ივიცა ოლიჩმა ოპერაციის შემდეგ საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მიუნხენურ კლუბზე ისაუბრა
"ბაიერნის" თავდამსხმელმა ივიცა ოლიჩმა საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და ასევე ბუნდესლიგასა და ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "ინტერის" წინააღმდეგ თავისი გუნდის შანსები შეაფასა.

გასულ ხუთშაბათს გერმანიაში დავბრუნდი და საკუთარ სახლამდე ყავარჯნების გარეშე მივედი. ეს პირველი დიდი გამარჯვებაა. ამერიკიდან სასიხარულო ამბავი ჩამოვიტანე:

ექიმმა, რომელმაც ოპერაცია გამიკეთა, თქვა, რომ მუხლი კარგ მდგომარეობაშია, - ოპერაციიდან ორი თვის შემდეგ ყველაფერი ნორმალურად და გართულების გარეშე მიდის.

ახლა ჩემთვის დანიშნული აღდგენითი პროგრამა მკაცრად უნდა დავიცვა. თუ ყველაფერი კარგად იქნება, აპრილის ბოლოს სირბილის დაწყებას შევძლებ, მაისში კი ვარჯიშებს შევუერთდები. მიმდინარე სეზონში ალბათ ვერ ვითამაშებ, მაგრამ მომავალ სეზონს მზად უნდა შევხვდე. იმედი მაქვს, რომ ყველა სირთულე წარსულში დარჩა. ძალიან მინდა ფეხბურთს დავუბრუნდე დ კიდევ რამდენიმე წელი უმაღლეს დონეზე ვითამაშო.

ყველა გუნდში, სადაც მითამაშია, სერიოზული კონკურენცია იყო. მთავარი ჯანმრთელობაა. თუ მწყობრში ჩავდექი, ყველას ვაჩვენებ რაც შემიძლია. 2005 წელს, როდესაც "ცსკაში" ვთამაშობდი, ჯვარედინ იოგებზე ოპერაცია გამიკეთეს, ამიტომ ვიცი რაც არის სერიოზული ტრავმა და როგორ უნდა დაძლიო ის. ფიზმომზადების მხრივ "ბაიერნის" თავკაცთან უკვე ვემზადები და მჯერა, რომ ყოველდღიურად უკეთ ვიქნები.

ყველა უკანასკნელ მატჩს ვუყურე. პირველ რიგში, ძალიან მომეწონა დორტმუნდის "ბორუსიის" თამაში. თავიდანვე ვიცოდი, რომ ჩემს "ბაიერნელ" პარტნიორებს გაუჭირდებოდათ: "ვოლფსბურგი" ცდილობს დაამტკიცოს, რომ "მანჩესტერ სიტიში" ჯეკოს გარეშეც ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს. მართალია, ჩვენ უფრო მეტი სახიფათო მომენტი გვქონდა, მაგრამ რა... ეს პირველი მატჩი იყო, ამასთან რიბერიმ ტრავმის გამო მხოლოდ ოცი წუთი ითამაშა. დორტმუნდმა კი მოიგო და სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. "ბაიერნს" ახლა ჩემპიონობის მცირე შანსი დარჩა.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, "ინტერთან" ძალიან რთული მატჩები გველის, ეს მოურინიოს გარეშეც კი მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია. ''ინტერს" ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია, გასულ სეზონში მილანელებმა ეს დაამტკიცეს. მათ ახლაც დიდი ამბიციები აქვთ. ჩემპიონთა ლიგაში მოთამაშეები ცდილობენ, ყოველთვის თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინონ. და მიუხედავად ყველაფრისა, ვიმედოვნებ, რომ "ბაიერნი" მილანურ ბარიერს გადალახავს", - განაცხადა ოლიჩმა.

მომზადებულია sport-express.ru-ს მიხედვით

"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
ახალი კონტრაქტი ოლისეს - ფრანგი "ბაიერნში" შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
გადაიხდის "ბაიერნი" ჰოლანში 220 მილიონს?
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა