ორგანიზაციის განცხადებით, არსებობს სერიოზული საფრთხე ინციდენტებისა, რამაც შესაძლოა, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე ნეგატიური გავლენა იქონიოს
ფოტოზე: "დინამო არენაზე" გამოფენილი ბანერები

კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების ინსტიტუტმა (CIRS) ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე, "გაბალასა" და თბილისის "დინამოს" საპასუხო მატჩის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ არსებობს სერიოზული საფრთხე ინციდენტებისა, რამაც შესაძლოა, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე ნეგატიური გავლენა იქონიოს.

შეგახსენებთ, რომ თამაში 9 ივლისს, თბილისის დროით 20:00 სთ-ზე დაიწყება. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, მატჩზე დასასწრებად გაბალას ასეულობით ქართველი გულშემატკივარი ეწვია.

გაბალა VS დინამო (თბ) - მთავარია ფსიქოლოგია!

ორგანიზაცია, რომელიც თბილისშია ბაზირებული, მხარეებს მაქსიმალური ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებს.

"ჩვენი ექსპერტების აზრით, მატჩის წინ მიღებული უსაფრთხოების ზომები არასაკმარისია და რეალურ ვითარებას არ შეესაბამება. მოგიწოდებთ, უფრო მეტად ყურადღებით იყოთ ექსტრემიზმის ფაქტების აღსაკვეთად.

ინსტიტუტის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს ინციდენტები კარგად დაგეგმილი პროვოკაციის ნაწილია, რომელიც 11 აგვისტოს, თბილისში, "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის გასამართ უეფას სუპერთასის მატჩს უკავშირდება. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას სურს, ეს ღონისძიება ჩაიშალოს და ამასთან, საერთაშორისო საზოგადოების თვალში შეილახოს საქართველოს რეპუტაცია", - ნათქვამია განცხადებაში.

ინსტიტუტი ასევე გვახსენებს, რომ 2008 აგვისტოს ომიც აგვისტოში დაიწყო და ის სპორტულ მოვლენას - პეკინის ოლიმპიურ თამაშებს დაემთხვა.

ინსტიტუტის განცხადება 6 ივლისს, თბილისში გამართულ "დინამო"-"გაბალას" პირველ მატჩს უკავშირდება, რა დროსაც "დინამო არენის" ტრიბუნებზე გამოფენილ ბანერს: "ჩვენ გვახსოვს ზაქათალა და კახი. 1921 წელი", აზერბაიჯანული მხარის უკმაყოფილება მოჰყვა.

ქართველებმა გვცემეს და დროშა გაგვითელეს! - აზერბაიჯანული მხარე უეფაში ჩივის

აზერბაიჯანული წყაროების ცნობით, თამაშის შემდეგ "გაბალას" გულშემატკივრებს ქართველმა ფანებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, აზერბაიჯანის ეროვნული დროშა კი შეურაცხყვეს.

"გაბალას" სტადიონზე ქართველების შეურაცხმყოფელი ბანერი არ იქნებაო...

"საერთაშორისო ევროპული ქსელის, "ფეხბურთი რასიზმისა და დისკრედიტაციის" მონაცემებით, პროვოკაციული ბანერი ექსტრემისტულმა დაჯგუფება "ფრონტმა" გამოფინა, რომელიც თავს "დინამოს" გულშემატკივრად წარმოაჩენდა. დაჯგუფება ასევე იყენებდა ნეონაცისტურ სიმბოლიკას - დივიზია "ეს-ესის" სიმბოლო "თავის ქალასა" და მეორე მსოფლიო ომის დროს კავკასიელი მოხალისეებისგან 1942 წელს ფორმირებული გერმანული აბვერის, "ბერგმანის" სახელწოდებას", - წერს CIRS.

მომზადებულია abc.az-ის მიხედვით

luka
სამი გუნდი იყო ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე და სამივემ კაცნაკლულმა დაამთავრა. სამივე დაასრულა მონაწილეობა მიტო ვართ ფიფას რეიტინგში ცხრილის ბოლოში
svani_7
აი ეგ მერე ჩვენ ვიცით ''ქართველებმა''!!!!
კახელო
რომ გაბედონ, რას დაუპირისპირებ?
svani_7
აქ რაც წერია ნაწილს ვეთანხმები ნაწილი მაგარი სისულელეა ) აი პროვოკაციას რაც შეეხება, აბა გაბედონ!!! გაბედოოონ )))))
ემზარი
ვეცადოთ არ მოვიკცეთ პროვოკაციულად და ჩვენც არ ავყვეთ პროვოკაციულ გამოხტომებს
მიხო
ამას რად უნდა ექსპერტების ანალიზი. ნორმალური ადამიანები ხვდებიან, რომ წინა ინციდენტიც დაგეგმილი იყო და მომავალშიც დაგეგმავენ უარესს. ყველაზე ცუდი ისაა, სახელმწოფო სტრუქტურები არ აღკვეთენ პროვოკაციებს!!
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
Associated Press თბილისის "დინამოს" შესახებ ლოზანის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წერს
"გაბალას" ტრავმირებულ ფეხბურთელს ოპერაცია გაუკეთეს [VIDEO]
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
"აზერბაიჯანულ მედიაში არ შემხვედრია სტატია, სადაც "დინამოს" მიმართ დამაკნინებელი სიტყვები ეწერა"
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
დავით ვოლკოვი გუნდს იცვლის, ქართველს ახალი ვარიანტი აქვს
კახა ცხადაძემ "გაბალას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
დავით ვოლკოვმა 1 წუთში 2 გოლი გაიტანა და "გაბალა" თასის 1/2-ფინალში გაიყვანა [VIDEO]
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა