ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დამცირებული დინარა, იმედგაცრუებული ანა

დამცირებული დინარა, იმედგაცრუებული ანა

ავსტრალიის ღია პირველობა: მატჩის აღწერა, რომელიც პირველი წრის ერთ-ერთი მშვენება უნდა გამხდარიყო, არ ღირს - 6:0, 6:0

ავსტრალიის ღია პირველობის წილისყრის შემდეგ მამაკაცთა და ქალთა ბადეში ორი თამაში გამოარჩიეს. ეს იყო ლეიტონ ჰიუიტისა და დავიდ ნალბადიანის, აგრეთვე კიმ კლაისტერსისა და დინარა საფინას დაპირისპირება. ორივე დუელი გუშინ როდ ლეივერის სახელობის ცენტრალურ კორტზე შედგა და მაყურებელმა ორი სრულიად განსხვავებული სცენარის შეხვედრა იხილა.

საფინამ ავსტრალიის ღიაზე განთესვის ნომერი ვერ მიიღო. რუსმა შარშანდელი სეზონი ძალიან ცუდად ჩაატარა, თანაც ზურგის ტრავმა აწუხებდა. მართალია, დაზიანება მოირჩინა, მაგრამ მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ძველებურად აგრესიულად და რისკიანად ვეღარ თამაშობს. მალე დინარა WTA-ის კლასიფიკაციის ასეულის მიღმა აღმოჩნდება. თითქოს ეს უბედურება არ კმაროდა და პირველ წრეში რუსს მეტოქედ კლაისტერსი ერგო.

მატჩი, რომელიც პირველი წრის ერთ-ერთი მშვენება უნდა გამხდარიყო, საფინას დამცირებით დასრულდა. სხვა სიტყვა არ შეესაბამება იმ სიტუაციას, რომელიც გუშინ კორტზე ვიხილეთ. თამაშის მიმდინარეობის აღწერა არ ღირს - ანგარიშიც ნათლად მეტყველებს ყველაფერზე - 6:0, 6:0. კლაისტერსს 44 წუთი დასჭირდა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად.

"მე რომ მცოდნოდა რაში იყო საქმე, სხვანაირად ვითამაშებდი, - განაცხადა მატჩის შემდეგ საფინამ. - მაგრამ არ ვიცოდი. ვერ ვხვდებოდი, როგორ მომეგო ქულა. გეიმებს შორის პაუზებისას ვიჯექი და ვფიქრობდი: "რა უნდა ვიღონო მის წინააღმდეგ?" მაგრამ ამ კითხვაზე პასუხს ვერ ვპოულობდი. მრცხვენია ასეთი ანგარიშის გამო."

გადავიდეთ დღის მეორე ცენტრალურ შეხვედრაზე, რომელმაც ნამდვილი თრილერი აჩუქა მაყურებელს. ადგილობრივი პუბლიკისთვის საუბედუროდ, 4 საათი და 47 წუთი ბრძოლის შემდეგ ჰიუიტმა პრაქტიკულად მოგებული მატჩი დაუთმო არგენტინელ ჩოგბურთელს.

ამ მატჩში ყველაფერი იყო. რასაც კი ყველაზე მომთხოვნი მაყურებელი ინატრებდა - ფანტასტიკური ატმოსფერო, ბრძოლა, ლამაზი გათამაშებები და ანგარიშის უცნაური და მოულოდნელი ცვლილებები. ორივე ჩოგბურთელი დაახლოებით ერთნაირ სტილში თამაშობს - უკანა ხაზზე დარჩენას ამჯობინებს. ასე რომ, გათამაშებების დიდი ნაწილი კომბინაციური იყო, თუმცა ბადესთან გასვლებიც და ლამაზი შეტევებიც მრავლად ვიხილეთ. ლეიტონის მხარეს მაყურებელთა ფანტასტიკური მხარდაჭერა იყო, მაგრამ ნალბანდიანი გამოცდილი მებრძოლია და "ხმაურს" მისთვის ხელი არ შეუშლია.

პირველ ორ სეტში ჩოგბურთელებმა თითო ბრეიკი აიღეს. ავსტრალიელმა პირველი პარტია მოიგო, ნალბანდიანმა - მეორე. ნამდვილი დრამა მესამე სეტიდან დაიწყო. მეორე პარტიის აღების შემდეგ სამხრეთამერიკელმა ინერციით მესამე სეტის პირველივე გეიმში ისევ მოიგო მეტოქის მოწოდება, თავისი გეიმიც დაუმატა და 2:0 დაწინაურდა. ამას მოჰყვა ჰიუიტის ბრწყინვალე სპურტი - მასპინძელმა ზედიზედ ხუთი გეიმი აიღო და სეტი გამარჯვებამდე მიიყვანა.

ახლა უკვე ჰიუიტმა იგდო ხელთ ინიციატივა და ის დაწინაურდა ბრეიკით მეოთხე სეტში. ავსტრალიელი ვალდებული იყო ამ პარტიაში დაესრულებინა მატჩი თავის სასარგებლოდ - მან უამრავი ბრეიკ-პოინტი გაფლანგა. 3:1-ზე ნალბანდიანის მოწოდებისას 40:0 დაწინაურდა, შემდეგ კიდევ ერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ იმ მომენტისთვის ჰიუიტი 23 ბრეიკ-პოინტს ითვლილა, ნალბანდიანი კი - მხოლოდ სამს. განსხვავება ის იყო, რომ მასპინძელმა ამ შანსების გამოყენების ძალიან დაბალი პროცენტი აჩვენა, არგენტინელს კი ასპროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა. 5:4-ზე ჰიუიტი მატჩზე აწვდიდა და ისევ შეიცვალა ბრძოლის სურათი - ნალბანდიანმა სეტი გადაარჩინა, საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა და იქ 7:1 გაანადგურა ლეიტონი.

დაინიშნა გადამწყვეტი სეტი და მისი სტარტიც წინა პარტიების ანალოგიური აღმოჩნდა - დაწინაურდა ის ჩოგბურთელი, რომელმაც წინა სეტის დასასრული უკეთ ჩაატარა.

არგენტინელი 3:1-ს და 4:2-ს იგებდა და 5:4-ზე უკვე ის აწვდიდა მატჩზე. ჰიუიტი არ ჩამორჩა მეტოქეს და ახლა მან გადაარჩინა სეტი - 5:5. მე-11 გეიმში ლეიტონმა ორი ბრეიკ-პოინტი მოიგერია და თავისი გეიმი აიღო - 6:5. მატჩმა კულმინაციას მე-12 გეიმში მიაღწია.

ნალბანდიანმა 40:15 წაიყვანა ანგარიში, მაგრამ მოდუნდა, ზედიზედ სამი გათამაშება წააგო და ჰიუიტს პირველი მატჩბოლი აჩუქა. ავსტრალიელმა საჩუქარი არ მიიღო. ცოტა ხანში მასპინძელს მეორე მატჩბოლი მისცეს და ისევ გადამწყვეტ მომენტში არგენტინელს ნერვებმა არ უმტყუნა - 6:6.

ბოლო სეტში ტაი-ბრეიკი არ თამაშდება და სეტი ორი გეიმის მოგებამდე გაგრძელდა. აშკარად ჩანდა, რომ ინციატივა და ფსიქოლოგიური უპირატესობა არგენტინელის მხარეს იყო. უფრო მეტი ბრძოლა ჰიუიტის გეიმებში მიდიოდა და მე-15 გეიმში, 0:40-ზე დავიდმა შანსი ხელიდან აღარ გაუშვა, შემდეგ კი მატჩზე წარმატებით ჩააწოდა - 9:7. ნალბანდიანმა 12-დან 6 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ჰიუიტმა - 30-დან 7.

"ძალიან დავიღალე. ეს არანორმალურად რთული მატჩი იყო. მეექვსედ ვხვდებოდით ერთმანეთს და ყოველთვის მძიმე ბრძოლები გვქონდა. მას ჰქონდა დღეს მოგების შანსი, მაგრამ მე კარგად ვითამაშე მეტოქის მატჩბოლებზე. მოწოდების შემდეგ ბადესთან გავდიოდი, რაც არ მახასიათებს. შეიძლებოდა ეს მატჩი წამეგო, რადგან ჰიუიტიც იმსახურებდა გამარჯვებას", - განაცხადა ნალბანდიანმა, რომელსაც მეორე წრეში ლიტველ რიჩარდას ბერანკისთან მოუწევს შეხვედრა.

გუშინ ერთი სენსაციაც მოხდა. საფინასი არ იყოს, ვერაფრით უბრუნდება ძველ დონეს ანა ივანოვიჩი. ყოველი დიდი ტურნირის წინ ტურის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ჩოგბურთელი ძველი თამაშის დაბრუნებასა და წარმატებას გვპირდება. ამჯერადაც, ივანოვიჩმა ხმამაღლა განაცხადა, რომ პრობლემები წარსულს ჩაბარდა და ამ სეზონში "დიდი სლემის" ტურნირის მოგება აქვს დაგეგმილი.

პირველ წრეში მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს რუსი ეკატერინა მაკაროვა ერგო მეტოქედ. აქამდე ისინი ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს და ივანოვიჩმა უპრობლემოდ - 6:3, 6:2 დაამარცხა მაკაროვა. ეს შარშან აშშ-ის ღია პირველობაზე მოხდა. სერბს გუშინაც ასევე იოლად მოგების იმედი ჰქონდა. მაკაროვა ავსტრალიის ღიამდე ოთხი ტურნირის პირველ წრეში დამარცხდა, თუმცა წელს სიდნეიში დიდი ბრძოლა გაუმართა ბელარუს ვიქტორია აზარენკას. რა თქმა უნდა, ბუკმეიკერები ივანოვიჩს ანიჭებდნენ უპირატესობას.

პირველი სეტის დასაწყისი ამართლებდა პროგნოზებს. მაკაროვა ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა, რამაც ანას იოლად მოაგებინა პარტია - 6:3. თამაშის სურათი არც მეორე სეტის სტარტზე შეცვლილა, მაგრამ შემდეგ სერბს ჩავარდნა დაეწყო, რითაც მაშინვე ისარგებლა რუსმა და დაკარგული ბრეიკი დაიბრუნა, ბოლოს კიდევ ერთხელ იმარჯვა მეტოქის მოწოდებაზე.

გადამწყვეტ პარტიაში ივანოვიჩი გონს მოეგო და ისევ მოიპოვა უპირატესობა, მაგრამ, როგორც კი მაკაროვამ საპასუხო ბრეიკი გააკეთა, თამაში მთლიანად მისი კარნახით გაგრძელდა. მე-10 გეიმში რუსმა სამმაგი მატჩბოლი მიიღო, მაგრამ ივანოვიჩმა არნახული სიმტკიცე გამოავლინა. მაკაროვა აგრძელებდა ზეწოლას, თუმცა მატჩის დასრულებას ვერ ახერხებდა. მან კიდევ ორი მატჩბოლი გაანიავა და მხოლოდ მე-18 გეიმში, მეექვსე ცდიდან დაასრულა შეხვედრა თავის სასარგებლოდ - 3:6, 6:4, 10:8.

მეორე სათამაშო დღეს სხვა საინტერესო არაფერი მომხდარა. ქალებშიც და მამაკაცებშიც ფავორიტებმა იოლად გაიკვლიეს გზა შემდეგი ეტაპისკენ. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა ბრაზილიელ მარკოს დანიელთან პირველ სეტში მხოლოდ ოთხი (!) გათამაშება წააგო. საერთო ჯამში ესპანელმა ზედიზედ 11 გეიმი აიღო და მისმა მოწინააღმდეგემ 6:0, 5:0-ზე შეწყვიტა თამაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ასევე არ დასრულდა ენდი მიურეის მატჩი კარლოს ბეკთან. ბრიტანელმა ორი სეტის მოგება მოასწრო და მესამეში ბრეიკით დაწინაურდა. სწორედ ამ დროს სლოვაკმა მხარის ტრავმა მოიმიზეზა და მეტოქეს გამარჯვება მოულოცა.

შვედმა რობინ სიოდერლინგმა არ გაიმეორა შარშანდელი შეცდომები და ამჯერად წარმატებით გაიარა პირველი ბარიერი. მან სამ სეტში მხოლოდ რვა გეიმი დაუთმო იტალიელ პოტიტო სტარაჩეს.

გუშინ, მამაკაცებს შორის ერთადერთი განთესილი გავარდა - ლატვიელი ერნესტ გულბისი გერმანელ ბენჯამინ ბეკერთან დამარცხდა. მისი ბედი შეიძლება გაეზიარებინათ კვიპროსელ მარკო ბაღდატისსა და ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას, რომლებმაც ხუთსეტიანი მატჩები მოუგეს სლოვენიელ გრეგა ჟემლიასა და გერმანელ ფილიპ პეტცშნერს. ცონგამ საერთოდ 0:2-დან შეძლო მატჩის ბედის შემობრუნება.

გუშინდელი მატჩების შემდეგ მივიღეთ ახალი საინტერესო წყვილი - მეორე წრეში ბაღდატისი ხუან მარტინ დელ პოტროს შეხვდება. არგენტინელმა გუშინ საათზე მეტი მოანდომა პირველ სეტში დუდი სელას ძლევას - 7:6(15:13), შემდეგ კი უფრო იოლად წავიდა საქმე და აშშ-ის ყოფილმა ჩემპიონმა სამ სეტში გაიმარჯვა.

I წრე

კაცები

რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-მარკოს დანიელი (ბრა) 6:0, 5:0 უარი; რაიან სვიტინგი (აშშ)-დანიელ ხიმენო-ტრავერი (ესპ) 6:4, 6:4, 6:1; ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა)-ჟერემი შარდი (საფ) 6:3, 6:2, 7:6(5); ფელისიანო ლოპესი (ესპ, 31)-ალეხანდრო ფალა (კოლ) 6:3, 7:6(6), 6:3; ჯონ ისნერი (აშშ, 20)-ფლორან სერა (საფ) 6:3, 7:6(8), 6:3; რადეკ შტეპანეკი (ჩეხ)-დენის გრემელმაირი (გერ) 6:3, 6:2, 6:3; სანტიაგო ხირალდო (კოლ)-რუი მაშადო (პორ) 6:4, 6:3, 5:7, 6:1; მარინ ჩილიჩი (ხორ, 15)-დონალდ იანგი (აშშ) 6:3, 6:2, 6:1; მიხაილ იუჟნი (რუს, 10)-მარსელ ილჰანი (თურ) 6:2, 6:3, 7:6(5); ბლაჟ კავჩიჩი (სლოვენ)-კევინ ანდერსონი (ს. აფრ) 2:6, 6:4, 7:6(4), 7:6(5); მილოშ რაონიჩი (კან)-ბიორნ ფაუ (გერ) 7:6(3), 6:3, 7:6(8); მიკაელ ლოდრა (საფ, 22)-ხუან იგნასიო ჩელა (არგ) 6:3, 3:6, 6:2, 6:4; დავიდ ნალბანდიანი (არგ, 27)-ლეიტონ ჰიუიტი (ავსტრა) 3:6, 6:4, 3:6, 7:6(1), 9:7; რიჩარდ ბერანკისი (ლიტ)-მარინკო მატოშევიჩი (ავსტრა) 6:4, 6:2, 7:5; მაიკლ რასელი (აშშ)-მეტიუ ებდენი (ავსტრა) 6:3, 6:2, 5:7, 7:6(9); დავიდ ფერერი (ესპ, 7)-იარკო ნიემინენი (ფინ) 6:4, 6:3, 1:6, 6:2; რობინ სიოდერლინგი (შვედ, 4)-პოტიტო სტარაჩე (იტა) 6:4, 6:2, 6:2; ჟილ მიულერი (ლუქ)-სიმონ სტადლერი (გერ) 6:3, 7:6(5), 6:4; იან ჰერნიხი (ჩეხ)-დენის ისტომინი (უზბ) 6:3, 6:4, 3:6, 6:2; ტომაშ ბელუჩი (ბრა, 30)-რიკარდო მელო (ბრა) 7:5, 7:5, 4:6, 3:6, 6:3; ბენჯამინ ბეკერი (გერ)-ერნესტ გულბისი (ლატ, 24) 7:6(5), 6:2, 6:4; ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ)-მიხაილ კუკუშკინი (ყაზ) 6:3, 6:2, 6:4; ანდრეას სეპი (იტა)-არნო კლემანი (საფ) 3:6, 2:6, 7:5, 6:3, 6:2; ჟო ვილფრიდ ცონგა (საფ, 13)-ფილიპ პეტცშნერი (გერ) 4:6, 2:6, 6:2, 6:3, 6:4; იურგენ მელცერი (ავსტრია, 11)-ვენსან მილიო (საფ) 6:2, 6:4, 6:2; პერე რიბა (ესპ)-კარსტენ ბოლი (ავსტრა) 1:6, 7:6(5), 6:2, 2:6, 6:4; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ)-დუდი სელა (ისრ) 7:6 (13), 6:4, 6:4; მარკოს ბაღდატისი (კვიპ, 21)-გრეგა ჟემლია (სლოვენ) 3:6, 7:5, 6:1, 4:6, 6:2; გილერმო გარსია-ლოპესი (ესპ, 32)-მიხაელ ბერერი (გერ) 6:4, 6:4, 3:6, 6:3; ედუარდო შვანკი (არგ)-ლეონარდო მაიერი (არგ) 6:2, 6:0, 6:4; ილია მარჩენკო (უკრ)-რუბენ რამირეს იდალგო (ესპ) 6:3, 6:4, 6:1; ენდი მიურეი (ბრიტ, 5)-კაროლ ბეკი (სლოვაკ) 6:3, 6:1, 4:2 უარი.

ქალები

ელენა იანკოვიჩი (სერ, 7)-ალა კუდრიავცევა (რუს) 6:0, 7:6(5); შუაი პენგი (ჩინ)-კატერინა ბონდარენკო (უკრ) 2:6, 6:3, 8:6; კაროლინ გარსია (საფ)-ვარვარა ლეპჩენკო (აშშ) 7:5, 4:6, 6:3; აიუმი მორიტა (იაპ)-ალექსანდრა დულგერუ (რუმ, 27) 6:4, 6:4; ალისა კლეიბანოვა (რუს, 24)-ირინა ფალკონი (აშშ) 6:1, 6:0; სიმონა ჰალეპი (რუმ)-ენ კრემერი (ლუქ) 6:3, 3:6, 6:2; პეტრა მარტიჩი (ხორ)-სოფი ფერგიუსონი (ავსტრა) 7:6(6), 0:6, 6:3; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 12)-კიმიკო დატე (იაპ) 6:4, 4:6, 7:5; ნადია პეტროვა (რუს, 13)-ქსენია პერვაკი (რუს) 6:2, 6:1; ალისია მოლიკი (ავსტრა)-რობერტა ვინჩი (იტა) 1:6, 6:3, 8:6; ლესია ცურენკო (უკრ)-პატი შნიდერი (შვეიც) 6:2, 6:3; ეკატერნა მაკაროვა (რუს)-ანა ივანოვიჩი (სერ, 19) 3:6, 6:4, 10:8; მარია ხოსე მარტინეს სანჩესი (ესპ, 26)-გრეტა არნი (უნგ) 6:3, 4:6, 6:2; ალიზ კორნე (საფ)-კოკო ვანდევეგე (აშშ) 6:2, 6:1; კარლა სუარეს ნავარო (ესპ)-კრისტინა მაკჰეილი (აშშ) 4:6, 6:3, 6:4; კიმ კლაისტერსი (ბელ, 3)-დინარა საფინა (რუს) 6:0, 6:0; სამანტა სტოსური (ავსტრა, 5)-ლორენ დევისი (აშშ) 6:1, 6:1; ვერა დუშევინა (რუს)-მარია ელენა კამერინი (იტა) 6:3, 3:6, 6:1; ანა ჩაკვეტაძე (რუს)-ოლგა გოვორცოვა (ბლრ) 6:3, 6:4; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 25)-სალი პეერსი (ავსტრა) 6:2, 6:4; ფლავია პენეტა (იტა, 22)-ანასტასია როდიონოვა (ავსტრა) 6:2, 6:1; ლურდეს დომინგეს ლინო (ესპ)-იოჰანა ლარსონი (შვედ) 6:2, 6:1; სორანა კირსტეა (რუმ)-მირიანა ლუჩიჩი (ხორ) 6:4, 6:2; შაარ პეერი (ისრ, 10)-მატილდ იოჰანსონი (საფ) 6:1, 6:1; ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 16)-კირსტენ ფლიპკენსი (ბელ) 6:4, 7:6(4); კრისტინა ბაროისი (გერ)-აკგულ ამანმურადოვა (უზბ) 6:4, 6:2; ივეტა ბენეშოვა (ჩეხ)-ანაბელ მედინა გარიგესი (ესპ) 6:0, 6:1; მარია კირილენკო (რუს, 18)-რომინა ოპრანდი (იტა) 6:3, 5:7, 8:6; ლუსი საფაროვა (ჩეხ, 31)-შუაი ჟანგი (ჩინ) 7:5, 4:6, 6:1; კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ)-მელანი ოუდინი (აშშ) 6:1, 3:6, 6:1; ბოიანა იოვანოვსკი (სერ)-კაი ჩენ ჩანგი (ტაივ) 7:5, 6:1; ვერა ზვონარევა (რუს, 2)-სიბილ ბამერი (ავსტრია) 6:2, 6:1.

[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო

თრილერი ცინცინატიზე - საბალენკამ რადუკანუ დაამარცხა

ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა