კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს
საფეხბურთო კლუბ "ტორპედო ქუთაისის" იმიჯის სრულყოფისათვის, ასევე, მისი სიმბოლიკის უნივერსალურობისა და ქალაქ ქუთაისის სიმბოლიკებთან იდენტურობის მიზნით, პირველად კლუბის ისტორიაში, ცხადდება კონკურსი ორ ნომინაციაში - საფეხბურთო კლუბის ახალი ლოგოტიპისა (ლოგოს) და გუნდის ძირითადი სათამაშო ფორმის დიზაინის შექმნასთან დაკავშირებით.

კონკურსის უმთავრესი მოთხოვნაა, რომ ესკიზები შეიქმნას ქალაქ ქუთაისის გერბისა და დროშის ფერების (ლურჯი, მწვანე და ოქროსფერი) შესაბამისად (ნიმუშისთვის იხილეთ ფოტო). ამასთან, კონკურსანტს შეუძლია გამოიყენოს როგორც კლუბის ამჟამინდელი, ასევე, მანამდე შექმნილი ლოგოებიც, მხოლოდ ზემოხსენებული მოთხოვნის გათვალისწინებით.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებული ჯილდოს სახით მიიღებს - 150 ლარს. ესკიზები შესაძლებელია შესრულდეს ნებისმიერ ფორმატში. ერთ ადამიანს უფლება აქვს, რომ წარმოადგინოს რამდენიმე ვარიანტი.

საკონკურსო ნამუშევრები წარმოადგინეთ ან გამოაგზავნეთ ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის კანცელარიაში. მისამართი: აკ. ხორავას #1. ასევე, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით - kutaisitorpedo1946@gmail.com.

შესრულებულ ნამუშევრებთან ერთად, გთხოვთ მიუთითოთ ავტორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ტელეფონი.

კონკურსის პირველი ეტაპი, რომელიც ნამუშევრების მიღებას მოიცავს, გაგრძელდება 15 ივლისის ჩათვლით. აღნიშნულ ეტაპზე სპეციალურად შექმნილი კომისია შეარჩევს თითოეული ნომინაციის ორ საუკეთესო ვარიანტს, ხოლო მეორე ეტაპზე, 17-დან 23 ივლისამდე, ამ ვარიანტებიდან ერთ-ერთი შეირჩევა ღია გამოკითხვის გზით, კერძოდ, კლუბის ოფიციალური საიტის ან Facebook-ის მეშვეობით.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან საზეიმო ვითარებაში, რომელშიც მონაწილეობას ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელებიც მიიღებენ.

mamulos kutaiselisagan
როდესაც ამბობ რომ სახელი შეგვეცვალაო ტორპედოზეო...ჩვენ ქუთაისელებს არ გვეკითხებით?..ტორპედოს ვგულშემატკივრობ 37 წელია და იყო ტორპედო და დღეს გინდა სხვა სახელი ერქვას? ძალიან კარგი სახელი ჰქვია ჩემო კარგო და პირიქით კარგი იქნება თუ თავისივე ფერებს დაუბრუნებენ...თეთრი შავები......ჩვენ ასეთი გვიყვარდა ტორპედო.
ლაშა
ძალიან მაგარი გადაწყვეტილებაა,ახალ დირექტორს როცა მოვუსმინე ტელევიზორში და ამის შესახებ ბრძანა,კი გამიხარდა მაგრამ მეგონა რომ დიდხანს გაიწელებოდა საკითხი.აი სიტყვა და საქმე.მადლობა
ლევანი
ძალიან კარგია რომ თავი დაედგმება ამ თემას.რამდენი დრო გავიდა ხან ერთი ხან მეორე,მესამე და იყო დაუსრულებელი ფერების ტამაში.პირველად ჩემპიონები რომ გავხდით კარგი ლოგო გვქონდა,რა უფლება ჰქონდა მავანს რომ შეცვალა?შერება ვისოლმა თავის ბენზინ გასამართი სადფგურის ერებში,მერე ისინი წავიდნენ და უაზრო მოწიტალო გამოიგონა ვირაცამ,რას ჰგავდა ბოლოს ეს ღერბი?ყოჩაღ ვინც დააყენა და გადაწყვიტა ეს საკითხი!იქნება ეხლა დაამტავრონ გუნდის სიმბოლიკების გათელვა!!
mamulo
იქნებ სახელი სჰეგეცვალათ და ტორბედოს ნაცვლად,რაიმე ქართული სახელი დაგერქმიათ---მაგასლითად--"ქუტაისი","აია" ან რაიმე ამგვარი.
dato 30
საბჭოთა სახელისგან განთავისუფლდით და დაარქვით ქარული სახელი
123
სახელიც შეუცვალეთ ქუთაისის "აია"
dito
გულშემატკივრებისთვის კეთდება ეს ყველაფერი და ნუ იქნებით დაუნახავები.
dato
თუ გავიმარჯვებ ავტობუსი მათხოვეთ,რავიცი თქვენი ფული ფეხბურთივით ყალბი არ იყოს.
svani_7
ძალიან კარგი გერბია მაგრამ, სულ ცოტათი თუ დაიხვეწება გერბი ძალიან კარგი იქნება ;)
555
ლოგო კი არა ფეხბურთის თამაში ისწავლეთ თქვე საცოდავებო. მოვიდა მენჯმენტი......
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"სამპდორიამ" ახალი ფორმა ტყეში წარადგინა [PHOTO]
ინტერნეტში "იუვენტუსის" ახალი ფორმის ფოტოები გავრცელდა [PHOTO]
ინტერნეტში "ბარსელონას" მომავალი სეზონის ახალი გასვლითი ფორმის სურათი გავრცელდა
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
საქართველოს ნაკრებს ახალი საშინაო ფორმა აქვს [VIDEO]
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
რებრენდინგი და ახალი ლოგო - სერია A განახლდა
MoneyMan.ge-მ ახალი ფოტოკონკურსი დაიწყო
ქუთაისის "ტორპედო": ახალი ლოგო და ახალი ფორმა [VIDEO]
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
"ბარსელონამ" საგარეო ფორმის პრეზენტაცია მოაწყო [VIDEO]
MoneyMan.ge კონკურსში iPhone6-ს ათამაშებს
შეაფასე "ბარსელონას" ახალი ფორმა - კლუბმა თარიღი დააანონსა