"რეალის" შემტევმა ნახევარმცველმა კაკა დააიმედა, ბენზემა დაიცვა და მადრიდელებს პეპეს დატოვება ურჩია
"რეალის" შემტევმა ნახევარმცველმა კრიშტიანუ რონალდომ გამოთქვა აზრი, რომ მისი თანაგუნდელი კაკა ფორმის პიკს მალე მიაღწევს. ბრაზილიელი მუხლის ოპერაციის შემდეგ სრულად ჯერ კიდევ არ გამოჯანმრთელებულა და არც საკმარისი სათამაშო პრაქტიკა აქვს.

"კაკა პროგრესს განიცდის. ის ჯერ კიდევ არ არის 100 პროცენტით მზად. თუმცა თუ ტრავმებს გადაურჩა წინანდელ ფორმას აუცილებლად აღიდგენს. ის "რეალისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია", - თქვა რონალდომ.

მან ფორვარდ ქარიმ ბენზემასაც დაუჭირა მხარი, რომელსაც ბოლო დროს მასმედია ძალიან აკრიტიკებს არადამაჯერებელი თამაშისთვის. "ჩემი აზრით, ქარიმი ასეთ კრიტიკას არ იმსახურებს. თუ მისი მონაწილეობით ბოლო შეხვედრებს გააანალიზებთ, ნახავთ, რომ ბენზემა ყველა ბურთისთვის იბრძვის. მართალია, მას ყველაფერი არ გამოსდის, მაგრამ დიდი პოტენციალი გააჩნია."

ამას გარდა, რონალდომ კლუბის ხელმძღვანელობას მცველ პეპესთან კონტრაქტის გახანგრძლივება ურჩია. "კლუბის პრეზიდენტი, რომ ვყოფილიყავი, პეპეს ახალ კონტრაქტს უსიტყვოდ გავუფორმებდი. ის მსოფლიო დონის მოთამაშეა. ასე იმიტომ არ ვამბობ, რომ ის ჩემი მეგობარია, უბრალოდ ობიექტური ვარ", - განაცხადა რონალდომ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა