კლასიკური რალი აზრს კარგავს
კლასიკურ რალიში მსოფლიოს ჩემპიონატი თანდათან კარგავს აზრს. გასულ უქმეებზე გაიმართა მორიგი ეტაპი - პოლონეთის რალი, რომელზეც სეზონში მეხუთე გამარჯვება მოიპოვა "ფოლკსვაგენის" პილოტმა, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა სებასტიან ოჟიემ და ძალიან მიუახლოვდა ზედიზედ მესამე ტიტულს.

ფრანგმა უკვე პარასკევს ჩაიგდო ხელთ ლიდერობა და თანდათან შორდებოდა თანაგუნდელსა და მთავარ კონკურენტს ანდრეას მიკელსენს. ოჟიე პოლონეთში შესანიშნავ ფორმაში იყო და ბოლო სპეცმონაკვეთიც მოიგო, რითაც ეტაპზე ქულების მაქსიმუმი მოიპოვა.

ოჟიემ პოლონეთის რალი მიკელსენზე 12-წამიანი უპირატესობით დაასრულა. "ფოლკსვაგენის" მესამე წევრი იარი-მატი ლატვალა, რომელიც ესტონელ ოდ ტანაკს მესამე ადგილისთვის ებრძოდა, ზედმეტად აქტიური იყო და ხეს შეეჯახა, რამაც რადიატორის დაზიანება გამოიწვია. შესაბამისად, ესტონელი მესამეზე გავიდა.

გენერალურ კლასიფიკაციაში ოჟიე უკვე 78 ქულით უსწრებს მიკელსენს.

მომდევნო ეტაპი აგვისტოში ფინეთში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მსოფლიოს რალი: ოჟიე - სამგზის ჩემპიონი
რალი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ოჟიეს სამიდან სამი
რალი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ოჟიემ ფინეთში წააგო
რალი: ტრაგედია და ძველი გამარჯვებული
რალი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ოჟიეს ექვსიდან ოთხი
ესტონელმა მრბოლელმა რალიში ფრანგების 15-წლიანი დომინაცია შეწყვიტა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა