"მილანი" იბრას და რომანიოლის უახლოვდება
გასულ უქმეებზე, ყურადღების ცენტრში იყო "მილანი" და მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არც ერთი ტრანსფერი არ განხორციელებულა, რამდენიმე საინტერესო სიახლე გავრცელდა და გარიგება მომწიფდა.

პრაქტიკულად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ სტეფან ელ შაარავი დატოვებს "მილანს" და კარიერას "მონაკოში" გააგრძელებს. ვრცელდება ორი ვერსია: 22 წლის თავდამსხმელი ახალ გუნდში ან იჯარით გადავა, ან პირდაპირ სრულფასოვან კონტრაქტს გააფორმებს. პირველის შემთხვევაში, საუბარია 2-წლიან არენდაზე, რომლის შემდეგაც მონტეკარლოელებს ფეხბურთელის გამოსყიდვა 16 მილიონ ევროდ შეეძლებათ და თუ ამ ზაფხულსვე გაფორმდა ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი, მაშინ "მილანი" 20 მილიონ ევროს მიიღებს.

ელ შაარავი "მილანის" სკოლის აღზრდილია და ის გულშემატკივრებს განსაკუთრებულად უყვართ - სწორედ ამიტომ ულტრასთა დაჯგუფება, სტეფანის გაყიდვის შემთხვევაში, საპროტესტო აქციებით იმუქრება. ულტრასებს სხვა გულშემატკივრებიც აჰყვნენ და სოციალურ ქსელშიც ერთი ამბავი ატყდა. და მაინც, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ქომაგთა პროტესტმა შედეგი გამოიღოს და დიდი ალბათობით, ელ შაარავი "მონაკოში" გააგრძელებს კარიერას.

რატომ ყიდიან მილანელები ელ შაარავის? - თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, ამას ორი მიზეზი აქვს. ერთი ფინანსური ფეარ პლეი გახლავთ, რომელიც ავალდებულებს კლუბს, რომ ხარჯები და შემოსავლები დააბალანსოს. ლომბარდიელებს კიდევ ორი-სამი მაღალი კლასის ფეხბურთელის გადაბირება სურთ, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ვინმე გაყიდონ კიდეც 15-20 მილიონ ევროდ. ერთადერთი მილანელი ფეხბურთელი, რომელიც დღეს ასეთ თანხად შეიძლება გაიყიდოს, სწორედ ელ შაარავია.

ამასთან, თუ "გაძეტას" ვენდობით, 22 წლის შემტევი არ ჯდება სინიშა მიხაილოვიჩის ტაქტიკა-სტრატეგიაში. სერბმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ 4-3-1-2 ტაქტიკას დაეყრდნობა და მას ნაკლებად სჭირდება გარემარბები, სტეფან ელ შაარავი კი ყველაზე უკეთ სწორედ ფლანგზე გრძნობს თავს.

ერთხელ სინიშამ ისიც თქვა, რომ "პატარა ფარაონის" მარცხენა ნახევარმცველად გამოყენებას აპირებს, მაგრამ როგორც ჩანს, შემდეგ ეს აზრი თვითონაც არ მოეწონა და ფეხბურთელთან გამოთხოვება გადაწყვიტა. მოკლედ, ელ შაარავი "მონაკოს" უახლოვდება, მილანელები კი ალესიო რომანიოლის და ზლატან იბრაჰიმოვიჩს უმიზნებენ...

იბრა, რომანიოლი და კიდევ ერთი...

ბოლო ცნობებით, ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მილანს" უახლოვდება და უახლოეს დღეებში, კონტრაქტი გაფორმდება. 33 წლის შვედი ტოვებს პსჟ-ს და დიდი ალბათობით, სწორედ მილანურ გრანდში გააგრძელებს კარიერას.

ითქვა ისიც, რომ ფრანგული კლუბი იბრას სანაცვლოდ 5.5 მილიონ ევროს მიიღებს. ამასთან, "როსონერი" ახლოსაა 20 წლის ალესიო რომანიოლის გადაბირებასთან, რომელსაც "რომა" 25 მილიონ ევროდ აფასებს. შეთანხმებას წინ აღარაფერი უდგას და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ფორმალობები ამ კვირის ბოლომდე მოგვარდება.

თუ იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, მილანელები კიდევ ერთ ნახევარმცველს გადაიბირებენ და ამით დასრულდება კიდეც მათი სატრანსფერო კამპანია. განიხილება ორი ვარიანტი: აქსელ ვიტსელი და ილქაი გიუნდოგანი. ორივეს სატრანსფერო ფასი 25-დან 30 მილიონ ევრომდე მერყეობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
იბრაჰიმოვიჩი: აშშ-ს მუნდიალის მოგება შეუძლია
ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
[PHOTO] ელ შაარავის საცოლემ ბარძაყზე ფეხბურთელის სურათი დაიხატა - რას წერს ლუდოვიკა სოციალურ ქსელში
"მათი დამარცხება მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი" - იბრაჰიმოვიჩმა მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
ელ შაარავიმ "რომასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"კრიშტიანოსა და ზლატანს ეს მსგავსება აქვთ" - პიოლი ყოფილ შეგირდებზე
ელ შაარავი "რომას" დატოვებას არ აპირებს
ელ შაარავი მშობლიურ კლუბში დაბრუნდა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
La Gazzetta dello Sport: რანიერიმ დღეს კვარაცხელიას შესაჩერებლად ასეთი გეგმა მოიფიქრა
ელ შაარავი "რომაში" დაბრუნდა
პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო