ამ დროისთვის გასაყიდია სუპერთასის 15 784 ბილეთი
ამ დროისთვის გასაყიდია სუპერთასის 15 784 ბილეთი. პირველი კატეგორიის 75-ლარიანი ბილეთები, რომელთა რაოდენობა სულ 10 917 იყო სრულად გაყიდულია.

დარჩენილია გასაყიდად 6 000-ზე მეტი მეორე კატეგორიის 35-ლარიანი ბილეთი და დაახლოებით 9 000 მესამე კატეგორიის 18-ლარიანი ბილეთი.

ვაკის პარკიდან ბილეთების საყიდლად გულშემატკივრები შესვლას 50 კაციან ჯგუფებად ახერხებენ.

ჯგუფები წინასწარი სიის მიხედვით არის შედგენილი. მოქალაქეები, რომლებიც სიაში არ არიან, ცოცხალი რიგის საშუალებით ბილეთების შეძენას ვერ ახერხებენ.

ბილეთების გაყიდვა დღეს, 09.00 საათიდან მიმდინარეობს. უეფა-ს სუპერთასის მატჩი "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის 11 აგვისტოს, "დინამო არენაზე" გაიმართება.

- ყველა ინფორმაცია უეფას სუპერთასთან დაკავშირებით

beso
მე ვარ ადამიანი რომელიც ფეხბურთით ცხოვრობს ბავშობიდან დღემდე,ბევრჯერ მიტირია და ბევრჯერ სიხარულის ცრემლიც დამიღვრია ჩემი საყვარელი გუნდის მოგებასა თუ წაგებაზე.ჯერ კიდევ მაშინ როცა სახლის ე.წ.ანტენა მქონდა,რომელიც შავ-თეთრ ბუნდოვან სიგნალს იჭერდა, მე და ჩემი ოჯახის წევრები მორიგეობით ვიდექით სახურავზე და ხელით ანტენა გვეჭირა და ერთმანეთს იმ ეპიზოდებს ვუყვებოდით რომელიც სახურავზე ყოფნისას გამოვტოვეთ,არ მქონდა იმედი რომ როდესმე ჩემი თვალით ვნახავდი ასეთი დონის მატჩს. სწორედ ამიტომ თავს ვალდებულად ვთვლი რომ ჩემი აზრი გამოვხატო.ის რაც სუპერთასის ბილეთებთან დაკავშირებით მოხდა ეს არის სულისშემძვრელი ფაქტი.ჯერ კიდევ მაშინ როცა ბილეთები.გე_ს მეშვეობით დავკარგე ბოლო იმედი ბარსელონა_სევილიას მატჩზე მოხვედრისა,გამოჩნდა ალტერნატიული გამოსავალი და ბილეთების ცოცხალ რიგში რეალიზაცია გადაწყდა.ამ ფაქტმა დააბრუნა ჩამქრალი იმედები.(თუმცა როგორც აღმოჩნდა სულ ტყუილად) .საქმე იმაშია რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სახალხოდ გამოვიდა და ხალხს მოუწოდა არ მოხვიდეთ წინა დღესო,პირდაპირ 9 საათზე დაიწყება და ის სია რომელსაც ხალხი ადგენს არ იქნება მიღებულიო.ამ სიტყვებმა იმედი შემმატა,იქნება და ამ კაცმა და ზოგადად ფედერაციამ რამეს მართლა მოაბა თავი და მეშველება მეთქი.ღამის 4 საათზე უკვე ვაკის პარკში ვიყავი,სადაც შემზარავი სურათი დამხვდა:ახალგაზრდა ბიჭები ლეიბებით და ზეწრებით ხელში,საშინლად დანაგვიანებული გარემო,ხალხი ერთმანეთზე მიჭყლეტილი და რაც მთავარია გაურკვეველი რიგების სია რომელიც დედამიწის ზურგზე მხოლოდ უნიათო ქართველ გონებას მოუვიდა თავში და გასაგიჟებელია რომ პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა გამოდის მისი 1 დღის წინ გაკეთებული მიმართვის შემდეგ და ამბობს რა კარგი მოუფიქრებიათო. ასე ამგვარად უიმედოდ გავცქერდი რიგს და იმედს არ ვიკლავდი გულში და ბოლო ნაპერწკალს ვაღვივებდი. და აი დილის 08:15 წუთი. პოლიციის აღმართულ ჯებირებთან პირველი რიგის 50_ეული გამოჩნდა ცაში აწეული ტრაფარეტით ნომერი 1. მოულოდნელად პოლიციამ ნება მისცა 50_ეულის ფორმალურ ლიდერს რომ სია წაეკითხა და ისე შესულიყო 50 კაცი.ამან საბოლოოდ ხაზი გადაუსვა ჩემს იმედს. ადგილზე გაქვავებული ვიდექი და მძილდა შექმნილი რეალობა,რეალობა სადაც ხელისუფალს არ ძალუძს ხალხის ორგანიზება და მათ თავის ნებაზე მისვლის საშუალება მისცა. ეს ორმაგად დამთრგუნავი იყო. რომ ეთქვათ თქვენს თავებს თავად მიხედეთო,ვფიცავ ავტომატს წავიღებდი და ამოვხოცავდი ასობით ადამიანს და რიგში 1 ნომერი ვიქნებოდი.როდესაც მივხვდი რომ სამუდამოდ დამთავრდა ოცნება რომელსაც 11 აგვისტოს ზეიმი ერქვა და მე(და კიდევ ბევრი ჩემნაერი ქომაგი) სამწუხაროდ ამ ზეიმის მონაწილეთ არ მაღიარა,უკვე ჩოჩქოლი ატყდა ირგვლივ,ვიღაც 80 წლის ბებო ხალხის მასაში აირია და 100 ადგილით დაწინაურდა რიგში,მეორე მხარეს ვიღაცა გამწარებული იგინებოდა,ხალხი ბორგავდა,ირგვლივ ქაოსი და განუკითხაობა იდგა. მე ვერ შევძელი ამის ატანა და გულმოკლული ცრემლიანი თვალებით,ჩუმად მივაბიჯებდი ვაკის პარკის ასასვლელისკენ.შემდეგ ერთ ხანში შესულ კაცს ვკითხე იცით ფეხბურთი რა არის? მან კი მიპასუხა :მე ბილეთები მინდა მეგობარო 1ს 300 დოლარად გავყიდიო და სწრაფად გამეცალა. არ დამცალდა რომ მისთვის მეპასუხა :ფეხბურთი ეს ხომ ჩემი სიცოცხლეა და ცხოვრების მართალი შინაარსი. ახლა სახლში ვარ და ამ პოსტს ვწერ,აი ეს არის დღევანდელი რეალობა. ეს არის ერთი ნამდვილი ფეხბურთის გულშემატკივარის 1 დღიანი ვოიაჯი ვაკის პარკში და ემოცია რომელიც დიდხანს გამყვება. მოვა 11 აგვისტო და დინამოს სტადიონიც გაივსება,სამწუხაროდ ბევრი ნამდვილი ქომაგის ნაცვლად იქ მსხვილ უკანალიანი მამიკოს ბიჭები და ვითომ ელიტა იჯდება მზესუმზირის საჭმელად. მიუხედავათ ამისა მე მაინც ვიზეიმებ,ჩავრთავ ტელევიზორს და ვუყურებ ფეხბურთს,ფეხბურთი ხომ ჩემი ცხოვრების მართალი შინაარსია. უბრალოდ ერთს დავამატებ.ეს ყველაფერი ზვიად სიჭინავას და დღევანდელ სფფ_ს არ უნდა შერჩეს. მადლობა ყურადღებისთვის.. ბესო ჭიკაიძე
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
საქართველო-ირლანდიის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო
რაგბი ევროპა 2020: "ბორჯღალოსნების" საშინაო მატჩებზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილია" "რეალთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
ტორპედო-ორდაბასი: რამდენი ბილეთია გაყიდული ამ დროისთვის?
"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ
[VIDEO] სათადარიგო საზონოვი და ქოჩორაშვილი შეცვლაზე - "ხეტაფემ" "სევილიას" მოუგო
საქართველო-დანიის მატჩის ბილეთების გაყიდვა სალაროებშიც დაიწყო!
ის, რაც აქამდე ვერც ერთმა ფრანგულმა გუნდმა ვერ შეძლო - პსჟ ისტორიის წერას აგრძელებს
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"საბურთალო"-"შერიფი" - რამდენი ბილეთია გაყიდული ამ დროისთვის?
ჟოზე მოურინიო: არადა, ვიდეოგამეორება რომ გამოეყენებინათ...
დინამო-გაბალას მატჩის ბილეთების გაყიდვა ონლაინ დაიწყო
რეალი-მანჩესტერ იუნაიტედი 2:1 - მშიერი "რეალის" პირველი სუპერლუკმა [VIDEO]
ზინედინ ზიდანი: სწორედ ასეთი შრომის შედეგი იყო ჩვენი გამარჯვება
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"რეალი" VS "ატლეტიკო" - უეფას სუპერთასი მადრიდში რჩება, გასარკვევია, ვისთან?
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
უეფას 2020 წლის სუპერთასის მასპინძლობა 9 ასოციაციას სურს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს