"კერკეტი კაკალი" მუგურუსა
უიმბლდონის ფინალში საათსა და 23 წუთში გარბინ მუგურუსას დამარცხების შემდეგ, სერენა უილიამსი ძალიან მიუახლოვდა კალენდარულ "დიდ სლემს", რომელიც 1988 წლის შემდეგ არავის შეუსრულებია....

სწორედ ეს იყო ქალთა ფინალური მატჩის მთავარი ინტრიგა. ამერიკელის ეს ბრწყინვალე სვლა უნდა შეეჩერებინა 20 წლის ესპანელ გარბინ მუგურუსას, რაც, ერთი შეხედვით, რთული წარმოსადგენი ჩანდა, მაგრამ, მეორეს მხრივ, ახალგაზრდა ჩოგბურთელის შესაძლებლობების შეუფასებლობა არ შეიძლებოდა. ამ მოთამაშეთა წინა სამ მატჩში, მუგურუსამ სამი სეტი აიღო, შარშან კი გაანადგურა რეიტინგის ლიდერი როლან გაროსის მეორე წრეში (6:2, 6:2).

ისიც აღსანიშნავი იყო, რომ თუ ფინალამდე უილიამსს მხოლოდ ორი სერიოზული მეტოქე ჰყავდა (ვიქტორია აზარენკა და მარია შარაპოვა), გარბინმა მესამე წრიდან მოყოლებული, ტოპ-ოცეულის ოთხი წევრი დაამარცხა - ანჟელიკ კერბერი (ნომერი 10), კაროლინ ვოზნიაცკი (5), ტიმეა ბაშჩინსკი (15) და აგნიეშკა რადვანსკა (13).

და მართლაც, თავის კარიერაში "დიდი სლემის" პირველი ფინალი ესპანელმა ძალიან კარგად დაიწყო - არ იგრძნობოდა არანაირი მორიდება სერენა უილიამსის მიმართ. ამერიკელმაც ოდნავ ინერვიულა, მაგრამ, როგორც კი კრიტიკული მომენტი დაუდგა, სერენამ მობილიზაცია შეძლო და 2:4-დან ზედიზედ ხუთი გეიმი აიღო.

მეორე სეტის პირველ ნახევარში ბრძოლა საერთოდ არ ყოფილა. უილიამსს ერთი რთული მომენტი ჰქონდა, როცა ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა, მაგრამ გაუმკლავდა პრობლემას. შემდეგ კი სრულად დომინირებდა კორტზე. მუგურუსას არაფერი გამოსდიოდა და სეტის დაწყებიდან 20 წუთის შემდეგ, ამერიკელი მატჩზე მოწოდებისთვის გაემზადა...

...და დაიწყო სრულიად სხვანაირი თამაში. ესპანელმა ბოლო ძალები მოიკრიბა, უილიამსმა კი შეცდომების დაშვება დაიწყო. ფავორიტმა საკუთარი მოწოდება "მშრალი" ანგარიშით წააგო. როცა სერენა მეორედ აწვდიდა მატჩზე, მუგურუსამ სამმაგი ბრეიკ-პოინტი მიიღო.

ამერიკელმა სამივე საფრთხე ეისებით მოიგერია და მატჩბოლამდე მივიდა, მაგრამ პასიურად ითამაშა და მალე მეორე ბრეიკის საშუალება მისცა მეტოქეს. მუგურუსას საკუთარი მოწოდების აღება სჭირდებოდა ანგარიშის გასათანაბრებლად, მაგრამ ეს ვერ მოახერხა - სამი უნებლიე შეცდომით გეიმი ჩემპიონს ჩააბარა - 6:4, 6:4. 33 წლისა და 289 დღის სერენამ დაამხო მარტინა ნავრატილოვას რეკორდი და უიმბლდონის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი გახდა.

უილიამსმა მეექვსედ მოიგო უიმბლდონი და 21-ედ "დიდი სლემის" ტურნირი. ახლა, კალენდარული "დიდი სლემის" შესასრულებლად აშშ-ის ღია პირველობის მოგება სჭირდება, სადაც ექვსჯერ გაუმარჯვა, მათ შორის, ბოლო სამ წელიწადში - სამჯერ. ცხადია, რომ თუ ორი თვის შემდეგ ის ჯანმრთელი შეხვდება საშინაო ტურნირს, მისი შეჩერება მხოლოდ რაღაც განსაკუთრებული შემთხვევითობით თუ მოხერხდება.

ამერიკის ღიაზე გამარჯვება სერენასთვის იმითაც იქნება მნიშვნელოვანი, რომ მოგებების რაოდენობით დაეწევა "დიდი სლემის" ტურნირების აბსოლუტურ რეკორდსმენს შტეფი გრაფს, რომელსაც 22 მოგება აქვს. სხვათა შორის, ბოლო კალენდარული დიდი სლემის" მფლობელი 1988 წელს სწორედ გრაფი გახდა.

ფინალი

სერენა უილიამსი (აშშ, 1)-გარბინ მუგურუსა (ესპ, 20) 6:4, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"ამას არასდროს დავივიწყებთ" - სერენა როჯერს დაემშვიდობა
ვინუს უილიამსი წლის შემაჯამებელ ტურნირს უბრუნდება
ფული ამტკიცებს: სქესთა თანასწორობა სპორტში - მითია
23 სლემი, 4 ოლიმპიადა - ისტორიაში საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა კარიერა დაასრულა
გარბინ მუგურუსა მესამე ჩოგანი გახდა
ახალი რეიტინგები - ესპანელები დაწინაურდნენ
გარბინ მუგურუსა - სიძლიერით მესამე და ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ჩოგბურთელი [PHOTO]
აშშ-ის ღია: 24-ე პირველი ჩოგანი!
"ჯერ კარიერა არ დამისრულებია, ბევრს ვვარჯიშობ" - სერენა უილიამსი დაბრუნებას აანონსებს
"აქ ვარ იმისთვის, რათა გითხრათ, რომ მივდივარ" - ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერა დაასრულა
როცა გენიოსი სპორტის ლეგენდებსაც აოცებს - გაოგნებული სერენა, ლებრონი და ბექჰემი... როგორი იყო მესის დებიუტი "ინტერ მაიამიში" [VIDEO]
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა