ასოციაციის ბოლო სიახლეები
"გოლდენ სტეიტმა" ფორვარდი დევიდ ლი ტრეიდის მეშვეობით "ბოსტონში" გაუშვა, - იტყობინება ESPN. საპირისპირო მიმართულებით "უორიორზში" მიემგზავრება ჯერალდ უოლასი. უახლოეს დღეებში გარიგების შესახებ ოფიციალურად გამოცხადდება. გასულ სეზონში, 32 წლის ლიმ ტრავმის გამო დაკარგა ადგილი კალიფორნიელთა სასტარტო შემადგენლობაში.

"უორიორზი" იძულებული გახდა ეს ნაბიჯი გადაედგა სახელფასო ბიუჯეტის განტვირთვისთვის. მომავალ სეზონში, ლის კონტრაქტის მიხედვით 15.4 მილიონი დოლარი ეკუთვნოდა, რაც შეეხება 2015-16 წლებში უოლასის ხელფასს, ის 10 მილიონ დოლარს უტოლდება.

ლიმ, რომელიც ამ ზაფხულს "ბოსტონის" მეორე ახალწვეული გახდა, გასულ სეზონში 49 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 7.9 ქულა, 5.2 მოხსნა და 1.7 პასი დააგროვა. პლეი ოფის 13 მატჩში მისი სტატისტიკა 3.1 ქულასა და 2.6 მოხსნას უდრიდა.

- "მინესოტა ტიმბერვულვზი" მოელაპარაკა ფორვარდ კევინ გარნეტს კონტრაქტის კიდევ ორი წლით გახანგრძლივებაზე. 39 წლის ვეტერანის ხელფასის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ გარნეტი ამა წლის თებერვალში დაბრუნდა "მინესოტაში", როცა ამ კლუბმა გაცვლა განახორციელა "ბრუკლინთან". თუმცა "მგლებში" გადასვლის შემდეგ, კევინმა მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 7.6 ქულითა და 5.2 მოხსნით დაეხმარა გუნდს. უფრო ადრე გარნეტი კარიერის დასრულებას აპირებდა, მაგრამ თამაშის გაგრძელება გადაწყვიტა.

- ცენტრი ჯეისონ სმიტი "ორლანდოს" მოთამაშე გახდა. ამის შესახებ თავად კალათბურთელმა დაწერა საკუთარ "ტვიტერზე". კონტრაქტი ერთწლიანია, ხოლო 29 წლის ამერიკელის ხელფასი 4.5 მილიონი იქნება.

გასულ სეზონში სმიტი "ნიუ იორკ ნიქსში" თამაშობდა და საშუალოდ 8.0 ქულასა და 4.0 მოხსნას აგროვებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
NBA-ის, თითქმის, შემდგარი სუპერგუნდები
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
მესამე ლეგენდაც წავიდა: გარნეტი ბრაიანტსა და დანკანს მიყვა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ზაზა ფაჩულიას "დალასში" ახალი შემცვლელი ჰყავს - დევიდ ლი
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
rotoworld.com: ფაჩულია ძირითადში უნდა იყოს - ის მეჯრიზე უკეთესია
მადლობელი ვარ - კევინ გარნეტმა კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
[ექსკლუზივი] ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტის" ვარსკვლავებზე, ნაკრებსა და აკადემიაზე
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: დენგი "კლივლენდში" წავიდა
ჯორდანის გარეშე - პოლ ჯორჯმა NBA-ის საუკეთესო 5-ეული დაასახელა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები