გვეიმედება, რომ "ცხინვალი" "ბოტოშანისთან" შეხვედრას თავისთვის სასურველი შედეგით დაამთავრებს და მომდევნო ეტაპზე გავა
ევროტურნირების დებიუტანტი "ცხინვალი" ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს დღეს, 9 ივლისს ჩაატარებს რუმინულ "ბოტოშანისთან" და ყველას გვეიმედება, რომ კახა კაჭარავას დამოძღვრილი ქართული გუნდი ამ შეხვედრას თავისთვის სასურველი შედეგით დაამთავრებს და მომდევნო ეტაპზეც გავა.

"ცხინვალის" მსგავსად, "ბოტოშანიც" პირველად მონაწილეობს ევროტურნირებზე, თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ უკვე წლებია, რაც რუმინული კლუბები წარმატებით ასპარეზობენ ჩემპიონთა ლიგასა თუ ევროპალიგაზე.

...ევროტურნირებზე ქართული და რუმინული კლუბების ურთიერდაპირისპირებათა ისტორიას თუ გადავხედავთ, გაგიკვერდებათ და, დღესდღეობით თითქმის აბსოლუტური თანაფარდობაა: "ბოტოშანისთან" ჩატარებული პირველი მატჩის ჩათვლით, სულ 6 შეხვედრა გაიმართა, 2 ჩვენ მოვიგეთ, 2 - რუმინელებმა და ორიც ფრედ დამთავრდა.

ერთადერთი, ბურთების სხვაობაში მცირედით გვჯობნიან რუმინელები: 7-6.

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, რუმინულ გუნდს ევროტურნირებზე პირველად 1994 წელს დავუპირისპირდით; თბილისის "დინამოს" იმ დროისათვის კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავდა და, აქედან გამომდინარე, არც არავის უნდა გაჰკვირვებოდა კრაიოვას "უნივერსიტატეას" ბარიერის გადალახვა.

ეგ კი არა, გივი ნოდიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დინამო" იმდენად სჯობდა მეტოქეს, თავისუფლად შეეძლო, რომ ორივე მატჩი ბევრად უფრო დიდი ანგარიშითაც მოეგო; თუმცა, არც იმ შედეგით ვიყავით უკმაყოფილონი: დინამოელთა ახალგაზრდულმა გუნდმა (მხოლოდ გელა ინალიშვილი და ირაკლი ზოიძე იყვნენ 25 წელს გადაცილებული "ვეტერანები") ორივე მატჩში სუპერშემტევი ტაქტიკა აირჩია და "უნივერსიტატეას" შანსი არ დაუტოვა.

ჩინებულად გამოიყურებოდნენ გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე, არჩილ არველაძე, გოჩა ჯამარაული, მიხეილ ყაველაშვილი, თუმცა ორივე შეხვედრაში დინამოელთა შემადგენლობაში გამორჩეულნი იყვნენ რევაზ არველაძე და მურთაზ შელია. აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საპასუხო შეხვედრაში "დინამოს" შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა იმ დროისთვის 16 წლის ალექსანდრე იაშვილს...

რუმინულ კლუბებთან მომდევნო დაპირისპირება 1996 წელს გვქონდა, როცა ყველა შეგუებული ვიყავით, რომ ფოთის "კოლხეთი" უშანსოდ იქნებოდა რუმინეთის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბ ბუქარესტის "დინამოსთან" და ასეც მოხდა.

ქართულ-რუმინული მომდევნო დაპირისპირება კი 2 წლის წინათ იყო, როცა ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოს" მეტოქედ ერგო რუმინეთის ყველაზე ტიტულოვანი და ყველაზე პოპულარული კლუბი, ბუქარესტის "სტიაუა".

ეს გუნდი, საერთოდაც, აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ უძლიერესად მიიჩნევა და ამაში თბილისურ მატჩშიც ყველა დავრწმუნდით: მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოსულმა ახალგაზრდა ფორვარდმა გაბრიელ იანკუმ "დუბლი" შეასრულა და საპასუხო შეხვედრამაც, ფაქტობრივად, აზრი დაკარგა.

ორი წლის წინანდელი "სტიაუა" მართლაც გამორჩეული გუნდი იყო და რამდენიმე ასევე გამორჩეული ინდივიდუალისტიც უნდა ვახსენოთ: მეკარე ჩიპრიან ტატარაშანუ (მერე "ფიორენტინაში" გადავიდა), ცენტრალური მცველი ვლად კირიკეში ("ტოტენჰემშია"), იტალიელი ცენტრფორვარდი ფედერიკო პიოვოკარი (ესპანურ "ეიბარშია"), პოლონელი ცენტრალური მცველი ლუკაშ შუკალა, გუნდის კაპიტანი, ენერგიული საყრდენი ალექსანდრუ ბურჩეანუ და, რაღა თქმა უნდა, მარცხენა გარემარბი კრისტიან ტანასე, რომელმაც "დინამოს" მცველებს უამრავი პრობლემა შეუქმნა.

ისე, არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები თბილისურ მატჩში (და, ალბათ, საერთოდ, ორრაუნდიან დაპირისპირებაში), 0:0-ზე "დინამოს" ესპანელ ლიდერს, ჩისკოს პენალტი რომ გაეტანა. ეს ეპიზოდი 61-ე წუთზე მოხდა, სამ წუთში კი რუმინელებმა აქეთ გაგვიტანეს გოლი...

ყველა დაპირისპირება

უეფას თასი, წინასწარი წრე

09.08.94. თბილისი

დინამო თბ-უნივერსიტატეა 2:0

1:0 ქინქლაძე (27), შ. არველაძე (59)

დინამო: ზოიძე, ნ. ლობჟანიძე, ნემსაძე, შელია, ინალიშვილი, ყაველაშვილი (64. ზ. რევიშვილი), ჯამარაული, ქინქლაძე, რ. არველაძე, ა. არველაძე (79. ცქიტიშვილი), შ. არველაძე.

მთავარი მწვრთნელი: გივი ნოდია

23.08.94. კრაიოვა

უნივერსიტატეა-დინამო თბ 1:2

0:1 ყაველაშვილი (2), 1:1 პიგულია (58), 1:2 ქინქლაძე (83)

დინამო: ზოიძე (65. ჩხეიძე), ნ. ლობჟანიძე, ნემსაძე, შელია, ინალიშვილი, ყაველაშვილი, ჯამარაული, ქინქლაძე (88. ა. იაშვილი), რ. არველაძე, ა. არველაძე. შ. არველაძე.

მთავარი მწვრთნელი: გივი ნოდია

ინტერტოტოს თასი. შესარჩევი ეტაპი

20.07.96. ბუქარესტი

დინამო ბუქ-კოლხეთი 2:0

კოლხეთი: გოგუა, ქუნთელია (74. ღაღანიძე), ქობულაძე, შ. ხუჯაძე, თიბილაშვილი, მიქაბერიძე, ბ. ამბიძე, ტორჩინავა, სოლოღაშვილი, გახოკიძე, გაბისონია (78. ბულუხია).

ევროპალიგა. III საკვალიფიკაციო ეტაპი

30.08.13. თბილისი

დინამო თბ-სტიაუა 0:2

0:1 იანკუ (64), 0:2 იანკუ (80)

დინამო: ლორია, სეთურიძე, უსტარიცი, გ. კვარაცხელია, კვირკველია, ხმალაძე, ე. გრიგალაშვილი, მერებაშვილი (87. ხოჭოლავა), გლიშიჩი, ჩისკო (67. ვუო), დვალი (79. გოგა).

მთავარი მწვრთნელი: დუშან უჰრინი

06.08.13. ბუქარესტი

სტიაუა-დინამო თბ 1:1

1:0 ლატოვლევიჩი (7), 1:1 უსტარიცი (48)

დინამო: ლორია, სეთურიძე, უსტარიცი, გ. კვარაცხელია, კვირკველია, ხმალაძე, პაპავა (60. გოგა), მერებაშვილი, ე. გრიგალაშვილი, ჩისკო, დვალი (69. ვუო).

ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი

02.07.15. ბოტოშანი

ბოტოშანი-ცხინვალი 1:1

1:0 ივანოვიჩი (21), 1:1 ნ. კაჭარავა (46)

ცხინვალი: ნადირაძე, ცერცვაძე, კაკუბავა, ვ. კილასონია, ბაჩიაშვილი, გიგაური (77. ბურძენაძე), ქარდავა, ლექვთაძე (63. შულაია), ცაცკრიალაშვილი, ივანიშვილი (89. კაჭკაჭიშვილი), ნ. კაჭარავა.

მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
ნაკრების კანდიდატთა გუნდი ჩინეთში, სოლიდარობის თასზე საასპარეზოდ მიემგზავრება
18 წ. | მესამედ სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე
7-კაცა | მეორე ეტაპზე სპლიტში
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
მჯდომარე ცხოვრების წესი და პროქტოლოგიური პრობლემები
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშება დასრულდა
ლეგენდარული კევინ კიგანი გარდაიცვალა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან მატჩი მოიგო
წიტაიშვილის დამატების სურვილი ფრანგულ, გერმანულ და ნიდერლანდურ კლუბებს აქვთ
დარვინ ნუნიესი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
"დე ლა ფუენტეს ისეთ ადგილას დავიხატავ, რომ..." - კუკურელია პირობას ასრულებს
თორნიკე შენგელიას დამატებით ევროლიგის ჩემპიონი ინტერესდება
მესი "ვერცხლის ბურთის" ამარა - საუკეთესოები ესპანელები გახდნენ
[VIDEO] გარსიას ყელში სწვდა, გავი მოედანზე დააგდო - რა აჩხუბებდა პარედესს?
[VIDEO] ესპანეთმა არგენტინას სძლია და დამსახურებულად გახდა მსოფლიო ჩემპიონი
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
ცხინვალი VS ბოტოშანი - მცირე უპირატესობა, შეცდომების გარეშე
სფფ-ის აღმასკომზე "ცხინვალის" შესახებ იმსჯელეს
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: რეალური და ვირტუალური ნომინანტები
ეროვნული ლიგა 2. V ტური: "სამტრედია" და "თელავი" წაუგებლად წინ მიიწევენ
ფეხბურთი სიჭინავას გარეშე - რას უკავშირდება სფფ-ის პრეზიდენტის გადადგომა?
"ცხინვალი" მესამე ლიგაშიც კი ვეღარ იასპარეზებს
მეორე ბუნდესლიგის "დუისბურგში" ლაშა დვალს გიორგი ჭანტურიაც შეუერთდება
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
ლაშა დვალიშვილი: საარჩევნო კამპანიას "ლელოს" რედაქციიდან ვიწყებ!..
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება