირლანდიელს მიიყვანდნენ. „ვესტ ჰემი“ „არსენალთან“ 3:0 დამარცხდა, ო’ნილმა კი განაცხადა, რომ კოლეგის გაგდებაში, პირდაპირ თუ ირიბად, მონაწილეობას არასდროს მიიღებს. „ლელოს“ მკითხველებმა იციან, რომ „ვესტ ჰემის“ დირექტორატს სათადაროგო ვარიანტად „ბლექბერნიდან“ ამასწინათ გაგდებული სემ ელერდაისი ჰყავდათ შეგულებული, მაგრამ როგორც ჩანს კოლეგიალობის გამო მანაც უკან დაიხია. თუმცა, შეიძლება, დღეს „ვესტ ჰემის“ გადარჩენა უკვე შეუძლებელ საქმედ ეჩვენებათ და ერთიცა და მეორეც იმიტომ იკავებენ თავს.

ო’ნილთან დაახლოვებულმა ადამიანმა „სანს“ უთხრა: „ასეთ პირობებში მარტინი საქმეს ხელს ვერ მოჰკიდებდა. იგი „ვესტ ჰემს“ ძალიან დიდ პატივს სცემს და სამსახურიც სჭირდება, მაგრამ ასეთი, არა“.

კოლეგის დასაცავად ხმა აიმაღლა „ვულვზის“ მწვრთნელმა მიკ მაკარტიმაც, რომელმაც განაცხადა, რომ ისე, როგორც „ვესტ ჰემი“ გრანტს, კლუბი მწვრთნელს არ უნდა ექცეოდეს. მაკარტიმ თქვა:

„ეს უსამართლობა იქნება გრანტის, ფეხბურთელების და ყველას მიმართ. მუდმივი მუქარის ქვეშ ყოფნა ნამდვილად ვერრ აამაღლებს შრომისუნარიანობას და უკეთეს შედეგს ვერ მოიტანს“.

მერედა, გრანტმა საკუთარი მწარე გამოცდილებიდან იცის, რომ სამსახურიდან გაშვების შემდეგ კლუბები პირობას არ ასრულობენ. მას მერე, რაც 2008 წლის აგვისტოში „ჩელსიდან“ გააგდეს, ებრაელ მწვრთნელს კუთვნილი თანხის მისაღებად მთელი ორი წელიწადი დასჭირდა. თუმცა დავუბრუნდეთ მიკ მაკარტის, რომელმაც თქვა, რომ რაგინდ რთულ დღეში იყოს „ვესტ ჰემი“, გრანტის შემდეგ, მაინც გამოჩნდება მწვრთნელი, რომელიც გუნდის გადარჩენას შეეცდება:

„გარწმუნებთ, როდესაც სკამი გამოჩნდება, მის დასაკავებლად რიგი აქედან აბერდინამდე დადგება. არ გეგონოთ, რომ დღევანდელი უხერხულობის გამო ხალხი მომავალშიც თავს შეიკავებს“.

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება

"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა

ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება

U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა

U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe

თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან

მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა

ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს

აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!

აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ

ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს

მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება

შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება

მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით

"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა

"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი

"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა

ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს