ფაჩულიას ტრანსფერი რამდენიმე გარემოებამ განაპირობა
ზაზა ფაჩულია "დალას მავერიკსში" გადავიდა. როგორც საქმის ირგვლივ მომხდარი ამბები ცხადყოფს, ქართველი კალათბურთელი დალასელთა ძირითადი ცენტრი იქნება.

ფაჩულიას ტეხასურ კლუბში გადასვლა ჯერ ოფიციალურად არ შემდგარა, თუმცა ეს რომ ასე მოხდება, გარდაუვალი ამბავია. ყველა სოლიდურმა გამოცემამ აღნიშნული ტრანსფერი დაადასტურა.

ფაჩულიას ტრანსფერი რამდენიმე გარემოებამ განაპირობა. ერთი, რომ ქართველის გუნდმა "მილუოკი ბაქსმა" ახალგაზრდა და მზარდი ცენტრი გრეგ მონრო დაიმატა და მეორეც - "დალასს" ბოლო წამს უარი უთხრა NBA-ს ერთ-ერთმა საუკეთესო მეფარე დეანდრე ჯორდანმა, ხოლო კიდევ ერთმა მეფარე ტაისონ ჩანდლერმა "მავერიკსიდან" "ფინიქსს" მიაშურა.

ჯორდანი "დალასში" უკვე ვარჯიშობდა და საიმისოდ ემზადებოდა, რომ მომავალ სეზონში დირკ ნოვიცკისთან ერთად გაემაგრებინა დალასელთა ფარი.

"ლოს ანჯელეს კლიპერსმა", სადაც დეანდრე ჯორდანმა გასული სეზონი გაატარა, კალათბურთელს იგივე თანხა შესთავაზა, რასაც მას "დალასი" აძლევდა და ჯორდანიც "კლიპერსში" დარჩა.

ცენტრის გარეშე დარჩენილმა დალასელებმა გუნდში ზაზა ფაჩულია აიყვანეს, რის სანაცვლოდაც "მილუოკის" მომავალი წლის დრაფტის მეორე რაუნდის არჩევანის უფლება დაუთმეს და თუკი სეზონის დაწყებამდე კიდევ რომელიმე ცენტრს არ დაიმატებენ, ქართველი ლეგიონერი ლიგის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის ძირითადი მეფარე იქნება.

ფაჩულიას "დალასში", ცხადია, ის კონტრაქტი გაჰყვა, რაც "მილუოკიში" ჰქონდა. ქართველ ცენტრს მილუოკელებთან 4-წლიანი კონტრაქტის ბოლო სეზონი უნდა ეთამაშა და ასე იქნება "დალასშიც". 2015-16 წლების სეზონის ბოლოს ზაზა თავისუფალი აგენტი გახდება და კარიერას იმ გუნდში გააგრძელებს, რომელიც მას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს.

"ზაზა ფაჩულია კონკურენტუნარიანი მოთამაშეა. ის უდიდესი ნაწილი იყო ჩვენი გუნდისა, - განაცხადა მილუოკელთა მთავარმა მწვრთნელმა ჯეისონ კიდმა. - მძიმე ტრავმის შემდეგ მას შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და გუნდისთვის ისეთი მოთამაშე და პერსონა იყო, უკეთესს რომ ვერ ისურვებდი".

მიუხედავად ამისა, მილუოკელები შეელიენ ქართველ ცენტრს და მომავალ სეზონში ცენტრის პოზიციაზე გრეგ მონრო და მისი შემცვლელი ჯონ ჰენსონი ეყოლებათ. ფაჩულია კი დირკ ნოვიცკისთან ერთად "დალას მავერიკსის" ფარქვეშეთს გაამაგრებს.

წყარო: gbf.ge

gio
ნოვიცკს "შეუძლია" ითამაშოს მე-5 ნომრად, მაგრამ ის კლასიკური მე-4 ნომერია. საერთოდ, მაგარ მოთამაშეებს ყველაფერი შეუძლიათ.
sandro
ნოვიცკი ცენტრი არ არის მძიმე ფორვარდია ანუ 4 ნომერი მარა ცენტრიც შეუძლია ანუ 5 ნომერი
sandro
ნოვიცკი ცენტრი არ არის მძიმე ფორვარდია ანუ 4 ნომერზე დგას მარა 5 ანუ ცენტრიც შეუძლია
zura1504
და ძირითადი ცენტრი რანაირად იქნება, როცა იქ ნოვიცკია?
emre
შესანიშნავია, დალასი კიდევ გაძლიერდება და ერთ-ერთი ფავორიტიც იქნება
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
18 ქულა, 9 მოხსნა | მერკვილაძე საუკეთესო იყო, თუმცა "გრონინგენი" დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ჯეიმსის ისტორიული მატჩი - "ლეიკერსმა" "იუტა" დაამარცხა [VIDEO]
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
ლუკას 43 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა, "კლიპერსს" ლეონარდმა ულიდერა [VIDEO]
"კლიპერსმა" "დალასი" რის ვაი-ვაგლახით დაამარცხა
27-ქულიანი ქამბექი და გამარჯვება - "ლეიკერსმა" "დალასი" სტუმრად დაამარცხა [VIDEO]
ლუკას ისტორიული მაჩვენებელი და გამარჯვება "გოლდენ სტეიტთან" [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ლუკას საოცარი მატჩი - 50 ქულა და 10 ასისტი [VIDEO]