29 წლის "შავ ზღვას" - ლევან ცაგურიას ელიტურ დივიზიონში ზედიზედ 7-წლიანი ასპარეზობის შემდეგ რანგით მეორე დივიზიონ ძურიოში დააქვეითებენ

ყველაფერს აქვს ბოლო და კოკაის (ლევან ცაგურია) გასაოცარი, ზედიზედ 7-წლიანი ასპარეზობა ელიტურ დივიზიონში დასრულდა - 29 წლის "შავ ზღვას" ახალი წლის ბაშოს შემდეგ რანგით მეორე დივიზიონ ძურიოში დააქვეითებენ. ეს პირველი შემთხვევაა, როცა კოკაი რომელიმე დივიზიონიდან გავარდა, აქამდე მისი კარიერა მხოლოდ აღმა მიდიოდა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი თანამემამულე სუმოს ისტორიაში პირველი ევროპელი რიკიშია, ვინც ელიტას მიაღწია, ახლახან მან ელიტაში მე-300 გამარჯვებაც იზეიმა, მაგრამ... გუშინ მისი ბედი "მოციმციმე გველეშაპმა" კორიუმ გადაწყვიტა, რომელმაც ღონიერი ხელისკვრით "შავი ზღვა" მაყურებელთა დარბაზში მოისროლა. ლევანს 3-8 ბალანსი აქვს და დარჩენილი 4 ორთაბრძოლა, სამწუხაროდ, ვეღარ გამოასწორებს მის მდგომარეობას. ის მე-15 მაეგაშირაა და ასეთი რანგის სუმოისტისთვის უარყოფითი ბალანსი გავარდნის ტოლფასია.

წააგეს სხვა ქართველებმაც, ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) მე-4 მაეგაშირა ტოკუსეგავას ზეწოლას ვერ გაუძლო და ახალი წლის ბაშოზე მე-10 მარცხი იგემა. მე-7-ედ დამარცხდა და წაგებების ლიმიტი ამოწურა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) ჰომაშოსთან წააგო. მას 4-7 ბალანსი აქვს. მისთვის გადამწყვეტი, შესაძლოა, დღევანდელი ორთაბრძოლაც გამოდგეს მე-11 მაეგაშირა შიმოტორის წინააღმდეგ.

ბაშოზე ღირშესანიშნავი რამ მოხდა, ზედიზედ 10 მოგების შემდეგ დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ წააგო, ისევე როგორც წინა ბაშოზე, როცა ჰაკუჰოს რეკორდის დამყარება არ აცალეს, ახლაც მას კისენოსატომ აჯობა, 24 წლის სეკივაკემ. დიდი მონღოლი მაინც ერთპიროვნული ლიდერია ბაშოზე და იმპერატორის თასის მოპოვების უმთავრესი კანდიდატი.

XI დღე: კისენოსატო-ჰაკუჰო (ოშიდაში), კოტოოშუ-ჰარუმაფუჯი (იორიკირი), კაიო-ტამავაში (ოშიდაში), კოტოშოგიკუ-ბარუტო (იორიკირი), იოშიკაძე-ტოჩიოძანი (ჰატაკიკომი), კაკურიუ-არანი (სოტოგაკე), ტოიონოშიმა-ამინიშიკი (იორიკირი), ტოკუსეგავა-ტოჩინოშინი (იორიტაოში), ჰომაშო-გაგამარუ (ჰიკიოტოში), გოეიდო-კიტატაიკი (იორიკირი), ტაკამისაკარი-ასასეკირიუ (იორიკირი), კიოკუტენჰო-მიაბიამა (უვატენაგე), ჰაკუბა-ტაკეკაძე (იორიკირი), ტოსაიუტაკა-კოტოკასუგა (იორიკირი), ტოჩინონადა-ტოკიტენკუ (იორიტაოში), ოკინოუმი-ვაკანოსატო (შიტატენაგე), ტოიოძაკურა-შოტენრო (ჰიკიოტოში), ტოიოჰიბიკი-შიმოტორი (ოშიდაში), კორიუ-კოკაი (ოშიდაში), სოკოკურაი-მოკონამი (იორიკირი), კიმურაიამა-ვაკაკოიუ (ოშიტაოში).

სატურნირო მდგომარეობა

10-1: ჰაკუჰო (ოშიდაში).

9-2: კოტოოშუ (ოძეკი), ოკინოუმი (მაეგაშირა 13), ტოჩინონადა (მ 16).

8-3: ბარუტო (ოძეკი), კოტოშოგიკუ (სეკივაკე)... 4-7: გაგამარუ (მ 6)... 3-8: კოკაი (მ 15)... 1-10: ტოჩინოშინი (მ 2).

XII დღე: ჰაკუჰო-ჰარუმაფუჯი, ბარუტო-კაიო, კოტოოშუ-კაკურიუ, კოტოშოგიკუ-იოშიკაძე, კისენოსატო-ტამავაში, ტოჩიოძანი-არანი, ამინიშიკი-ტოკუსეგავა, ტოიონოშიმა-ტოჩინოშინი, ჰომაშო-ტაკეკაძე, მიაბიამა-ასასეკირიუ, გოეიდო-ვაკანოსატო, გაგამარუ-შიმოტორი, კოკაი-კიოკუტენჰო, კორიუ-ტოსაიუტაკა, ვაკაკოიუ-ტოკიტენკუ, ოკინოუმი-კიტატაიკი, ტაკამისაკარი-ტოიოძაკურა, ჰაკუბა-კიმურაიამა, სოკოკურაი-შოტენრო, მოკონამი-ტოიოჰიბიკი, ტოჩინონადა-კოტოკასუგა.

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა