ასოციაციის სხვა სიახლეები
"სან ანტონიო სპურსმა" სპეციალური პრესკონფერენცია მოაწყო, რომელზეც თავისი ვარსკვლავური ახალწვეული ლამარკუს ოლდრიჯი წარადგინა.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ფორვარდმა, პირველ რიგში, "სპურსთან" კონტრაქტის გაფორმებაში ტიმ დანკანის დიდი წვლილი აღნიშნა. ცნობილია, რომ სწორედ 39 წლის დანკანი ესწრებოდა კლუბისა და ოლდრიჯის მოლაპარაკებებს. "მისმა მონაწილეობამ შეხვედრაში უდიდესი როლი ითამაშა ჩემს გადაწყვეტილებაში. ამან დამანახა, რამდენად დიდი იყო მისი სურვილი - ეთამაშა ჩემს გვერდით", - ამბობს ოლდრიჯი.

საინტერესოა, რომ პრეზენტაციაზე ლამარკუს ოლდრიჯმა მიიღო მაისურა ნომრით "12", რომელიც ადრე სამუდამო მფლობელობაში გადასცეს ბრიუს ბოეუენს - "სან ანტონიოს" ძირითად ფორვარდს, რომელიც 2003-07 წლებში სამჯერ გახდა კლუბთან ერთად NBA-ის ჩემპიონი.

როგორც აღმოჩნდა, ოლდრიჯთან კონტრაქტის გაფორმებისთანავე, "სპურსის" გენერალურმა მენეჯერმა არ სი ბიუფორდმა ბოეუნს დაურეკა თხოვნით - დაებრუნებიათ ხმარებში 12-ნომრიანი მაისურა. ბრიუსი მაშინვე დათანხმდა.

"საჭიროა, რომ ლამარკუსმა ოჯახის ნაწილად იგრძნოს თავი. თუ მე ამაში დახმარება შემეძლია, რატომ უნდა ვთქვა უარი? კალათბურთს აღარ ვთამაშობ. იმედია, ეს დაეხმარება ოლდრიჯს კომფორტულად იგრძნოს თავი", - განაცხადა "სპურსის" 44 წლის ყოფილმა მოთამაშემ, რომელიც, ამჟამად, ტელევიზიაში ანალიტიკოსად მუშაობს.

"სან ანტონიოსთან" დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო სიახლეა ბელგრადის "ცრვენა ზვეზდას" 26 წლის ლიდერის, 223 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრის ბობან მარიანოვიჩის აყვანა.

ეს კალათბურთელი ევროლიგის გასულ სეზონში საუკეთესო ცენტრად აღიარეს. საშულოდ მატჩში მისი სტატისტიკა 16.6 ქულა და 10.7 მოხსნა იყო, თამაშიდან ტყორცნების რეალიზაცია კი 62 პროცენტს აღწევდა.

- "ოკლაჰომა-სიტის" თურქმა ცენტრმა ენეს კანტერმა "პორტლენდ თრეილ ბლეიზერსის" წინადადება მიიღო, - ამის შესახებ წერს Yahoo! Sports-ის მიმომხილველი ედრიან ვოინაროვსკი. "ბლეიზერსმა" კალათბურთელს ოთხწლიანი და 70-მილიონიანი ხელშეკრულება შესთავაზა.

თუმცა კანტერი შეზღუდული უფლებების თავისუფალი აგენტია და თუ "ოკლაჰომა" იგივე წინადადებას 72 საათის განმავლობაში გაიმეორებს, შეინარჩუნებს თურქს შემადგენლობაში.

2014-15 წლების რეგულარულ ჩემპიონატში კანტერმა "იუტასა" და "ოკლაჰომას" შემადგენლობაში ითამაშა და საშუალოდ 15.4 ქულა და 9.0 მოხსნა მიითვალა.

- ბოსნიელმა ფორვარდმა მირზა ტელეტოვიჩმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა "ფინიქს სანზთან", - წერს ESPN. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც "ბრუკლინმა" უარი თქვა კალათბურთელისთვის 4.2-მილიონიანი კვალიფიციური ხელშეკრულების შეთავაზებაზე, რითაც ტელეტოვიჩმა შეუზღუდავი უფლებების თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო.

გასულ სეზონში 29 წლის ტელეტოვიჩმა 43 მატჩი ჩაატარა რეგულარულ ჩემპიონატში და 8.3 ქულითა და 4.9 მოხსნით დაეხმარა "ბრუკლინს".

- "ფილადელფიას" ახალგაზრდა ცენტრს ჯოელ ემბიდს ოპერაცია ესაჭიროება, რის გამოც, ის გამოტოვებს 2015-16 წლების სეზონს. უფრო ადრე, წარმოშობით კამერუნელმა კალათბურთელმა მარჯვენა ფეხის ტრავმა გაიმიზეზა და ამის შემდეგ, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მისი გამოსვლა მომავალ რეგულარულში.

"ფილადელფიამ" ეს კალათბურთელი 2014 წლის დრაფტზე მესამე ნომრად აირჩია, მაგრამ ტრავმის გამო გამოტოვა შარშანდელი სეზონი.

- Yahoo! Sports-ის ინფორმაციით, "ნიუ ორლეანმა" და ალონსო ჯიმ ორწლიანი კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს, რომლის მიხედვით კალათბურთელი 2.75 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. ამასთან, ერთი წლის შემდეგ, ფორვარდს საშუალება ექნება ისევ გავიდეს თავისუფალი აგენტების ბაზარზე.

გასული სეზონის პირველი ნახევარი ჯიმ "დენვერში" გაატარა, რის შემდეგაც, ტრეიდით "პორტლენდში" აღმოჩნდა. შარშან, მისი სტასტისტიკა 4.5 ქულა და 1.7 მოხსნა იყო.

- გაცვლა განახორციელეს "მინესოტამ" და "ინდიანამ", რომლის მიხედვითაც "პეისერსის" რიგებში აღმოჩნდა შემტევი მცველი ჩეიზ ბადინგერი, ხოლო საპირისპირო მიმართულებით გაემგზავრა 29 წლის ხორვატი დამიან რუდეჟი, რომელმაც გასულ რეგულარულში 68 მატჩი ჩაატარა და 40-პროცენტიანი სიზუსტით ისროლა სამქულიანები.

- გამოცდილ იტალიელ მძიმე ფორვარდს ანდრეა ბარნიანის, რომელსაც გასული სეზონის შემდეგ ამოეწურა კონტრაქტის ვადა "ნიუ იორკ ნიქსთან", რამდენიმე საინტერესო წინადადება აქვს, მაგრამ ჯერ არ იცის სად გააგრძელებს კარიერას - NBA-ში თუ ევროპაში.

"რამდენიმე საინტერესო ვარიანტი მაქვს. ჩემი მიზანია - ვითამაშო მაქსიმალურად მაღალ დონეზე, ამიტომაც, ყველა წინადადებას განვიხილავ და ამის შემდეგ მივიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას. აუცილებლად მივაქცევ ყურადღებას ევროპაში დაბრუნების შესაძლებლობას. ასი პროცენტით მხოლოდ ის ვიცი, რომ ძლიერ გუნდში ვითამაშებ, რადგან თითქმის 30 წლის ვარ და გამარჯვებები მინდა", - ამბობს ბარნიანი, რომელიც გასულ სეზონში 29-ჯერ გავიდა მოედანზე და საშუალოდ, 14.8 ქულა და 4.4 მოხსნა დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
"სან ანტონიომ" ზაზა ფაჩულიას გარეშე მყოფი "დეტროიტი" დამაჯერებლად დაამარცხა [VIDEO]
კვლავ ზაზას გარეშე - "გოლდენ სტეიტი" "სპურსთან" სერიაში 2:0 დაწინაურდა [VIDEO]
NBA. პლეი-ოფი: კავაის 37 ქულა, "პორტლენდი" 2:0 დაწინაურდა, დეროზანმა "სპურსს" ვერ უშველა [VIDEO]
გოგა მცირე დროით, ოლდრიჯის ისტორიული მიღწევა [VIDEO]
"გოლდენ სტეიტი" "სან ანტონიოსთან" სერიაში 3:0 დაწინაურდა, ზაზა კვლავ არ თამაშობს [VIDEO]
"გოლდენ სტეიტმა" "სან ანტონიოს" სერია ზაზა ფაჩულიას გარეშე მოუგო [VIDEO]