თვის ბოლოს - 29-30 იანვარს ქართველი ბერძენ-რომაელების ორ საერთაშორისო ტურნირში გამოვლენ
თვის ბოლოს - 29-30 იანვარს ქართველი ბერძენ-რომაელების ორ საერთაშორისო ტურნირში გამოვლენ. ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია (74), ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი რამაზ ნოზაძე (96) და დიმიტრი ჯავახიშვილი (120) ფრანგულ კრეტეიში მათთვის კარგად ნაცნობ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში გამოვლენ, ნაკრების ძირითადი ბირთვი კი სტამბოლში, ვები ემრეს სახელობის ასევე ტრადიციულ მემორიალში გამოვა.

თურქეთში ირაკლი ჭოჭუა (60), არჩილ თურმანიძე, მუხრან მაჭუტაძე, რევაზ ლაშხი (66), ილია გულბათაშვილი, ანტონ მამაგეიშვილი, რამინ ფევაძე (74), გიორგი ცირეკიძე, მათე სოფაძე (84), სოსო ჯაბიძე, ვლადიმერ ქარჩავა, სოლომონ გიკაშვილი (96), გურამ ფერსელიძე, რევაზ ჭელიძე (120). ტრავმის გამო ამჯერად ვერ ხერხდება ლაშა გოგიტაძის (55) გამოცდა. იმავე მიზეზით ჯერჯერობით გაურკვეველია მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ მანუჩარ ცხადაიას საკითხიც. ის საქართველოს ჩემპიონატზე დაშავდა და თუ ბოლომდე გამოჯანმრთელდა, მაშინ სტამბოლში 74-ში გამოვა.

ორივე შეჯიბრება ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას ისახავს მიზნად და ამიტომ მწვრთნელებმა ძირითადი კანდიდატები შეარჩიეს. ცხადია, მწვრთნელებმა, უპირველესად, საქართველოს წლევანდელი ჩემპიონატის შედეგები გაითვალისწინეს, თუმცა აშკარაა, რომ აქცენტს მაინც ძველ კადრებზე აკეთებენ. იმას ნამდვილად არ ვამბობთ, რომ ახლებს იგნორირებას უკეთებენ, მაგრამ ძველებიდან შანსს ყველას აძლევენ, ახლებიდან კი ზოგიერთი მეორე ტურნირისთვის შემოინახეს. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ამ ეტაპზე სატურნირო პრაქტიკა არ სჭირდებათ. მაგალითად, საქართველოს ჩემპიონი ვლადიმერ გეგეშიძე (84), რომელიც სპეციალური პროგრამით ემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის.

ევროპის ჩემპიონატისთვის დასკვნითი საკონტროლო შეჯიბრება ემრეს ტურნირიდან დაახლოებით ერთ თვეში - 25-27 თებერვალს ბულგარულ ბურგასში გასამართი ნიკოლა პეტროვის მემორიალი იქნება - იქ გაირკვევა მარტი-აპერილის გასაყარზე დორტმუნდში, კონტინენტის პირველობაზე წასაყვანი შემადგენლობა.

ფრანგულ-თურქული ტურნირებიდან დაბრუნებული ბერძენ-რომაელთა ნაკრები ლამის პირდაპირ გაემგზავრება სომხეთში - 4 თებერვლიდან წახკაძორში ფიზმომზადებისთვის განკუთვნილ შეკრებას დაიწყებს. თავდაპირველი გეგმით, ნაკრებს ოთხი დღის წინ უნდა დაეწყო პირველი შეკრება, მაგრამ მერე გეგმები შეცვალეს. ევროპის პირველობამდე კიდევ ორი შეკრება იგეგმება. იმათგან ერთი - ისევ უცხოეთში, მაგრამ ჯერ არაა გარკვეული, ბელარუსში გაიმართება თუ - თურქეთში. ჩვენებს მინსკში კი სურთ გავლა - ნაცნობ მისამართზე, "სტაიკების" ოლიმპიურ ბაზაზე, მაგრამ თავად ბელარუსები თურქეთში აპირებენ ჩასვლას.

შეიძლება, გეგმები ჩვენებმაც შეცვალონ და ესენი თურქეთში წავიდნენ - ამაზე სამივე გუნდის ხელმძღვანელობა სტამბოლში მოილაპარაკებს. სამაგიეროდ, გადაწყვეტილია, რომ დასკვნითი - მესამე შეკრება დუშეთში გაიმართება. ეტყობა, ნაკრების თავკაც ბეგი დარჩიას ურჩევნია, სტამბოლურ-ბურგასულ ტურნირებზე გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებაზე მშვიდად, გარეშე თვალისგან დაფარულად იმუშაოს საკუთარ სახლში.

დასასრულს, "თავისუფალთა" ნაკრებზე, რომელიც წახკაძორში დღეს გაემგზავრება და საერთო ფიზმომზადებისთვის განკუთვნილ 16-დღიან შეკრებას გამართავს. მისი დასრულების შემდეგ ეს გუნდიც სტამბოლში გაემგზავრება, სადაც 11-13 თებერვალს იაშარ დოგუს სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" პირველ ტურნირში გამოვა. მწვრთნელთა გადაწყვეტილებით, იქ საქართველოს ჩემპიონები იჭიდავებენ, თუმცა არ იქნებიან გუნდის ლიდერები - მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი ოთარ თუშიშვილი (66) და ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი გიორგი გოგშელიძე (96) - ტრავმების გამო მათ საქართველოს ჩემპიონატი გამოტოვეს და ახლაც აგრძელებნ მკურნალობას.

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ამ ასპექტებში მომატება სჭირდება" - "ლიდსთან" მატჩის შემდეგ, ირაოლამ მამარდაშვილზე ისაუბრა
ამ ზაფხულს მიქაუტაძის "ბარსელონაში" გადასვლა შესაძლებელია? - ვინ უჭერს მხარს ქართველის ტრანსფერს კატალონიურ გრანდში
18-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა
"ვილიარეალმა" "ლაიფციგისგან" მეკარე შეიძინა
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო