რეპერ აგრო სანტოსს "ფლეიბოის" ყოფილი მოდელის - კაილა კოლინსის საწოლში ჩაწვენა ცხოვრების აზრად გაუხდია
"ჩელსის" მცველ ეშლი კოულს, თვალსა და ხელს შუა, საყვარელი ქალის - კაილა კოლინსის ართმევას უპირებენ. თავხედი, ვინც ლონდონელ ფეხბურთელს ეჭვიანობისა და ნერვიულობის საბაბს აძლევს, ბრიტანელი რეპერი აგრო სანტოსია, რომელსაც "ფლეიბოის" ყოფილი მოდელის საწოლში ჩაწვენა ცხოვრების აზრად გაუხდია.

როგორც ირკვევა, ეშლი კოულის საყვარელს რეპერმა თვალი მას შემდეგ დაადგა, რაც ერთ-ერთ სატელევიზიო პროექტში მასთან ერთად მოუწია მონაწილეობა. მას შემდეგ სანტოსი კაილას მობილურში მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნის, რომელთა შინაარსი არცთუ მთლად მოკრძალებული მიჯნურისთვისაა დამახასიათებელი.

ინგლისურ ტაბლოიდ The Sun-ს თუ ვერწმუნებით, რეპერს ქალები გარს მრავლად ახვევია, მაგრამ კაილისადმი მისი ინტერესი სრულიად განსხვავებულია. როგორც ამბობენ, აგრო სანტოსს პირველ რიგში ეშლის საყვარელთან პირისპირ საუბარი სურს.

რაც შეეხება თავად ფეხბურთელს, მისგან საპასუხო რეაქცია ჯერჯერობით არ ჩანს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ეშლი კოულმა ქერა მზეთუნახავს თავის ახალნაყიდ სახლში გადაბარგება უკვე შესთავაზა.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა