„სანდერლენდის“ ფანი, რომელიც კვირას, ტაინის და უეარის დერბის ბოლო წუთზე მოედანზე ჩახტა და „ნიუკასლის“ მეკარე სტივ ჰარპერს ხელი ჰკრა მამამისმა ბოდიშის მოსახდელად „კაჭკაჭთა“ საწვრთნელ ბაზაზე მიიყვანა.

„სანდერლენდის“ ფანი, რომელიც კვირას, ტაინის და უეარის დერბის ბოლო წუთზე მოედანზე ჩახტა და „ნიუკასლის“ მეკარე სტივ ჰარპერს ხელი ჰკრა მამამისმა ბოდიშის მოსახდელად „კაჭკაჭთა“ საწვრთნელ ბაზაზე მიიყვანა. გაირკვა, რომ ყმაწვილს ჰქვია როს მილერი და 17 წლისა გახლავთ. მამამისს, სატვირთო მანქანების 42 წლის მძღოლ გერის შვილის „ვაჟკაცობის“ ამბის შეტყობის შემდეგ, აღშფოთებისგან ღამე არ ძინებია. ბარემ აქვე შეგახსენებთ მთავარ ამბავსაც: ჩრდილო-აღმოსავლეთის დერბიში „ნიუკასლი“ იგებდა, მაგრამ მასპინძელმა „სანდერლენდმა“ ბოლოწამს ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, რამაც სტადიონზე დიდი ემოცია გამოიწვია. ემოციას აქა-იქ ჩხუბი და ტრიბუნებიდან სკამების აძრობაც მოჰყვა, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც როს მილერი გადაირია - მოედანზე ჩახტა და ჰარპერს თავს დაესხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ „ნიუკასლის“ კაპიტანმა კევინ ნოლანმა ხულიგნის ამოცნობა და მისთვის სტადიონებზე სიარულის სამუდამოდ აღკვეთა მოითხოვა.

სანდერლენდსა და ნიუკასლს შორის სულ 17 კილომეტრია, ასე რომ გერი მილერს ვაჟის „იუნაიტედის“ საწვრთნელ ცენტში მოყვანა არ გაჭირვებია, მაგრამ სამწუხაროდ, ფეხბურთელები არ დახვდნენ - ტურის შემდეგ დასვენების დღე იყო. ერთი სიტყვით, როს მილერისა და ჰარპერის შეხვედრა არ შედგა, მაგრამ მამამ ვაჟი კლუბის ოფისში ხელმძღვანელებთან შეიყვანა და მათთვის მოახდევინა ბოდიში. გერი მილერმა ტაბლოიდების ჩასაფრებულ რეპორტიორებს უთხრა:

„ჩვენ ერთად ვიყავით სტადიონზე, მაგრამ „სანდერლენდმა“ გოლი რომ გაიტანა 50 ათასი კაცი გიჟივით წამოხტა, საყოველთაო ზეიმი მოეწყო და... ყველაფერი რომ დაწყნარდა როსი ვეღარ ვიპოვნე. გავიხედე მოედნისკენ და რას ვხედავ - იქ არის. თვალებს არ ვუჯერებდი. გამოვედევნე, მაგრამ რას ჩავასწრებდი - დაიჭირეს და გაიყვანეს“.

სტადიონიდან მილერი-უმცროსი პოლიციის განტოფილებაში წაიყვანეს და მხოლოდ საღამოს 11 საათზე გამოუშვეს, ისიც თავდებით. ამრიგად, 17 წლის საფეხბურთო ხულიგანმა გისოსებს მიღმა 5 საათი გაატარა. მამა-გერიმ კიდევ ასე თქვა:

„ადრე არანაირ კონფლიქტში არ ამოგვიყვია თავი. ბოდიშის მოხდაც თავად როსის იდეა იყო. მერწმუნეთ, ის ხულიგანი არ არის, ეს უბრალოდ სიგიჟის წუთები იყო“.

საინტერესოა, რომ მილერების ოჯახი თვით სანდერლენდიდანაც კი არ არის, ისინი სპენიმურიდან გახლავან - სანდერლენდიდან ეს 32 ათასიანი ქალაქი 27 კილომეტრშია. ხულიგანმა როსმა თქვა:

„დედაც ძალიან შეწუხდა. ვგრძნობ, რომ ჩემი საქციელით ყველა ცუდ დღეში ჩავაგდე. მე მათ ვუღალატე“.

იმ დღეს ჩრდილო-აღმოსავლეთის პოლიციამ 33 ადამიანი დაიჭირა. ტაბლოიდებს „ნიუკასლ იუნაიტედის“ მავანმა თანამშრომელმა უთხრა: „ეს ბიჭი გულწრფელად შეწუხებული ჩანდა. ამაზე მეტი მონანიება მე ვერც კი წარმომიდგენია. მისი მოსვლის შესახებ სტივსაც შეატყობინეს. მას და მთელს ჩვენს კლუბს ამ ისტორიის დასრულება სურს“.

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...