არავის ვახსოვარ ფედერაციაში
22 წლის ბერნარდ ტომიჩმა ავსტრალიის ჩოგბურთის ასოციაცია უპატივცემულობასა და ფულის გამოძალვაში დაადანაშაულა, ხოლო ავსტრალიური ჩოგბურთის ლეგენდას პატრიკ რაფტერს კარგი მსახიობი უწოდა.

სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ასოციაციამ და პატრიკ რაფტერმა უარი განაცხადეს ბერნარდ ტომიჩისა და მისი 17 წლის დის - სარას სპონსორებაზე.

"გასული წელი ჩვენს ურთიერთობებში რთული გამოდგა. ყველა ფიქრობს, რომ ომი მაქვს პეტ რაფტერთან, მაგრამ ეს ასე არ არის. ის კარგი ბიჭია, - ამბობს ტომიჩი The Guardian-თან კომენტარში. - მაგრამ საზოგადოებისთვის უცნობია, რომ ის კარგი მსახიობია. მას გრძელი ენა აქვს და ყოველთვის მზად არის პასუხის გასაცემად. ფედერაციაში ასწავლეს სწორი პასუხების გაცემა.

ჩემს მიმართ არანაირი პატივისცემა არ არსებობს. გასულ წელს, როცა ორი ოპერაცია გადავიტანე, ფედერაციიდან არავინ შემხმიანებია, არ უკითხავთ: "შეგვიძლია რაიმეთი დაგეხმაროთ?" მართლა ძალიან ცუდად ვიყავი, რადგან აქამდე ფედერაცია მხარს მიჭერდა.

არ მინდა ცუდად გამიგოთ. როგორც რაფტერმა თქვა, ჩემში დიდი ფული ჩაიდო - ეს ასეა. მაგრამ რამდენიც ჩემში დახარჯეს, იმაზე ათჯერ და ოცჯერ მეტი აიღეს".

ტომიჩის კიდევ უფრო დიდი აღშფოთება გამოიწვია ჩოგბურთის ასოციაციის მოულოდნელმა მოთხოვნამ - გასულ ზამთარს, პეტ რაფტერის არენის კორტების გამოყენებისთვის შესაბამისი საფასური გადაეხადა.

"მიგაჩნიათ, რომ სამართლიანია? რა თქმა უნდა, არა. სად გაქრა მხარდაჭერა? საქმე ფულში არ არის? საქმე ბანალურ პატივისცემაშია".

ამასთან, ტომიჩმა განაცხადა, რომ ლეიტონ ჰიუიტის კარიერის საპატივცემულოდ არ გამოუცხადებს ბოიკოტს დევისის თასის მატჩს ყაზახეთის წინააღმდეგ, მაგრამ ავსტრალიის ჩოგბურთის ასოციაციამ ჩამოაშორა ტურნირს ჩოგბურთელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ