შოთა გრიგალაშვილი: გია გეგუჩაძეს ველაპარაკე, მაგრამ...

შოთა გრიგალაშვილი საქართველოშია და ახალ კლუბში ჩარიცხვას იმედოვნებს. ნახევარმცველს, რომელსაც საქართველოს ნაკრების ფორმა 12-ჯერ მოურგია, სამი ქვეყნის 9 გუნდში უთამაშია.

29 წლის ფეხბურთელი ბოლოს კვიპროსში, ფამაგუსტას "ნეა სალამინაში" გამოდიოდა, რომელიც, "ანორთოსისის" მსგავსად, ლტოლვილების გუნდია. მაგრამ ფამაგუსტელთა განაცხადში გრიგალაშვილი ბოლოს 8 თებერვალს, იმავე "ანორთოსისთან" შეხვედრისას მოხვდა, მერე კი, ტრავმის გამო, მოედანზე აღარ გამოჩენილა.

შოთა გრიგალაშვილმა "ლელოს" ინტერვიუ მისცა:

- თიაქრის ოპერაცია დამჭირდა და ბოლო 6 თვეა, არათუ მითამაშია, არც მივარჯიშია, - გვითხრა გრიგალაშვილმა საუბრის დასაწყისში, - 3 იანვარს ტკივილებმა შემაწუხა და ექიმებმა ვარჯიში ამიკრძალეს.

- მოედანს როდის დაუბრუნდებით?

- წესით, ერთ კვირაში. საშიში არაფერია. მაგრამ სანამ არ მოვრჩები, ვარჯიშს ვერიდები.

- "ნეა სალამინასთან" კონტრაქტი დაგიმთავრდათ?

- დიახ, თავისუფალი აგენტი ვარ. სამწუხაროდ, სეზონისთვის მზადება ყველა გუნდმა დაიწყო, ევროპალიგის თამაშები იწყება, მე კი დღემდე არ ვიცი, სად ვითამაშებ. არადა, დიდი დრო გამიცდა.

- ტრავმის ფონზე, უცნაურად მოგვეჩვენა ინფორმაცია, თითქოს, გია გეგუჩაძემ თბილისის "დინამოში" დაბრუნება შემოგთავაზათ. ეს მართალია?

- ტრავმიანს ვინ მიმიწვევდა, მაგრამ რა არის დასამალი? გია გეგუჩაძე ჩემი ამბით დაინტერესდა, შევხვდი და ზოგადად ვილაპარაკეთ. ფეხბურთის თამაში მის ხელში დავიწყე და კავშირი სულ გვქონდა, ადრეც და ახლაც. მაგრამ ეს კონკრეტული მოლაპარაკება ნამდვილად არ ყოფილა.

- თქვენი ძმის, ელგუჯა გრიგალაშვილის ამბავიც გვაინტერესებს...

- ტყუილია, თითქოს ის "პაფოსში" გადავიდა. ამ კლუბთან არც ულაპარაკია და კონტრაქტს როგორ გააფორმებდა?

- ბათუმის "დინამოს" ევროპალიგაზე შეხვდა ნიქოზიის "ომონია", რომელიც თქვენი ყოფილი გუნდია და კარგად იცნობთ...

- მე თუ მკითხავთ, ჩვენს გუნდებს შორის ბათუმელებს ყველაზე არასასურველი მეტოქე შეხვდათ. დიახ, ჩემი ყოფილი გუნდია და მისი ამბიციებიც კარგად ვიცი. ეს არის კვიპროსში ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული კლუბი. სხვათა შორის, კვიპროსშიც ჩვენი გუნდების სენი სჭირთ და შემადგენლობებს ლამის ყოველ 6 თვეში ერთხელ ცვლიან. "ომონია" და აპოელ-ი კი არა მხოლოდ ტიტულებით, არამედ, სტაბილურობითაც გამოირჩევიან და მათი დაპირისპირება კვიპროსული დერბია. ბოლო წლებში "ომონია" წარმატებით თამაშობს და ევროპაშიც ბევრს მიაღწია. თუ გახსოვთ, შარშან ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლის მშვენიერი შანსი გვქონდა, მოსკოვში "დინამოს" 2:1-ს ვუგებდით და ანგარიში ბოლოს გაგვითანაბრეს - იქ ანგარიში ლობჟანიძემ გახსნა. ნიქოზიაში კი 1:2 მოგვიგეს. მაგრამ მდიდარ რუსულ კლუბს ასე რომ ეომები, თავადაც მიხვდებით, რა დონის გუნდია. ამიტომ არ გამიხარდა, ბათუმელებთან რომ დაწყვილდნენ. დარწმუნებული ვიყავი, რომ ძალიან გაუჭირდებოდათ. სამწუხაროდ, ჩვენ ბევრმა გაგვისწრო.

- - კვიპროსში საკმაოდ კარგი ჩემპიონატია. ამ დროს, ქართველებისადმი ინტერესი მოულოდნელად გაიზარდა. არადა, ჩვენს მოთამაშეებს თითქმის ყველგან პრობლემები ექმნებათ...

ქართველებით ევროპაში კი არა, უკვე რუსეთ-უკრაინაშიც ნაკლებად ინტერესდებიან. მაგრამ ნიჭიერი ბავშვები სულ გვყავდა და გვყავს. კვიპროსელებმა ეს თემურ ქეცბაიას შემდეგ კარგად იციან და სხვებზე მეტად ამიტომ გვენდობიან. თანაც, იქ გახსნილი ფეხბურთი მოსწონთ, რაც ჩვენს სისხლშია და კვიპროსულ ფეხბურთთან შეგუება არ გვიჭირს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"