ბაკა და ლუის ადრიანო "მილანში"
გასულ უქმეებზე "მილანში" საინტერესო ამბები მოხდა - ლომბარდიულმა გრანდმა ორი თავდამსხმელი შეიძინა, ახალი მთავარი მწვრთნელის პრეზენტაცია შედგა და ახალი სეზონისთვის მზადებაც დაიწყო. დიახ, ორმა დღემ ეს ყველაფერი ჩაიტია და ჩვენც მივყვეთ თანმიმდევრობით...

ოფიციალურად: ბაკა მილანელია

28 წლის კოლუმბიელი ფორვარდი კარლოს ბაკა "სევილიადან" "მილანში" გადაბარგდა და ამიერიდან, იტალიურ გრანდში იასპარეზებს. გასულ სეზონში ბაკამ ბრწყინვალედ ითამაშა, მარტო ესპანეთის ჩემპიონატში 20 გოლი შეაგდო და "სევილიას" მიერ ევროპალიგის მოგებაშიც ლომის წილი დაიდო. კარლოსის გადაბირება არაერთ კლუბს სურდა, მაგრამ ამჯერად, "მილანმა" ყველას აჯობა.

იტალიელებმა კოლუმბიელი ფორვარდის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადეს და ეს იყო მეორე ტრანსფერი ამ ზაფხულს, რომელშიც მილანელებმა სოლიდური თანხა გაიღეს. შეგახსენებთ, "როსონერიმ" 24 წლის ანდრეა ბერტოლაჩის სანაცვლოდ "რომას" 20 მილიონი ევრო გადაუხადა. თავად ბაკა ემოციებს ვერ მალავს და აცხადებს, რომ ეს მისი ახდენილი ოცნებაა:

"იყო "მილანის" წევრი, ეს განსაკუთრებული შეგრძნებაა. სამი-ოთხი წლის წინ ამაზე მხოლოდ ოცნება თუ შემეძლო, დღეს კი თავს უბედნიერეს ადამიანად ვთვლი. ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება ახალი სეზონი და როდის მოვირგებ "მილანის" მაისურს. ჩემი მიზანი გოლების გატანაა და ვეცდები, რომ გულშემატკივარს მალე შევაყვარო თავი. ვადასტურებ, რომ ჩემ მიმართ არაერთი ევროპული კლუბი იჩენდა ინტერესს და შემეძლო, მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მეთამაშა, მაგრამ "მილანში" ასპარეზობის პერსპექტივამ ყველაფერი გადაწონა".

ოფიციალურად: ლუის ადრიანო მილანელია

კიდევ ერთი ფორვარდი, რომელიც "მილანმა" დაიმატა, ლუის ადრიანოა. 28 წლის ბრაზილიელი დონეცკის "შახტარში" ასპარეზობდა, ამ გუნდის მაისურით 162 მატჩი ჩაატარა და 77 გოლი გაიტანა.

ლუის ადრიანოს სანაცვლოდ, მილანელებმა მხოლოდ 8 მილიონი ევრო გადაიხადეს, რისი მიზეზიც ბრაზილიელი ფორვარდის კონტრაქტია - ხელშეკრულება იანვარში სრულდებოდა და ზამთარში ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებდა უკრაინულ გუნდს. ამიტომ დონეცკელები იძულებულნი გახდნენ, რომ მთავარი გოლეადორი იაფად გაეშვათ.

"მილანის" ფეხბურთელის სტატუსით, ლუის ადრიანომ პირველი კომენტარი გააკეთა:

"უკრაინაში 8 დაუვიწყარი წელი გავატარე და "შახტარი" ძალიან მომენატრება. ასევე, იმედი მაქვს, რომ დონეცკში მშვიდობა დაისადგურებს და გუნდი თავის ქალაქს დაუბრუნდება. სადაც არ უნდა ვიყო, "შახტარს" ყოველთვის ვუგულშემატკივრებ. ამასთან, ბედნიერი ვარ, რომ ისეთ დიდ გუნდში მოვხვდი, როგორიც "მილანია". მქონდა სხვა ვარიანტებიც, მაგრამ მე "როსონერიში" მსურდა გადასვლა და საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. ვეცდები, რომ ბევრი გოლი გავიტანო და გუნდის წარმატებებში ჩემი წვლილი შევიტანო".

ოპტიმისტი ბერლუსკონი

სინიშა მიხაილოვიჩის პრეზენტაციას "მილანის" პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი დაესწრო და ჟურნალისტებს ვრცელი კომენტარი მისცა:

"ჯექსონ მარტინესის ტრანსფერი ჩაიშალა, მაგრამ დავიმატეთ კარლოს ბაკა, რომელიც კიდევ უკეთესი ფორვარდია. ხომ ნახეთ, კოპა ამერიკაზე კოლუმბიის ძირითად შემადგენლობაში სწორედ ბაკა თამაშობდა, მარტინესი კი მისი შემცვლელი იყო. ვიმედოვნებ, რომ ბაკაც და ლუის ადრიანოც სრულად გაიხსნებიან და ძალიან ბევრ გოლს გაიტანენ. ამასთან, ჩვენ გადმოვიბირეთ ანდრეა ბერტოლაჩი, მოძრავი ნახევარმცველი, რომელიც ეხმარება მცველებს და სახიფათოა შეტევაში.

ტრანსფერები გაგრძელდება და გაცილებით ძლიერი გუნდი გვეყოლება, ვიდრე წინა წლებში. გასულ სეზონში კლასი არ გვყოფნიდა, საკუთარ თამაშს ვერ ვახვევდით მეტოქეს და იმას ვაკეთებდით, რის საშუალებასაც მოწინააღმდეგე გვაძლევდა; მომდევნო სეზონიდან სულ სხვა "მილანს" ვიხილავთ და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.

სინიშა მიხაილოვიჩი? - მის შესაძლებლობებში ეჭვი არასდროს შემიტანია. ტაქტიკურად განსწავლული მწვრთნელია, რომელსაც ფეხბურთელთა ბრძოლისუნარიანობის ამაღლება შეუძლია. მისი გუნდები ყოველთვის კარგად ასრულებენ სტანდარტულებს, რაც თანამედროვე ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია. სინიშა პროფესიონალია და ეს ყველაფერში ვლინდება".

მიხაილოვიჩის დიდი გეგმები

სინიშა მიხაილოვიჩი შეუდგა საქმეს და, როგორც იტალიელი სპორტული ჟურნალისტები წერენ, ფეხბურთელებს უმძიმეს დატვირთვებს აძლევს. ამ ეტაპზე, აქცენტი ფიზიკურ მომზადებაზე კეთდება და ამად არის, რომ ფეხბურთელებს დღეში 40-50 კილომეტრის რბენა უწევთ და თანაც ტყეში, სადაც "მილანელოა" გაშენებული. თუმცა, სანამ "მილანი" სამზადისს შეუდგებოდა, იქამდე სერბი სპეციალისტი ჟურნალისტებს შეხვდა და შემდეგი განაცხადა:

"ჩვენი მიზანი ყოველი მომდევნო თამაშის მოგება იქნება, სატურნირო ცხრილს კი შეგვიძლია მაისში ჩავხედოთ. ზოგადად, თამასა მაღლა ავწიეთ და კარგად მესმის, რომ "მილანი" ის გუნდი არაა, რომლის მაქსიმუმი ევროსაგზურის მოპოვება იქნება. საკუთარი თავის რწმენა უნდა დავიბრუნოთ, მუხლჩაუხრელად ვიშრომოთ და შედეგი აუცილებლად მოვა. ტაქტიკური გადაადგილებები? - მოსამზადებელი ციკლი წინაა და ჯერჯერობით, ასეთ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა გამიჭირდება.

გამოვიყენებთ რამდენიმე ტაქტიკურ მონახაზს, თუმცა გვექნება ერთი საბაზო სქემა. მომწონს, რომ "მილანში" რამდენიმე უნივერსალი დამხვდა და მათი გამოყენება სხვადასხვა პოზიციაზე შეიძლება. სტეფან ელ შაარავის შეუძლია ფორვარდად თამაში, გამთამაშებლად, გარემარბად და მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე.

ასევე, მრავალმხრივი შესაძლებლობის მოთამაშეები არიან ალესიო ჩერჩი და ჯაკომო ბონავენტურა. წინ ძალიან საინტერესო სეზონი გველის, თუმცა იქამდე საწვრთნელი ციკლი ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
12 წლის წინ პადოკში საბურავების გროვით შეაპარეს, დღეს კი ანტონელი ფორმულა 1-ის ჩემპიონია
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
ტრავმირებული ბართიშვილი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენერალური მდივნის თქმით, FIFA-სა და UEFA-ს პრეზიდენტები რუსეთში ჩასვლის მზადყოფნას გამოთქვამენ
პსჟ-მა "ვილიარეალის" განადგურებით ჩემპიონთა ლიგაზე 2 რეკორდი დაამყარა
კვერნაძეს 5-ჯერ გაზრდილ ხელფასს სთავაზობენ - რას გადაწყვეტს ქართველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის წინ?
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
"ფენერბაჰჩეს" მწვრთნელად ემრე ბელოზოღლუ დანიშნეს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
ლუის ადრიანო: დუგლას კოშტა "შახტარში" შუაღამემდე ვარჯიშობდა
"ვილიარეალმა" კარლოს ბაკას ტრანსფერი დაადასტურა
ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
"მონცას" ფეხბურთელებმა ბერლუსკონის მეძავებით სავსე ავტობუსი მოსთხოვეს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
ანდრეა ბერტოლაჩის ახდენილი ოცნება - ბავშვობიდან "მილანის" ქომაგი "მილანში" ითამაშებს
"მილანს" კარლოს ბაკას გაშვება უნდა, მაგრამ კოლუმბიელი არავის მიჰყავს
"ბოლონიამ" ახალი მწვრთნელი მალევე დანიშნა
15-16 ივლისი - ტრანსფერების მიმოხილვა
ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 29 ივნისი
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"ბერლუსკონიმ მითხრა, რომ პოზიცია უნდა შემეცვალა, რაზეც "მილანის" მაშინდელ მწვრთნელს მოვუყევი და მიპასუხა, რომ..."' - პატომ "როსონერის" ყოფილ პრეზიდენტზე ისტორია მოჰყვა
"მადლობა, პრეზიდენტო!" - კალაძე ბერლუსკონის გარდაცვალებას ეხმაურება
"ინტერი"-"მილანის" წინ: "მადონინა" ახალი სახეებით
"მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა ცოლს ხელი ტუალეტში სთხოვა [PHOTO]
"ვილიარეალმა" უარი თქვა - კარლოს ბაკა "მილანში" დაბრუნდება
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
ბერლუსკონი ფეხბურთელებს მეძავებით სავსე ავტობუსს დაჰპირდა
"რეალმა" აზიის საერთაშორისო ჩემპიონთა თასი მოიგო [VIDEO]
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
ვინ შეუტევს "მილანისთვის"? - გატუზო კანდიდატებს არჩევს
ლუის ადრიანო "მილანში" გადადის
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ვინ მოხსნის კაკას რეკორდს - ჩემპიონთა ლიგის საინტერესო სტატისტიკა
განქორწინება იტალიურად: სატრანსფერო აუქციონებს ვნახავთ
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
სინიშა მიხაილოვიჩის თქმით, ჩემპიონატის უმაყურებლოდ ჩატარებას აზრი არა აქვს
ლუის ადრიანო "მილანს" ეჩვევა
"მილანმა" კიდევ ერთი გაცვლა დაასრულა - "როსონერიმ" მორიგი ნახევარმცველი დაიმატა
ზაფხულში "მილანი" ნიკოლა კალინიჩს გაასხვისებს
"მილანი" ილქაი გიუნდოგანზე გადაერთო
53 წლის ასაკში სინიშა მიხაილოვიჩი გარდაიცვალა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
აი, კომპენსაცია - მიხაილოვიჩმა "სპორტინგში" 9 დღე იმუშავა და 3 მილიონს მიიღებს
"ბოლონიას" მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი ლეიკემიითაა დაავადებული
მარიო ბალოტელი იტალიაში ყოფილ გუნდში დაბრუნდება
"მინდა საკუთარ თავს ვუთხრა, სინიშა, რამდენი სიცოცხლით გიცხოვრია" - ფრანგმენტი მიხაილოვიჩის ცხოვრებიდან
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
"მონცამ" "იუვეს" ისევ მოუგო - ბერლუსკონიმ ფეხბურთელებს მეძავები უნდა დაახვედროს