მესის ძმას ზურგში რამდენჯერმე ჩაარტყეს კიდეც
როგორც ირკვევა, ფინალის შემდეგ ლიონელ მესიმ კოპა ამერიკის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს მიღება იუარა.

ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ ადგილზე მყოფი ჟურნალისტების თქმით, სწორედ ამიტომ დაიწყო დაჯილდოების ცერემონიალი 10-წუთიანი დაგვიანებით და გარდა ამისა, რამდენიმე ვიდეოში ჩანს, თუ როგორ მოაქვთ საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდო ორგანიზატორებს.

მესი საუკეთესოდ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წაგებული ფინალის მერეც დაასახელეს და ამას ინტერნეტ-სივრცეში და არამარტო იქ ბევრი ხუმრობა მოჰყვა. როგორც ჩანს, ლეომ "იუმორისტების" ახალი ტალღა აირიდა თავიდან და გარდა ამისა, მას, ალბათ, მართლაც არ ეხალისებოდა ამ ჯილდოს მიღება მორიგი წაგებული ფინალის მერე და თანაც, მატჩისას მის ოჯახს ჩილეს ფანებმა შეურაცხყოფა მიაყენეს.

ტრიბუნაზე მესის მშობლები - ხორხე და სელია, მისი ძმები - როდრიგო და მატიასი და ნათესავები - აუგუსტინი და ტომასი იმყოფებოდნენ. როდრიგომ "ლა როხას" აგრესიული ქომაგების შეურაცხყოფა ვერ მოითმინა და ერთი-ორს შეეპასუხა, მას ზურგში ჩაარტყეს კიდეც. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ შესვენების მერე სამართალდამცველებმა ლეოს ოჯახი კომენტატორთა ერთ-ერთ ჯიხურში გადაიყვანეს და მათ მატჩისთვის თვალყურის დევნება იქიდან გააგრძელეს.

პრობლემები შეექმნა სერხიო აგუეროს ოჯახსაც, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი შედარებით უფრო მსუბუქად იყო.

მესის კი უშუალოდ მინდორზეც ერთი-ორჯერ ხისტად ეთამაშნენ, ჩილელმა "პიტბულმა" გარი მედელმა მას შემთხვევით, წიხლიც ამოსცხო ნეკნში... რისთვისაც ყვითელი ბარათი მიიღო. ლეო ფიზიკურ ტრავმას საბოლოოდ გადაურჩა, მაგრამ მორიგი ფსიქოლოგიური დარტყმა კი მიიღო, იგი ნაკრებთან ერთად ისევ უტიტულოდაა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

qutaiseli
რაშუაშია მარადონას ეპოიქადა პელეს ეპოქაან ესეიგი რა გამოდის დღევანდელი ჩეხეთის ნაკრები სიტყვაზე უფრო მაღალი კლასის ყოფილა ვიდრე იგივე პანენკას დროინდელი ან თბილისის დინამოს დღევანდელი ფეხბურთელები უფრო მაღალი კლასის და გამძლეობის ყოფილან ვიდრე ყიფოს თაობა რაც ზღაპარია ისინი დღესაც და 20 წლის მერეც მაგრები იქნებოდენ და თავისუფლად შეძლებდენ დღევანდელობაში მაღალდონეზე თამაშს.
kote
ეეჰ,მესი...მესი...ისე,ნეტა კარიერის ბოლოს ოქროს ბურთი უფრო მეტი ექნება ,თუ ვერცხლის მედალი
123
უბრალოდ ჯერ პელეს და მარადონას დროინდელი ფეხბურთი აიღე რომელიც არც ფიზიკური მომზადებით და არც სტრატეგიული განსწავლულობით დღევანდელთან ახლოსაც არ არის. ასე რომ რას იზამდა მარადონა და პელე დღეს საკითხავია. რა თქმა უნდა მათი ტალანტი საშუალებას მიცემდა რომ გამორჩეულები ყოფილიყვნენ მაგრამ მესის დონეზე თუ იქნებოდნნენ მაგას ვერავინ იტყვის დარწმუნებით. თავ-თავიანთ ეპოქაში კი უმაგრესებეი არიან
irakli apkhaidze
სულ არაა ეგ აზრი სისულელე, ისინი მხოლოდ სტატისტიკით სჯობნიან მესის, სხვა შემთხვევებში მესი არ ჩამოუვარდება მათ
temo
ზოგი სულელი პელეს და მარადონას ამჯობინებს.ისინი ღმერთისგან იყვნენ გამოგზავნილები დედამიწაზე.ბარსაში ხან იბრაგიმოვიჩი,ანრი,სუარესი უყიდეს და მაგათთან ერთად გულაობს.
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
კიდევ მინუს ორი - უკრაინა საქართველოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება
ჩრდილოირლანდიელთა მწვრთნელს "ჯვაროსნების" შიში არ აქვს და თბილისში ოთხი თინეიჯერი მოჰყავს
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
"ოქროს ბურთის" ფავორიტი? მაშინ ოლისე მიმაჩნდა, მაგრამ..." - რა თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე?
"ჩაკვეს" დღე და "ქოჩორა" "ბარსასთან" - "კვარა" კვირას - ნაკრებამდე
"ფიქრი საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო" - ცარუკიანი თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
მესი ნაკრებთან ერთად ბუენოს-აირესში არ გაემგზავრა
"მადლობა ღმერთო, რომ არგენტინელი ვარ" - მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა
კოპა ამერიკა 2015: ჩილეს ტრიუმფის მიზეზები
"არგენტინის ნაკრები წარმოადგენდა ამაზრზენი ფენის აგრესიულ ნაწილს" - ესპანელი მწერალი
ლა ლიგის დესანტი ინგლისში - 17 ახალი ფეხბურთელი ესპანეთიდან
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
სადისციპლინო კომიტეტმა სერია A-ს ორი ფეხბურთელი დასაჯა
ფიოლერი: არგენტინის მსგავსად მოთამაშე გუნდი არ მჭირდება - ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს
ტელეკომპანიამ არგენტინის ნაკრების მოძულეთა სიმბოლური გუნდი შეადგინა
ჩილე-პერუ 2:1 - კოპა ამერიკაზე პირველი ფინალისტი ცნობილია [VIDEO]
მსაჯმა ახსნა თუ რატომ გააძევა ლიონელ მესი
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
"ყველა თეთრია - ჩვენი ნაკრებისადმი სიძულივილი ამითაა გამოწვეული" - არგენტინელი პოლიტიკოსი
"ყველა ვარიანტში, "ოქროს ბურთი" მას უნდა გადასცენ" - სიმეონეს თავისი ფავორიტი ჰყავს
გარი მედელი "ბეშიქთაშმა" 3 მილიონ ევროდ იყიდა
მესის ბოლო სანაკრებო შეკრება - ლეოს ეროვნული გუნდიდან 6 ოქტომბერს გააცილებენ