მარკეტი იუვენტუსში

ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, ჯანლუიჯი ბუფონი გამოჯანმრთელდა და უკვე ორი შეხვედრაც ჩაატარა "იუვენტუსის" ძირითად შემადგენლობაში - ჯერ "კატანიასთან" იტალიის თასზე, შემდეგ კი "ბარისთან" სერია A-ს XX ტურის პაექრობაში. ჯიჯიმ საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავი და უკვე აღარავის ეპარება ეჭვი, რომ "იუვეს" სასტარტოში სწორედ ლეგენდად ქცეული კიპერი იასპარეზებს. ამან ყველაზე მეტად მარკო სტორარი აზარალა, რომელმაც სეზონის პირველი ნახევარი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა და ერთ-ერთი საუკეთესოც იყო "იუვეს" შემადგენლობაში.

"გაძეტა დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სტორარის არ სურს "იუვეს" სათადარიგოთა სკამზე ჯდომა და "ჯენოაში" გადასვლაზე უჭირავს თვალი. გენუელებმა თავად გამოთქვეს სტორარის დამატების სურვილი, რადგან მათი ძირითადი მეკარე ედუარდო მთლად დამაჯერებლად ვერ გამოიყურება. იმავე "გაძეტას" ცნობით, "იუვე" თანახმაა გაუშვას სტორარი, თუმცა მის სანაცვლოდ ოთხ მილიონ ევროს ითხოვს. ჯერჯერობით უცნობია გადაიხდიან თუ არა გენუელები ამ თანხას, მაგრამ გარიგება სავარაუდოდ შედგება. ანუ, შესაძლოა თანხა უფრო ნაკლები იყოს, მაგრამ წესით და რიგით შეთანხმებას წინ ვერაფერი უნდა დაუდგეს. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ტურინელებმა ჯიჯი ბუფონის ახალი დუბლიორის ძიება დაიწყეს და "კალიარის" სათადარიგო მეკარეს, ფედერიკო მარკეტის დაადგეს თვალი. საგულისხმოა, რომ მარკეტი 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეც ბუფონის დუბლიორი იყო და მუნდიალის ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრაში იასპარეზა. ვნახოთ, უახლოეს დღეებში ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"