სეზონის მეორე ნახევრის წინ მზადებისას "ვიტ ჯორჯიამ" პირველი ამხანაგური შეხვედრა "ავაზას" სპორტკომპლექსში, სტუ-სთან გამართა

სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებისას "ვიტ ჯორჯია" აქადე მხოლოდ ვარჯიშით შემოიფარგლებოდა. გუშინ კი "ავაზას" სპორტკომპლექსში "ვეტერინარებმა" პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართეს.

მერაბ კოჭლაშვილის გუნდმა სტუ 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი შესვენებამდე გავიდა და ორივეში ბექა ზაქრაძე მონაწილეობდა - ჯერ გაატანინა, მერე კი თავად შეაგდო. მე-3 წუთზე ბესიკ ჩიმაკაძემ სწორედ მისი გადაცემით გახსნა ანგარიში. 45-ეზე კი გიორგი ჯანელიძისა და გიორგი კორიფაძის კომბინაცია ზაქრაძემ დააგვირგვინა.

შესვენებაზე მწვრთნელებმა შეცვლებს მიმართეს. მეორე ნახევარიც ვიტელთა უპირატესობით წარიმართა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. ვიტელთა შემადგენლობები ასეთი იყო:

პირველი ტაიმი: მიქაბერიძე - ბეჭვაია, კასრაძე, ადამაძე, ჭანკვეტაძე - მაისაშვილი, ვასაძე - კორიფაძე, ჯანელიძე, ზაქრაძე - ჩიმაკაძე.

მეორე ტაიმი: მიქაბერიძე - ხურცილავა, კასრაძე, გოგიაშვილი, ღანიაშვილი - დვალაშვილი, დავლაშელიძე - როსტიაშვილი, გიორგი გურეშიძე, ჯუღელი - გაბრიჭიძე.

"ვიტ ჯორჯია" 22 იანვარს ორი კვირით მოსამზადებელ შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრება, მანამდე კი თბილისში კიდევ ერთ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს.

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა