XX ტურმა დაგვანახა, რომ "ინტერმა" კრიზისი დაძლია, "მილანმა" კი, თუ ასე გააგრძელა, პირველ პოზიციას დათმობს

XX ტურმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ "ინტერმა" კრიზისი დაძლია და ოპტიმალურ ფორმაში შედის; "მილანი" ჯერ არ გავს საჩემპიონო გუნდს და თუ ასე გააგრძელა, პირველ პოზიციას მალე დათმობს; "ფიორენტინამ" სული მოითქვა და ისეთი ჯაბანი აღარ არის, როგორც სეზონის პირველ ეტაპზე; "უდინეზეს" შესანიშნავი შეტევის ხაზი ჰყავს და თუ ასე გააგრძელეს, გუნდი აუცილებლად იბრძოლებს ევროსაგზურისთვის; "პალერმო" ჯერ მზად არ არის ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად; რომაულმა გუნდებმა სამ-სამი ქულა მოიპოვეს, მაგრამ სტაბილურობამდე ბევრი უკლიათ; "იუვეს" ამბავი კი ერთი ღმერთმა უწყის - დანარჩენზე ქვემოთ ვისაუბრებთ.

ტურის სიმბოლური ნაკრები

როზატი (ლეჩე) - ისლა (უდინეზე), კანავარო (ნაპოლი), ანჯელკოვიჩი (პალერმო), მარტინესი (ბრეშა) - ნაინგოლანი (კალიარი), გარგანო (ნაპოლი), ძანეტი (ინტერი) - სანჩესი (უდინეზე), ეტოო (ინტერი), დელ პიერო (იუვენტუსი).

ის, რომ ჩემპიონატის ლიდერმა ერთ-ერთ აუტსაიდერთან თამაშში ორი ქულა დაკარგა, ამაში როზატის დიდი წვლილი მიუძღვის. "ლეჩეს" კიპერმა შესანიშნავად იასპარეზა და სრულიად დამსახურებულად მოხვდა სიმბოლურ ნაკრებში. "უდინეზემ" კიდევ ერთი წარმატებული გასვლითი პაექრობა გამართა და "ჯენოა" მისსავე მოედანზე დაამარცხა. ეს გუნდი კონტრშეტევებზე დიდებულად გამოიყურება, რაც თავდამსხმელთა დამსახურებაა.

ანტონიო დი ნატალე და ალექსის სანჩესი მაღალი სისწრაფით გამოირჩევიან და ამასთან, არც ტექნიკა დაეწუნებათ.

ამჯერად, სანჩესი მოხვდა სიმბოლურ გუნდში და თანაც, მეოთხედ მიმდინარე სეზონში. სამხრეთამერიკელის გვერდით სამუელ ეტოო და ალესანდრო დელ პიერო უნდა დავაყენოთ - პირველმა დუბლი შეასრულა "ბოლონიასთან" პაექრობაში, მეორემ კი ბრწყინვალე გოლი გაიტანა საჯარიმო დარტყმით და მთლიანობაში, "ბარისთან" პაექრობა უმაღლეს დონეზე ჩაატარა. სიმბოლურში მოხვდა ხავიერ ძანეტიც, რომელიც "ბოლონიასთან" პაექრობაში ნახევარდაცვაში ასპარეზობდა და როგორც ყოველთვის, თავი არ დაუზოგავს. ამასთან, სერია A-ში "ინტერის" მაისურით ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით რეკორდსმენ ჯუზეპე ბერგომის გაუთანაბრდა და რჩეულ ფეხბურთელთა შორის აუცილებლად უნდა მომხვდარიყო.

ტურის გმირი

თავს ვერ დავდებთ, რომ სამუელ ეტოოს გარეშე "ინტერი" "ბოლონიასთან" პაექრობაში ქულებს დაკარგავდა, მაგრამ ეს ოდნავადაც არ აფერმკრთალებს კამერუნელის შესანიშნავ ასპარეზობას. ორივე გოლი მეტად ეფექტური გამოუვიდა - ჯერ დიეგო მილიტოსთან გათამაშებული კომბინაცია დააგვირგვინა ზუსტი დარტყმით, შემდეგ კი საჯარიმოდან შეაგდო და გულშემატკივრები აღტაცებაში მოიყვანა. ამასთან, საგოლე პასი მიითვალა აქტივში და მესამე გოლშიც ლომის წილი დაიდო. მოკლედ, აფრიკელის მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან მაღალი იყო და ნამდვილად დაიმსახურა ტურის გმირის წოდება.

თავად ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ "ინტერის" შთამბეჭდავი გამარჯვება გუნდური თამაშის დამსახურებაა:

"რაც არ უნდა ძლიერი იყოს ინდივიადუალურად ფეხბურთელი, თუ გუნდური მექანიზმი მოშლილია, დადებით შედეგს ვერ მიაღწევ. ბევრი მირბენია მოედანზე, ცდა არ დამიკლია, მაგრამ არაფერი გამომსვლია. ეს მაშინ ხდება, როდესაც ტაქტიკა-სტრატეგია მთლიანად დარღვეულია. ასე რომ, "ბოლონიასთან" მოპოვებული გამარჯვება თითოეული ფეხბურთელის და რა თქმა უნდა, მთავარი მწვრთნელის დამსახურებაა. ყველაფერთან ერთად, ლეონარდომ თავდაჯერებულობა და გამარჯვებულის მენტალიტეტი დაგვიბრუნა."

ტურის მხსნელი

მიმდინარე სეზონში, ლიბორ კოზაკი სულ შვიდჯერ გამოჩნდა საფეხბურთო მოედანზე და სამჯერ გამარჯვების გოლი გაიტანა. დიახ, ჩეხი ფორვარდი "ლაციოს" უკვე არაერთხელ მოევლინა მხსნელის როლში და ასე მოხდა "სამპდორიასთან" პაექრობაშიც. თამაში ნელ ტემპში მიმდინარეობდა და არაფერი უქადდა იმას, რომ მასპინძლებს სამი ქულა მოეპოვებინათ, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე რვა წუთით ადრე თამაშში კოზაკი ჩაერთო და ყველაფერი თავდაყირა დააყენა. კრისტიან ლედესმას ჩაწოდებას ჩეხმა თავური დარტყმა მიაყოლა და უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა. გასულ ტურში, "მილანმა" და "ნაპოლიმ" ქულები დაკარგეს, რამაც რომაელთა სამ ქულას განსაკუთრებული ფასი შესძინა.

კოზაკს იშვიათად უწევს თამაში და არაერთხელ ითქვა იმის შესახებ, რომ "ლაციოს" მესვეურები მის განათხოვრებას აპირებენ. დასახელდა რამდენიმე კლუბი, მათ შორის ერთ-ერთი კი სწორედ "სამპდორია" გახლდათ. ვფიქრობთ, მორიგი გაბრწყინების შემდეგ, ჩეხის გასხვისებაზე ლაპარაკი საბოლოოდ შეწყდება. მით უმეტეს, თავად ფეხბურთელს "ლაციოში" სურს დარჩენა.

ტურის ანტიგმირი

"ჩეზენას" სულ ცოტა დააკლდა იმისთვის, რომ "რომასთვის" ქულა აერთმია, რაშიც ამ გუნდის უკანახაზელი მასიმილიანო პელეგრინია დამნაშავე. შეხვედრის 89-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც სტუმრებმა მრავალსვლიანი კომბინაცია კარში დაარტყმით დაასრულეს - ბურთი ხარიხას მოხვდა და ფაბიო სიმპილისიოს მიუვიდა, ამ უკანასკნელმა საჯარიმოში ჩააბრუნა ბურთი, პელეგრინიმ კი საკუთარ კარში ჩაჭრა და სტუმრებს მარადიულ ქალაქში სამი ქულა გაატანა. ნამატჩევს, მასიმილიანომ გულშემატკივრებს და თანაგუნდელებს მოუბოდიშა:

"მე თვითონ არ ვიცი, რა დამემართა და რატომ ჩავჭერი ბურთი საკუთარ კარში. ასეთი რამ აქამდე არასდროს დამმართია და შოკიდან ვერაფრით გამოვედი. საშინელი შეგრძნებაა, როდესაც აცნობიერებ, რომ მთელი ამდენი გარჯა ჩემ გამო წყალში ჩაიყარა. ბოდიში მინდა მოვუდახო გულშემატკივრებს და თანაგუნდელებს, ვეცდები შეცდომა მომდევნო პაექრობებში გამოვასწორო."

ტურის მოვლენა

ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ ხავიერ ძანეტი "ინტერის" მაისურით ჩატარებული შერხვედრების რაოდენობით ჯუზეპე ბერგომის გაუთანაბრდა და სულ მალე, აბსოლუტური რეკორდსმენი გახდება. აქვე ვთქვათ, რომ არგენტინელის ანგარიშზე 519 პაექრობაა, რაც მართლაც რომ ფანტასტიკური მაჩვენებელია. მით უმეტეს, კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს და ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება.

"ინტერი"-"ბოლონიას" პაექრობაში ძანეტი განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობდა. მთელი შეხვედრის განმავლობაში გულშემატკივრები მის სახელს სკანდირებდნენ და როდესაც შეცვალეს, მთელი სტადიონი ფეხზე წამოუდგა. ფეხბურთელის კომენტარი ტურის მიმოხილვისას გაგაცანით, დღეს კი ლეონარდოს მოვუსმუნოთ: "ძანეტი ნამდვილი პროფესიონალია და მისი დახასიათება სწორედ ამით უნდა დავიწყო. ამასთან, შესანიშნავი ადამიანი, რომელსაც ყოველთვის შეგიძლია აზრი დაეკითხო. გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ის ნამდვილი ლეგენდაა და "ინტერის" ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი."

ტურის ფრაზა

მაურიციო ძამპარინი (პალერმოს პრეზიდენტი): "მსაჯებზე რას ვიტყვი? - რას და ყველანი ციხეში უნდა ჩავყაროთ. ან ძალიან არაკომპეტენტურები არიან, ან კორუმპირებულები და ფულზე იყიდებიან. სხვა ახსნა უბრალოდ არ მაქვს, შეიძლება მეტრანახევრიანი ოფსაიდი ვერ დაინახო?"...

იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
"შემდეგში კარგად გავარკვევ როგორ შეუმოწმებენ ხელთათმანებს" - ილია თოფურია დაბრუნდა!
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან