უკრაინელი მეტოქეზე მაღალი აზრისაა
სუპერმძიმე წონაში ოთხი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონს, უკრაინელ ვლადიმირ კლიჩკოს მიაჩნია, რომ მისი ახალი მეტოქე, ბრიტანელი ტაისონ ფიური "რეალურ საფრთხეს" წარმოადგენს. ამის შესახებ ჩემპიონმა ESPN-თან კომენტარში განაცხადა.

"ფიური - ძალიან მასიური და მაღალი მოკრივეა. ის არის რეალური საფრთხე ნებისმიერი მეტოქისთვის, მათ შორის, ჩემთვის. ბევრი მოუთმენლად ელოდება ამ ბრძოლას, რათა საკუთარი თვალით იხილოს, როგორ მოვახერხებ მასთან გამკლავებას", - განაცხადა კლიჩკომ.

ფიური, რომლის სიმაღლე ორი მეტრი და ექვსი სანტიმეტრია, რვა სანტიმეტრით მაღალია უკრაინელზე, მაგრამ ჩემპიონის თქმით, ეს არ უნდა გახდეს სერიოზული პრობლემა. კლიჩკომ შეახსენა ყველას, რომ ადრეც შეხვედრია მოკრივეს, რომელიც მას სიმაღლეში აღემატებოდა. ეს იყო პოლონელი მარიუშ ვახი, რომელსაც ვლადიმირმა 2012 წლის ნოემბერში ქულებით მოუგო. მაშინ სიმაღლეში სხვაობა ოთხ სანტიმეტრს შეადგენდა.

მოკრივეების პრომოუტერებმა ბრძოლის ჩატარებაზე შეთანხმებას ორი დღის წინ მიაღწიეს. შეხვედრა 24 ოქტომბერს გაიმართება გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, სადაც კლიჩკოს ადრე სამჯერ უჩხუბია.

26 წლის ბრიტანელი, ჯერჯერობით, დაუმარცხებელია პროფესიულ რინგზე - მან 24-დან ყველა შეხვედრა მოიგო, მათ შორის, 18 - ნოკაუტით. 39 წლის კლიჩკოს ანგარიშზე 67 ბრძოლაში 64 მოგება (53 - ნოკაუტით) და სამი წაგება მოდის. უკრაინელი ტიტულს ფლობს WBA-ს, WBO-ს, IBO-სა და IBF-ის ვერსიებით. ფიური პრეტენზიას აცხადებს WBA-ს საჩემპიონო ქამარზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დიდი ჩემპიონი ვლადიმირ კლიჩკო კრივში დაბრუნებას მხოლოდ ერთი მიზნით აპირებს
ვლადიმირ კლიჩკო: 3 წლის წინ ჯოშუას მოვაგებინე, დავინდე ბავშვი
Boxing News-მა დეკადის საუკეთესო ბრძოლა დაასახელა
მოკრივე, რომელმაც ბრძოლის დროს საკუთარ თავს გაარტყა, ჩემპიონი გახდა, განარკომანდა და 22 თებერვალს ისევ ტიტულზე იჩხუბებს [VIDEO]
"მეც ჯორჯ ფლოიდი ვარ" - კლიჩკო აშშ-ის ამბებს ბუნდოვნად გამოეხმაურა
უსიკმა ძმები კლიჩკოების რეაქციაზე ისაუბრა მას შემდეგ, რაც სპორტსმენმა უკრაინის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო