ესპანელებთან საკონტროლო შეხვედრებამდე კობა ჟორჟიკაშვილის 24 რჩეული მოსამზადებელ ეტაპს შავიზღვისპირეთში გაივლის
გუშინ ვწერდით, რომ ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში გასული საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები 21 და 25 თებერვალს ესპანელ თანატოლებთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ამ საკონტროლო შეხვედრებამდე ჩვენი ჭაბუკები მოსამზადებელ ეტაპს შავიზღვისპირეთში გაივლიან. კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი 20 იანვრიდან 2 თებერვლამდე ურეკში მოემზადება. შეგახსენებთ, რომ 17-წლამდელთა თავკაცის თანაშემწე გოჩა ავსაჯანიშვილია, მეკარეების მწვრთნელი კი რამაზ სოლოღაშვილი. ურეკის შეკრებისთვის ჟორჟიკაშვილმა 24 ფეხბურთელი შეარჩია:

მეკარეები: ნიკა სანდოხაძე (დინამო), კონსტანტინე ღაღანიძე (ოლიმპიკი), ლაშა კვარაცხელია (ლოკომოტივი);

მცველები: გიორგი ფანცულაია (ოლიმპი თბ.), გურამ სამუშია, ცოტნე სამუშია, ავთანდილ ენდელაძე (ყველა - ბაია), თემურ მარკოზაშვილი (მერანი თბ.), ნიკა კაჭარავა (დინამოს აკადემია), გიორგი სარჯველაძე (35-ე საფეხბურთო სკოლა), დაჩი ცნობილაძე (ოლიმპი რუსთ.);

ნახევარმცველები: ნიკა დიასამიძე (ბათუმი), შოთა ბიწკინაშვილი (ოლიმპი რუსთ.), სულხან კახიძე (ქობულეთი), გაბრიელ თებიძე, ბაჩო მიქავა (ორივე - ოლიმპი რუსთ.), გიორგი ბერაია (მერანი მარტ.), დავით მთივლიშვილი, სანდრო ჭიღვარია (ორივე - 35-ე საფეხბურთო სკოლა);

თავდამსხმელები: გოგი გოგიჩაიშვილი (ტორპედო ქ.), ცოტნე მონიავა (მერანი მარტ.), ზურაბ ღირდალაძე (ზესტაფონი), შალვა ექვთიმიშვილი, ბუდუ ზივზვივაძე ( ორივე - 35-ე საფეხბურთო სკოლა).

ურეკიდან დაბრუნების შემდეგ ბიჭები მცირე ხნით თავიანთ კლუბებს დაუბრუნდებიან. ესპანეთში გამგზავრებამდე, თებერვლის შუა რიცხვებში, კი თბილისში ერთკვირიან შეკრებას გაივლიან.

[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე