ტური ეშხში შედის
ტურ დე ფრანსის მეექვსე ეტაპზე მეოთხე კატეგორიის სირთულის ოთხი მთა იყო დასაძლევი, მაგრამ მაინც სპრინტერულ ფინიშს ვარაუდობდნენ.

პირველივე კილომეტრებზე ვიხილეთ გაქცევა. დაწინაურებულებს შორის იყო ერითრიელი დანიელ ტეკლეჰაიმანოტი, რომელმაც ტურ დე ფრანსის ახალი ისტორია შექმნა. ის გახდა პირველი აფრიკელი, ვინც "მთის მეფის" მაისურა მოირგო. მან შესაბამის კატეგორიაში სამი ჩასათვლელი ქულა მიიღო და ეს საპატიო სტატუსი ესპანელ ხოაკიმ როდრიგესს ჩამოართვა.

პელოტონი გაქცეულებს ფინიშამდე სამი კილომეტრით ადრე დაეწია, ხოლო, როცა გასავლელი რჩებოდა ბოლო კილომეტრი, ტონი მარტინის გამო მორიგი წაქცევა ვიხილეთ. მას ცვლილებები არ შეუტანია გენერალურ კლასიფიკაციაში, სამაგიეროდ, ეტაპის მოგების საშუალება მისცა ჩეხ ზდენეკ შტიბარს, რომელმაც ყველაზე კარგად იმოქმედა არასტანდარტულ სიტუაციაში და ისევ მეორე ადგილზე დატოვა პეტერ საგანი (მესამედ ამ ტურზე).

ტონი მარტინმა შეინარჩუნა ლიდერის ყვითელი მაისურა, მაგრამ არსებობს ეჭვი, რომ გერმანელი ვერ შეძლებს დღევანდელ ეტაპზე გასვლას. გერმანელმა წაქცევისას მხარი დაიზიანა და გაჭირვებით მიაღწია ფინიშამდე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე