ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

უიმბლდონი: გადამწყვეტი მატჩების დროა

უიმბლდონი: გადამწყვეტი მატჩების დროა

მერვედფინალისტები ცნობილია
გუშინ, უიმბლდონზე ტრადიციული დასვენების დღე იყო, წინა ორი დღის განმავლობაში კი ჩოგბურთელებმა სრულად გაიარეს 1/16 ფინალის პროგრამა...

ბადის ქვედა ნაწილის ფავორიტები - როჯერ ფედერერი და ენდი მარეი, რომლებიც მანამდე იოლად იგებდნენ თავიანთ მატჩებს, მესამე წრეში გარკვეულ სირთულეებს წააწყდნენ, კერძოდ, თითო პარტია დაუთმეს თავიანთ მეტოქეებს - ავსტრალიელ სემ გროტსა და იტალიელ ანდრეას სეპის.

მარეიმ პირველი ორი სეტი კომფორტული უპირატესობით მოიგო - 6:2, 6:2, მაგრამ მესამე პარტიაში 2:1-ზე სეპიმ სამედიცინო ტაიმ-აუტი აიღო. ამის შემდეგ იტალიელმა ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო და კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა მეოთხე სეტის სტარტზე. ახლა უკვე ენდიმ მიმართა ექიმის სამედიცინო დახმარებას, რადგან მხარს იტკიებდა. და ამის შემდეგ, მან უპრობლემოდ მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე - 6:2, 6:2, 1:6, 6:1.

თავის მხრივ, ფედერერი არა მხოლოდ ბრწყინვალედ უმკლავდებოდა გროტის მოწოდებას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მძლავრია ტურში, არამედ თავადაც შესანიშნავად აწვდიდა. მთელი მატჩის განმავლობაში გროტს ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ ჰქონია, ხოლო ტურნირზე თავისი პირველი სეტი როჯერმა მხოლოდ ტაი-ბრეიკზე წააგო. თუმცა შვეიცარიელისთვის ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა - 6:4, 6:4, 6:7(5), 6:2. შთამბეჭდავია ფედერერის სტატისტიკა - 56 "ვინერსი" და მხოლოდ რვა უნებლიე შეცდომა. ახლა, მას ელის შეხვედრა ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტთან.

საჩოგბურთო მარათონი გაიმართა ჟო-ვილფრიდ ცონგასა და ივო კარლოვიჩს შორის. მატჩი შეიძლებოდა ხუთი სეტი გაგრძელებულიყო, მაგრამ ხორვატმა მეოთხე პარტიაში ორი სეტბოლი მოიგერია და მოიგო - 7:6(3), 4:6, 7:6(2), 7:6(9). აღსანიშნავია, რომ კარლოვიჩს მთელი მატჩის განმავლობაში ერთი ბრეიკიც არ შეუსრულებია. ივო უიმბლდონის ახალი რეკორდსმენი გახდა - მან ზედიზედ მესამე მატჩში შეძლო მინიმუმ 40 ეისის (ამჯერად, 41) შესრულება.

რაფაელ ნადალის ძლევის შემდეგ ვერ შეძლო წარმატების განვრცობა დასტინ ბრაუნმა - მან ვიქტორ ტროიცკისთან წააგო. ეს უკანასკნელი დაახლოებით ერთი წელია, რაც პროფესიულ ტურში დაბრუნდა დასანანი დისკვალიფიკაციის შემდეგ და ბრწყინვალედ თამაშობს ბალახის სეზონში - შტუტგარტში ფინალამდე მივიდა, "ქუინზე ქლაბზე" - ნახევარფინალამდე, ახლა კი უიმბლდონის მერვედფინალში ვხედავთ.

ბრაუნთან მატჩში სერბი შესანიშნავად აწვდიდა - 24 ეისი შეასრულა, რომელთა დიდი ნაწილი გადამწყვეტ მომენტებზე მოდის. საბოლოოდ, მან 6:4, 7:6(3), 4:6, 6:3 გაიმარჯვა და შემდეგ მატჩში კანადელ ვასეკ პოსპიშილს შეხვდება.

რაც შეეხება ბადის ზედა ნაწილს. აქ უნდა აღვნიშნოთ ორი შარშანდელი ნახევარფინალისტის წაგება. ავსტრალიელმა ნიკ კირგიოსმა გასულ წელს გაითქვა სახელი, როცა რაფაელ ნადალი გამოთიშა ბრძოლას და მეოთხედფინალში გავიდა, მაგრამ იქ მილოშ რაონიჩთან დამარცხდა.

ამჯერად, კირგიოსმა რევანშის აღება შეძლო. მატჩს ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია, თუმცა ეს დამახასიათებელია ავსტრალიელის შეხვედრებისთვის. რაღაც მომენტში მან ისე ძლიერად დაახეთქა ჩოგანი კორტზე, რომ ასხლეტით ტრიბუნისკენ გაფრინდა. ნიკმა გაფრთხილება მიიღო და ჯარიმის გადახდაც მოუწევს, მაგრამ მთავარი მისთვის ის არის, რომ მერვედფინალში გავიდა, სადაც რიშარ გასკეს შეხვდება. ფრანგმა ასევე შარშანდელი ნახევარფინალისტი გრიგორ დიმიტროვი დაამარცხა, თანაც ისე, რომ ერთი სეტი არ დაუთმო მას. ამ უიმბლდონის შემდეგ ბულგარელი მინიმუმ მე-15 ადგილამდე დაქვეითდება რეიტინგში.

დამაჯერებლად გავიდა მერვედფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი. სერბმა სამ სეტში დაამარცხა ბერნარდ ტომიჩი - 6:3, 6:3, 6:3. ვერ ვიტყვით, რომ ავსტრალიელი ცუდად თამაშობდა, მაგრამ ნოვაკი უნაკლოდ მოქმედებდა. მსოფლიოს პირველი ჩოგანი შემდეგ წრეში კევინ ანდერსონს შეხვდება. მერვედფინალშია სტენ ვავრინკა, რომელმაც როლან გაროსის ფინალში დაამარცხა ჯოკოვიჩი. შვეიცარიელი სამ სეტში გაუსწორდა ფერნანდო ვერდასკოს.

ამ უიმბლდონზე ჯერჯერობის ყველაზე გრძელი მატჩი ორი დღე გაიწელა და ჯამში 4 საათი და 31 წუთი გაგრძელდა. მარინ ჩილიჩისა და ჯონ ისნერის შეხვედრა სიბნელის გამო მაშინ შეწყდა, როცა მეხუთე სეტში ანგარიში 10:10 იყო. რეკორდის მოყვარულებმა დაიწყეს ფიქრი იმაზე - შეძლებდნენ თუ არა ამერიკელი და ხორვატი უიმბლდონის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ მატჩამდე მიახლოებას, რომელიც ისნერმა და მაუმ ითამაშეს. მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა.

მეორე დღეს ჩოგბურთელებმა მხოლოდ 15 წუთი დაჰყვეს მოედანზე. ჩილიჩმა იოლად აიღო თავისი გეიმი, რის შემდეგად ბრეიკი შეასრულა. მართალია, ისნერმა რამდენიმე მატჩბოლი მოიგერია, მაგრამ ბოლოს ორმაგი შეცდომა დაუშვა. ჩილიჩმა მოიგო - 7:6(4), 6:7(6), 6:4, 6:7(4), 12:10 და კარიერაში მესამედ გავიდა უიმბლდონის მერვედფინალში.

კაცები

1/16 ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა, 27) 6:3, 6:3, 6:3; კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 14)-ლეონარდო მაიერი (არგ, 24) 6:4, 7:6(6), 6:3; მარინ ჩილიჩი (ხორ, 9)-ჯონ ისნერი (აშშ, 17) 7:6(4), 6:7(6), 6:4, 6:7(4), 12:10; დენის კუდლა (აშშ)-სანტიაგო ხირალდო (კოლ) 6:2, 6:7(3), 2:6, 6:1, 6:3; სტენ ვავრინკა (შვეიც, 4)-ფერნანდო ვერდასკო (ესპ) 6:4, 6:3, 6:4; დავიდ გოფენი (ბელ, 16)-მარკოს ბაღდატისი (კვიპ) 6:3, 6:4, 6:2; რიშარ გასკე (საფ, 21)-გრიგორ დიმიტროვი (ბულ, 11) 6:3, 6:4, 6:4; ნიკ კირგიოსი (ავსტრა, 26)-მილოშ რაონიჩი (კან, 7) 5:7, 7:5, 7:6(3), 6:3; ვაშეკ პოსპიშილი (კან)-ჯეიმს უორდი (ბრიტ) 6:4, 3:6, 2:6, 6:3, 8:6; ვიქტორ ტროიცკი (სერ, 22)-დასტინ ბრაუნი (გერ) 6:4, 7:6(3), 4:6, 6:3; ივო კარლოვიჩი (ხორ, 23)-ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 13) 7:6(3), 4:6, 7:6(2), 7:6(9); ენდი მარეი (ბრიტ, 3)-ანდრეა სეპი (იტა, 25) 6:2, 6:2, 1:6, 6:1; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 6)-პაბლო ანდუხარი (ესპ) 4:6, 6:0, 6:3, 7:6(3); ჟილ სიმონი (საფ, 12)-გაელ მონფილსი (საფ, 18) 3:6, 6:3, 7:6(6), 2:6, 6:2; რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპ, 20)-ნიკოლოზ ბასილაშვილი (საქ) 7:6(4), 6:0, 6:1; როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-სამუელ გროტი (ავსტრა) 6:4, 6:4, 6:7(5), 6:2.

1/8 ფინალი

ჯოკოვიჩი (1)-ანდერსონი (14); ჩილიჩი (9)-კუდლა; ვავრინკა (4)-გოფენი (16); გასკე (21)-კირგიოსი (26); პოსპიშილი-ტროიცკი (22); კარლოვიჩი (23)-მარეი (3); ბერდიხი (6)-სიმონი (12); ბაუტისტა აგუტი (20)-ფედერერი (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე აქამდე არასდროს მისაუბრია" - მსოფლიოს ყოფილმა ნომერ პირველმა ჩოგანმა რთული პერიოდი გაიხსენა

ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა

გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო

სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია

ლუის ენრიკე: ნანახით კმაყოფილი ვარ - ეს ის შედეგი არ არის, რომელიც გვინდოდა

ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...

"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა

[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა

18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ

ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში

"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა

კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა

კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა

მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს

"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა

Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა

ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან

[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს

ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა

"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა

ენდი მარეი კორტს მომდევნო თვეში დაუბრუნდება

"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა

Dailymail: ენდი მარეი ბალახის სეზონისთვის დაბრუნდება

ახალგაზრდა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს - 20 ოქტომბრის დაიჯესტი

"28-ე ჩოგბურთელს სათამაშო პრაქტიკის გარეშე მოვუგე, არსად მივდივარ!" - მარეი ბასილაშვილთან მატჩის შემდეგ

თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ენდი მარეი კორტს უბრუნდება

[VIDEO] უბრალოდ როჯერ ფედერერი - შვეიცარიელის განსაკუთრებული ჟესტი უიმბლდონზე

საჩოგბურთო ბალახის სეზონი: ფედერერი კვლავ პირველია, მარეი 1 წლის შემდეგ დღეს დაბრუნდება

ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა

"როჯერ, ახლახან ჩამოვფრინდი ბაზელში, საიდანაც..." - როგორ გაეხუმრა მარი ფედერერს

ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა

ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა