როგორ მოიგეს იბრას "ვიკინგებმა" ევროპის ჩემპიონატი
* შვედეთის ნაკრები ისტორიაში პირველად გახდა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული.

* შვედეთის ნაკრების გმირი მეკარე პატრიკ კარლგრენია, რომელმაც რიკარდო ეშგაიოს და ვილიამ კარვალიოს პენალტები მოიგერია.

* ორივე ნაკრები თითოჯერ იყო აქამდე ფინალში, 90-იან წლებში და ორივე იტალიასთან დამარცხდა.

* ფინალში პენალტების სერია 2002 წლის მერე პირველად დაინიშნა, როცა ჩეხეთმა აჯობა საფრანგეთს. მაშინ ფინალის გმირი პეტრ ჩეხი გახდა.

პორტუგალიელთა მთავარმა ვარსკვლავმა ვილიამ კარვალიომ უკანასკნელი პენალტი გააცუდა და "ზლატანის შვედმა ვიკინგებმა" ისტორიაში პირველად მოიგეს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი. პრაღაში ძირითადი და დამატებითი ტაიმები უგოლოდ ჩამთავრდა, პენალტების სერიაში კი შვედებმა ერთხელ წაიფორხილეს, პორტუგალიელებმა კი - ორჯერ (4:3).

"ჩემი შვედი ვიკინგები" - ასე მოესიყვარულა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი შვედი ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ახალგაზრდულ ნაკრებს, მას მერე, რაც გუნდმა ნახევარფინალისა და შესაბამისად, ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა. ამით ზლატანს რიოში თამაშის შანსი მიეცა, თუმცა პსჟ-ის ფორვარდიც კი ვერ წარმოიდგენდა, რომ ამ უდიდეს მიღწევაზე გაჩერებას გუნდი არ აპირებდა.

ფინალის წინ ცხადი გახდა, რომ შვედეთი, ფაქტობრივად, შინ თამაშობდა - ასეულობით სკანდინავიელს კიდევ ათასამდე დაემატა და პრაღის ტრიბუნებზე ჰოკან ერიქსონის გუნდს მხარდაჭერა გარანტირებული ჰქონდა.

ამას არ შეუშინდა ფავორიტი პორტუგალია და მეტოქეს თავიდანვე ეკვეთა, მაგრამ გერმანიასავით მისი მოშთობა ვერ შეძლო. პირველ წუთებში რუი ჟორჟეს ბიჭები აქტიურობდნენ, ბურთი ხარიხასაც გაარტყეს, მაგრამ თანდათან თამაში დაწყნარდა. მეორე ტაიმში კი უკვე ტაქტიკური ბრძოლა გაიმართა ორ აბსოლუტურად სხვადასხვა სტილის გუნდს შორის. დამატებით ტაიმებში შვედების უკეთესი ფიზიკური მომზადება გამოჩნდა, თუმცა ეს არ იყო საკმარისი გასამარჯვებლად.

პენალტების სერიაში პორტუგალიელებმა ჩაიმუხლეს. ტოშეს დარტყმული, როგორღაც, შევარდა კარში, აი, ეშგაიოს და კარვალიოს კი არ გაუმართლათ, კარლგრენმა იყოჩაღა.

ჰოკან ერიქსონი (შვედეთის ნაკრების მწვრთნელი): "სიტყვები არ მყოფნის, თავი სამოთხეში მგონია. შვედეთს გაცილებით ნაკლები რესურსი ჰქონდა, ვიდრე სხვა ევროპულ ქვეყნებს, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ და გავიმარჯვეთ. ყველაფერი კარგად დასრულებულ, ლამაზ ზღაპარს ჰგავს. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ჩვენთან ერთად, მთელი შვედეთი ზეიმობს".

შვედეთი გახდა მე-10 ქვეყანა, რომელმაც ევროპის პირველობის მოგება შეძლო. ყველაზე მეტჯერ, 5-ჯერ ტიტული იტალიას აქვს მოგებული, შემდეგ მოდიან ესპანელები 4 მოგებით.

ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და "ოქროს ბუცი" მიიღო ჩეხმა იან კლიმენტმა 3 გოლით. წინა ჩემპიონატის ბომბარდირი ესპანელი ალვარო მორატა იყო 4 გოლით.

რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ევროპიდან შვედეთი, პორტუგალია, გერმანია და დანია წავლენ.

მომდევნო პირველობა (რიგით 24-ე) 2017 წლის ივნისში პოლონეთში გაიმართება. ამ ტურნირში ერთი სიახლეა: ფინალურ ეტაპზე გუნდების რაოდენობა რვიდან 12-მდე იზრდება. ეს ზრდის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შანსებს, რომელმაც საკვალიფიკაციო რაუნდი უკვე დაიწყო გამარჯვებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 30 ივნისი
"მათი დამარცხება მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი" - იბრაჰიმოვიჩმა მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
ესპანეთის თასი. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩები: "ბარსელონა" და "სელტა" შემდეგ ეტაპზე [VIDEO]
იბრაჰიმოვიჩი: აშშ-ს მუნდიალის მოგება შეუძლია
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი საფეხბურთო კერპი დაასახელა
U21. ევროპის ჩემპიონატი. 1/2-ფინალი: ფავორიტის რბევა
პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ
შოთა არველაძემ "ტრაბზონის" ხელმძღვანელობას ახალი ფორვარდის ყიდვა მოსთხოვა
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო