როგორ ვერ ვითამაშე ლიგის ფინალში
ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალში "იუვენტუსთან" შინ მატჩი ნამდვილი გამოცდა გახდა. ვერ ვაჩვენეთ კარგი თამაში. კონტემ გახსნა ანგარიში და მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა სტუმრად, რაიან გიგზმა კი ბოლო წუთზე გაათანაბრა და გამოგვიყვანა ურთულესი მდგომარეობიდან.

ამ საშინაო მატჩის წინ მწვრთნელმა მოულოდნელად გადაწყვიტა გუნდის ღამით სასტუმრო "მოტრემ ჰილში" დატოვება, არადა, მოთამაშეთა უმრავლესობა სასტუმროდან ხუთი წუთის მანძილზე ცხოვრობდა. წვრილმანი იყო, მაგრამ ეს ახასიათებდა მწვრთნელს. მატჩის შემდეგ ისევ სასტუმროში დავბრუნდით და შეკრება მოვაწყვეთ. ბევრი უსიამოვნო ფრაზა გაისმა. ბექჰემსა და გიგზს სერიოზული კრიტიკა შეხვდათ იმის გამო, რომ უბურთოდ საჭირო ოდენობის სამუშაო არ შეასრულეს. შემდეგ ჩემი ჯერი დადგა. სამართლიანად გავაკრიტიკე დენის ირვინი შეცდომისთვის, რომელიც მეტოქის გოლს უძღოდა წინ. დენისმა მიპასუხა. მწვრთნელმა ბოდიშის მოხდა შემომთავაზა. მე ჩემს აზრზე ვრჩებოდი. თუ თამაშის გასარჩევად შევიკრიბეთ, მოდით, ბოლომდე გავაკეთოთ ეს.

"ბოდიში მოუხადე".

"არა".

ატმოსფერო გარკვეული დროით დაიძაბა. უარს ვამბობდი ბოდიშის მოხდაზე. შემდეგ დასაძინებლად წავედით. მე და დენისი, როგორც ყოველთვის, ერთ ნომერს ვიყოფდით. უპრობლემოდ გავაგრძელეთ ურთიერთობა. ბოდიში არ მომიხდია და ერთად ვიცინოდით იმაზე, რაც მოხდა.

ოთხი დღის შემდეგ "არსენალს" ვხვდებოდით "ვილა პარკზე". ეს იყო ხასიათებისა და საფეხბურთო სკოლების ბრძოლა. არც ერთ გუნდს არ სურდა დათმობა და მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა. გადათამაშება, რომელიც მომდევნო ოთხშაბათს გაიმართა, ყველას დაამახსოვრდა გამარჯვების დაუჯერებელი გოლით რაიან გიგზის შესრულებით. ჩვენ ვთამაშობდით "არსენალთან", ინგლისის მოქმედ ჩემპიონთან, რომელმაც "ჰაიბერიზე" 3:0 გაგვანადგურა და 1:1 ითამაშა "ოლდ ტრაფორდზე". ჩვენთვის მათი დამარცხება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს თვითმიზანი გახდა "იუნაიტედისთვის". უნდა გაგვეგო, რამდენად ძლიერები ვიყავით.

რაიან გიგზის გოლი მართლაც საოცრებას ჰგავდა. ეს მომენტი უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენთვის იმ სეზონში. "არსენალზე" 10 კაცით (მოედნიდან გამაძევეს მეორე ყვითელი ბარათის გამო) გამარჯვებამ ყველას დაუმტკიცა, რომ ნამდვილი გუნდი ვიყავით, რომელსაც ჰქონდა იშვიათი უნარი - მოეძებნა საკუთარ თავში ძალა და მიეღწია სასურველი შედეგისთვის იმ დროს, როცა საჭირო იყო. ხანდახან თვით "მანჩესტერ იუნაიტედსაც" სჭირდებოდა საკუთარი თვისებების დადასტურება, ასეთი გამარჯვებები კი სწორედ ამგვარი მტკიცებულებები იყო.

ერთი კვირის შემდეგ ტურინში ისევ გველოდა ჩვენი შესაძლებლობების მძიმე გამოცდა. "იუვენტუსს" უგოლო ფრე ჰყოფნიდა. ვიცოდით რა იტალიელების მენტალიტეტი, გვესმოდა, რომ ისინი, დიდი ალბათობით, დაცვაში ჩაიკეტებოდნენ და შეტევის შესაძლებლობას მოგვცემდნენ. უკვე ექვსი წუთის შემდეგ ჩვენი ვარაუდის დავიწყება მოგვიწია. ინძაგი უმეთვალყურეოდ დარჩა შორეულ ძელთან და იოლად გაიტანა. ოთხი წუთის შემდეგ მან განავრცო უპირატესობა. ნებისმიერს, ვინც თეთრი დროშის გამოფენას გადაწყვეტდა, ამისთვის შესანიშნავი შესაძლებლობა ჰქონდა.

ხოლო მას, ვისაც სურდა იმის დამტკიცება, რომ ღირსია "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშის, ასევე ეძლეოდა შანსი. სწორედ ასეთ წუთებში ფეხბურთი (და სპორტის ნებისმიერი სახეობა) ინტელექტთა ბრძოლაში გადაიზრდება ხოლმე. რამდენად ძლიერები ვართ ინტელექტუალურად? რამდენად ძლიერია "იუვენტუსი" ამ მხრივ?

რა თქმა უნდა, გაშვებული გოლები ცუდი ამბავი იყო. კარგი ამბავი კი ის იყო, რომ წინ კიდევ 80 წუთი გვქონდა. ორი ბურთით ჩამოვრჩებოდით ორი მატჩის ჯამში. მაგრამ თუ ანგარიშს გავათანაბრებთ, გავალთ ფინალში სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით.

როცა ინძაგის მეორე გოლის შემდეგ ცენტრიდან დავიწყეთ თამაში, გონებაში გავიაზრე. ნებისმიერმა იდიოტმა შეიძლება დაიწყოს მეტოქის ფეხებში ჩახტომა ბურთის ასართმევად და შტურმი მოაწყოს სწრაფი გოლის გასატანად. მაგრამ ეს არ გაამართლებს ისეთი გუნდების წინააღმდეგ, როგორიც "იუვენტუსია". ჩვენი გუნდის ცქერისას, იოლი იყო დამაჯერებლობის დადებითი მუხტის მიღება იმის წყალობით, რომ ბევრ ჩვენს ფეხბურთელს შეეძლო გოლის გატანა. იორკი, კოული, ბექჰემი - ნებისმიერს ეხერხება მეტოქის კარის აღება (სქოულზსაც შეეძლო იმავეს გაკეთება).

სწორედ ეს გვჭირდებოდა იტალიელებისთვის საჩვენებლად - ვინ ვინ იყო ამ მატჩში. ამიტომაც საჭირო იყო ბურთის ართმევა, უფრო მაღალი ტემპით მოქმედება და თამაშის მსვლელობის შეცვლა. ნაბიჯ-ნაბიჯ შევძელით სიტუაციის გამოსწორება. ორი გოლის გატანის შემდეგ "იუვენტუსი" დამშვიდდა. საშუალება მოგვცეს, თამაშის ცვალებადი ტემპი მოგვეხვია მათთვის. როცა ტემპი გავზარდეთ, მათ ამაზე რეაგირება არ ჰქონიათ. ვგრძნობდი, რომ ისინი თვითდაჯერებულობისა და თვითდამშვიდების ხაფანგში მოექცნენ. დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ ისინი კმაყოფილები იქნებოდნენ მოპოვებულის შენარჩუნებით და არ ეცდებოდნენ კიდევ ერთი გოლის გატანას, რომელიც მატჩის ბედს გადაწყვეტდა. ინიციატივას სრულად ვფლობდით. ეყოფათ მათ ძალები და შესაძლებლობა, შეაჩერონ "მანჩესტერ იუნაიტედი"?

პირველ ტაიმში მოვლენათა განვითარებასთან ერთად, სულ უფრო მეტად იყო შესამჩნევი ჩვენი დომინირება ღია თამაშში. სიამოვნებას ვიღებდი იმისგან, რაც მოედანზე ხდებოდა. შესვენებამდე გოლი გვჭირდებოდა. ბექჰემი მარცხნივ კუთხურის ჩამოსაწოდებლად წავიდა. მე უკვე დავიწყე მოძრაობა ახლო ძელისკენ. ეს მცირე ავანტიურა იყო - კუთხურიდან ჩაწოდებულის შემდეგ თავით გოლი "როკმაუნტში" გამოსვლის შემდეგ არ გამიტანია. იღბალი და წარმატებაა საჭიროა, რომ საჯარიმოში შესვლის დრო გამოთვალო. სწორედ ეს გავაკეთე. ბექჰემის ჩაწოდება იდეალური გამოვიდა. უბრალოდ, თვალი გავაყოლე ბურთს, რომელიც ბადეში შევარდა.

თანაფარდობა მატჩში დაირღვა. მათ ჩვენი ეშინოდათ. ჩვენი კი აღმაფრენას ვგრძნობდით, მეთოდურად ტემპს ვკრეფდით. ზედ შესვენების წინ, იესპერ ბლუმკვისტის მიერ დაკარგული ბურთის დაწევა ვცადე, მაგრამ ზიდანმა დამასწრო. უკვე გვიანი იყო - უნებლიეთ დავეჯახე და მინდორზე დავეცით. ყვითელმა ბარათმა გზა გადამიკეტა ფინალისკენ, მაგრამ იმდენად ვიყავი თამაშში ჩართული, რომ დავიწყებული მქონდა ამ გაფრთხილების მოსალოდნელი შედეგი. ისევე, როგორც "არსენალთან" მატჩში, აქაც გამარჯვება თვითმიზანი გახდა. ჯერ კიდევ არ ვიყავით ფინალში. თუ ჩვენ აქ სასურველ შედეგს არ მივიღებდით, ფინალზე ლაპარაკიც არ შეიძლებოდა.

ისინი ორ ნაბიჯში იყვნენ იმისგან, რომ გამარჯვება გაეშვათ ხელიდან - ჩვენ ამას მათ თვალებში ვხედავდით და ეს წინ წასვლას გვაიძულებდა. იორკი და კოული მათ ოთხ მცველს აწუხებდნენ. დუაიტისა და ენდის სისწრაფე და მოხერხებულობა ყველაზე კარგად სწორედ აქ გამოჩნდა. იორკის მიერ გატანილი გოლი ენდის გადაცემით იყო ორგანიზებული. 2:2-ზე ჩვენ გავდიოდით ფინალში. მეტოქე უკვე მორჯულებული იყო. ზიდანმა, დეშამმა და დავიდსმა ხელიდან გაუშვეს შანსი. დავიდსთან ბრძოლაში ჩავები, რომელშიც შანსები თანაბარი იყო და იოლად ავართვი ბურთი.

როცა კოულმა ჩვენი მესამე გოლი გაიტანა, გავაცნობიერე, რომ ფინალს გამოვტოვებდი, მაგრამ ეს მაშინ არ მაღელვებდა (მოგვიანებით, სხვანაირად იქნება). ამაყი ვიყავი ჩემი გუნდის გამო იმ საღამოს, ამაყი საკუთარი თავის გამო.

და კმაყოფილი იმით, რომ გავამართლე ჩემი არსებობა გუნდში და გავამართლე მწვრთნელის ნდობა, რითაც ვალი დავუბრუნე მას. მიმაჩნდა, რომ "მანჩესტერ იუნატედი" იმსახურებდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშს. ვგრძნობდი, რომ ამას უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე ჩემს თამაშს გადამწყვეტ მატჩში.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
კიდევ დიდი ხნით ლონდონში - "არსენალი" არტეტას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
"თუ მომდევნო კვირას "სიტი" "ლივერპულთან" დამარცხდება, გვარდიოლას გუნდისთვის ყველაფერი დასრულდება" - როი კინი
"მისი ხასიათიდან გამომდინარე, საუკეთესო კანდიდატი მგონია" - როი კინმა "იუნაიტედს" მწვრთნელი ურჩია
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
"თუ ასე გააგრძელებს, "რეალში" კი არა, "ტრენმერ როვერსში" აღმოჩნდება" - კინმა არნოლდი გააკრიტიკა
"მას გაუმართლა" - როი კინმა მაიკლ კერიკზე ისაუბრა
"პირლოსთან, ნესტასთან და მალდინისთან მითამაშია, მაგრამ მას ვერავინ შეედრება" - დევიდ ბექჰემმა საუკეთესო კაპიტანი დაასახელა
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს" - "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი "კვარაზე"
"პროფესიონალები ასე არ იქცევიან" - კინმა ალვარესი გააკრიტიკა
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს