საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ და მეორე დივიზიონებში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა...

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ და მეორე დივიზიონებში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა. ნახევრადპროფესიულ ფედერალ 1 და სამოყვარულო ფედერალ 2 და ფედრალ 3 დივიზიონებში კი საზაფხულო მიდი-მოდი ივლისის ბოლომდე გაგრძელდება.

მომავალი სეზონიდან ელიტურ, პირველ და მეორე დივიზიონებში 16 ქართველი მორაგბე ითამაშებს. პირველი დივიზიონის ექვს გუნდში დღესდღეობით 11 მორაგბე ირიცხება. აქედან ცხრა პირველხაზელია და ორი - მესამეხაზელი. მეორე დივიზიონის ოთხ გუნდში მოასპარეზე ხუთი ქართველიდან ხუთივე პირველხაზელია.

როგორც უკვე ვთქვით, სატრანსფერო ციებ-ცხელება არ დასრულებულა ფედერალ დივიზიონებში. საქართველოს ნაკრების წევრებმა ირაკლი მაჩხანელმა და ბესო უდესიანმა მეორე დივიზიონში აღზევებული "სენტ ეტიენი" დატოვეს და "მაკონში" გადაბარგდნენ. ეს გუნდი ფედერალ 1 დივიზიონში წლეულს გადაბარგდა.

ელიტური, მეორე დივიზიონის "ორიაკიდან" ფედრალ 1 დივიზიონის "ფიჟაკში" გადავიდა საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი ლევან დათუნაშვილი. ამავე კლუბში ითამაშებს საქართველოს ნაკრების გარემარბის მალხაზ ურჯუკაშვილის ძმისშვილი ბექა ურჯუკაშვილი. "მახომ" გასული სეზონი "ფიჟაკში" გაატარა, თუმცა გუნდი დატოვა და სად გააგრძელებს კარიერას, ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ "ფიჟაკში" კიდევ ორი ქართველი ირიცხება - მერაბ კვირიკაშვილი და დიმა პავლოვი ირიცხებიან.

ფედერალ 1 დივიზიონში ფინანსური პრობლემების გამო დაქვეითებულ "მონტობანთან" გააფორმა ხელშეკრულება საქართველოს ნაკრების მეორეხაზელმა გიორგი ნემსაძემ, რომელიც მანამდე ამავე დივიზიონში მოასპარეზე პარიზულ "მასიში" თამაშობდა.

"მარსელიდან" ფედერალ 1 დივიზიონის "ლე სეინში" გადაბარგდა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და ვეტერანი გია ლაბაძე.

ჯერჯერობით უგუნდოდ არიან საქართველოს ნაკრების შუამარბი ირაკლი გიორგაძე, მეორეხაზელი ილია ზედგინიძე და პირველხაზელი რეზო ბელქანია.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში მორაგბეების გარდა ლეგიონერი მწვრთნელი გვყავს. ფედერალ 1 დივიზიონის "მასის" შერკინების მწვრთნელ ვიქტორ დიდებულიძეს ახალი სეზონიდან კიდევ ერთი ქართველი მწვრთნელი დაემატება. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე ფედერალ 2 დივიზიონიდან ფედერალ 3 დივიზიონში დაქვეიტებულ "ოსერის" მოთამაშე მწვრთნელი იქნება.

ცალკე თემაა ზოგადად უცხოეთში მომუშავე ქართველი მწვრთნელების თემა. საფრანგეთში ბავშვთა გუნდებთან დიდი ხანია, მუშაობენ ზურაბ მჭედლიშვილი და გუჯა იოვაძე. უკრაინის შვიდკაცა ნაკრებს თავკაცობს ზაზა ლეჟავა, რომელიც მანამდე საფრანგეთში საქმიანობდა. საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი მალხაზ ჭეიშვილი კი აზერბაიჯანის ნაკრებს უდგას სათავეში.

საფრანგეთი

I დივიზიონი

კლერმონი: დავით ზირაქაშვილი, ვიქტორ კოლელიშვილი. აჟენი: ბექა შეყლაშვილი. კასტრი: აქვსენტი გიორგაძე, ანტონ ფეიქრიშვილი. ტულონი: დავით ქუბრიაშვილი. მონპელიე: მამუკა გორგოძე, გიორგი ჩხაიძე, გიორგი ჟღენტი, გოდერძი შველიძე, მიხეილ ნარიაშვილი. ბრივი: დავით ხინჩაგიშვილი.

II დივიზიონი

ლიონი: გურამ კავთიძე. ტარბი: მამუკა მაგრაქველიძე, ირაკლი მირცხულავა. დაქსი: გიორგი კუთარაშვილი. გრენობლი: გიორგი მენაბდიშვილი.

ფედერალ 1

მაკონი: ბესო უდესიანი, ირაკლი მაჩხანელი. ორლეანი: ავთანდილ კოპალიანი. სენ ნაზერი: თენგიზ გელანტია. მასი: დავით აშვეთია, ალექსანდრე ესაკია, არჩილ კობაური, შალვა სუთიაშვილი. მონლუსონი: ელიზბარ ყუფარაძე. მონტობანი: გიორგი ნემსაძე. ბეზიე: ლაშა მალაღურაძე, გიორგი მჭედლიშვილი. ნიცა: დავით კაჭარავა. ბედარიდე: ირაკლი გუნდიშვილი. ლა სეინი: გია ლაბაძე. პერიგო: დავით დადუნაშვილი, ირაკლი ნინიძე, თედო ზიბზიბაძე, ალექსანდრე მარგველაშვილი. ობენა: შოთა მელიქიძე. ფიჟაკი: მერაბ კვირიკაშვილი, დიმა პავლოვი, ლევან დათუნაშვილი, ბექა ურჯუკაშვილი.

ფედერალ 2

ლე ბუგე: დიმიტრი ბასილაია, დავით გასვიანი, ნიკოლოზ მაღალდაძე. ოსერი: ირაკლი აბუსერიძე, სანდრო ჭელიძე. დომონი: ზურაბ მჭედლიშვილი. სენაკი: რეზო გიგაური. ლილი: დავით ბოლღაშვილი, სოსო ნიკოლაენკო. შამბერი: ვახტანგ მაისურაძე.

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა