ჩახლართული ტრანსფერი

ორშაბათ საღამოს დარენ ბენტი „მიდლენდ ოტელში“, „სანდერლენდიდან“ „სტონ ვილაში“ გადასვლის ნებართვას ელოდებოდა. ამ მოულოდნელი ტრანსფერის ღირებულება 24 მილიონი ფუნტია. სანდერლენდელი ცნობამ ბენტისა და „ვილას“ შესახებ სანდერლენდელი გულშემატკივარი პირღია დატოვა. ვინ წარმოიდგენდა, რომ კვირას, ჩრდილო-აღმოსავლურ დერბიში „ნიუკასლისთვის“ ქულის ხელიდან ბოლოწამს გამობრდღვნის შემდეგ გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი წასვლაზე იფიქრებდა... თან მეორე დღესვე.

მეორე დღეს კი არა, იმ მომენტიდან, როდესაც ასამოამ „კაჭკაჭებს“ გოლი შეუგდო („სთედიუმ ოფ ლაითზე“ მოჭარბებული ემოციისგან, აქა-იქ ჩხუბიც კი ატყდა) სულ ორი საათი იქნებოდა გასული ბენტმა კლუბის ოფისში განთავისუფლების თხოვნა რომ მიიტანა. ცნობილი გახდა, რომ „ასტონ ვილას“ ამერიკელი მეპატრონე რენდი ლერნერი ბენტის სანაცვლოდ ბირმინგემული კლუბისთვის სარეკორდო თანხის გადახდას აპირებს. აქამდე „ვილას“ რეკორდი 12 მილიონი ფუნტი გახლდათ, რომელიც კლუბმა თავის დროზე ჯეიმს მილნერში გადაიხადა.

როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ლერნერი „ვილას“ მწვრთნელს ჟერარ ულიეს უჯერებს ყველაფერს. უფრო სწორად, სატრანსფერო პოლიტიკას მთლიანად ულიე წარმართავს ლერნერი კი ეთანხმება და აფინანსებს. ბირმინგემელებმა ახლახან „ლიონისგან“ ნახევარმცველი ჟან მაკუნი იყიდეს და ახლა ბენტს მიადგნენ, რომლის ტრანსფერსაც „სანდერლენდის“ თავმჯდომარენ ნილ ქულინმა და მწვრთნელმა სტივ ბრუსმა ბეჭედი დაასვეს. თანხა, რომელზეც მხარეებმა თავდაპირველად მოილაპარაკეს 19 მილიონი ფუნტი გახლდათ, თუმცა მთელი რიგი „წვრილმანების“ დამატებითა და გათვალისწინებით ის ზემოხსენებულ 24 მილიონამდე ავიდა.

26 წლის ბენტმა, რომელიც გასულ სეზონში მთელი ჩრდილო-აღმოსავლეთის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს (ასეთი გამოკითხვაც ტარდება), აგვისტოშიც სცადა „სანდერლენდის“ დატოვება, ოღონდ მაშინ „ასტონ ვილა“ კი არ ეპატიჟებოდა, არამედ თურქული „გალათასარაი“ და „ფენერბაჰჩე“ სთავაზობდნენ გვარიან გასამრჯელოს. მაშინ სანდერლენდელებმა თავდამსხმელი დაიყოლიეს და თურქეთში წასვლა გადაათქმევინეს, მაგრამ როგორც კი „ვილა პარკზე“ ოთხწლიანი კონტრაქტის ვარიანტი გამოჩნდა, ბენტმა უარი ვეღარ თქვა. ცნობისთვის: „ასტონ ვილაში“ დარენ ბენტი მის ახლანდელ ხელფასზე, კვირაში 35 ათას ფუნტზე ორჯერ მეტს მიიღებს.

უთავდამსხმელოდ დარჩენილი ბრუსი კი დაუყოვნებლივ დაიწყებს გამოსავლის ძიებას. „სანდერლენდის“ თავკაცს, რასაკვირველია, უკვე სიაც აქვს შედგენილი და ამ სიაში პირველ ნომრად რუსი რომან პავლიუჩენკო უწერია. პავლიუჩენკო, მოგეხსენებათ, „ტოტენჰემის“ ფეხბურთელია, „ტოტენჰემს“ კი მისი გაყიდვა არ უნდა, თავიდან რობი კინის მოშორება ურჩევნია. ერთი სიტყვით, ჰარი რედნაპი ბრუსს კინის ყიდვას ურჩევს, მითუფრო, რომ ამ ირლანდიელი ფეხბურთელის „ბირმინგემ სიტიში“ გადასვლა ჩაიშალა - მოთამაშემ მეტისმეტად დიდი ხელფასი მოითხოვა, ასე რომ, ის კვლავ „დახლზეა“. გარდა ამისა, „სანდერლენდს“ „ტოტენჰემის“ ფული მართებს - ბენტი სწორედ იქიდან ჰყავს ნაყიდი და თანხა ჯერ არ გაუსტუმრებია...

[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"პასუხს აგებთ" - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
[VIDEO] ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ დაესხა თავს უმარ ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა უკნიდან მერაბ დვალიშვილს
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს