"ესპანეთში დავბრუნდები, თუმცა, თუ "ალბასეტეზე" უკეთესი ვარიანტი გამოჩნდა, კარიერას იქ გავაგრძელებ"
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ორი ლეგიონერია: სოსო მაჭავარიანი და ლევან მასხულია. სოსოს ჩვენი მკითხველი უკვე შევახვედრეთ; რაც შეეხება ლევანს, იგი გასულ სეზონში ესპანური "ალბასეტეს" ღირსებას იცავდა და ვერცხლის ლიგაში გამოდიოდა.

"ჩვენი გუნდი, ძირითადად, 23-24 წლის კალათბურთელებით იყო დაკომპლექტებული. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, არაერთი ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ და ესპანეთის ჩემპიონატის ვერცხლის ლიგაში რეგულარული ეტაპი მეორე ადგილზე დავასრულეთ.

გავედით პლეი ოფში, თუმცა იქ უწინდელი წარმატებით ვერ ვითამაშეთ", - გვითხრა ლევან მასხულიამ და დასძინა, რომ ბოლო შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღია. ამის მიზეზი ვიზასთან დაკავშირებული პრობლემები იყო, რის გამოც მას ესპანეთის ჩემპიონატში თამაშის უფლება აღარ ჰქონდა.

თუმცა ეს მხოლოდ დროებითი ამბავი იყო. იგი მომავალ სეზონშიც ესპანეთში აპირებს კარიერის გაგრძელებას. ვიდრე მის მომავალ კლუბს შევეხებოდეთ, "ალბასეტეზე" საუბარი მოვამთავროთ. საინტერესოა, რა პოზიციაზე თამაშობდა და რა ფუნქციები ჰქონდა ქართველ უკანახაზელს ესპანურ კლუბში.

"ძირითადად, ორ ამპლუაში მიწევდა გამოსვლა - გამთამაშებლად და მსროლელად. ეს ყველაფერი დამოკიდებული იყო სათამაშო სქემასა და კონკრეტულ სიტუაციაზე.

რაც შეეხება ფუნქციებს, გუნდში ყველას თავისი საქმე ჰქონდა. არც მე ვიყავი გამონაკლისი, როგორც ყველა გამთამაშებელსა და მსროლელს, კომბინაციების წამოწყება მევალებოდა და ხშირად ვტყორცნიდი სამქულიანს".

დარჩება თუ არა ლევან მასხულია "ალბასეტეში"?

"ამ შეკითხვაზე პასუხი ჯერ არ მაქვს. ესპანეთში დავბრუნდები, თუმცა, თუ "ალბასეტეზე" უკეთესი ვარიანტი გამოჩნდა, კარიერას იქ გავაგრძელებ. ბევრი რამ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შემდეგ გაირკვევა".

როგორც მოგახსენეთ, ლევანი საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრია და გუნდთან ერთად ამჟამად ლუქსემბურგში გადის შეკრებას.

როგორც თავად გვითხრა, სანაკრებოდ მზადება 3 ივნისიდან დაიწყო. თავიდან გუნდთან ერთად ფიზმომზადებაზე მუშაობდა, შემდეგ ორჯერად ვარჯიშებზე გადავიდა, დილას - ტრენაჟორების დარბაზში, საღამოს - კომბინაციებსა და ტაქტიკაზე.

"ფორმაში ნელ-ნელა შევდივართ, რაშიც ამხანაგური მატჩებიც გვეხმარება. ვიმედოვნებ, რომ ოფიციალური შეხვედრებისთვის სათანადო კონდიციებში ვიქნებით. დანარჩენს უშუალოდ შესარჩევი ეტაპი გვიჩვენებს".

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული ნაკრები B დივიზიონის (ევროპის 2016 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევ) მატჩებს 9 ივლისიდან შეუდგება.

ჩვენს ჯგუფში, ქართველთა გარდა, ითამაშებენ ჩერნოგორია, პორტუგალია, კოსოვო და ლუქსემბურგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kako
კალათბურთელის სიმაღლე მიუთითეთ ყოველთვის, სიმაღლე. ჰაერივით გვჭირდება მაღალი ცენტრის მოთამაშეები თორემ 5 წელიწადში საკართველოს ნაკრებს მაღალი დონის ცენტრალური თავდამსხმელი აღარ ეყოლება.
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ