"არასოდეს მითამაშია ფეხბურთი ფულისათვის. მე მას სიამოვნებისთვის, მაყურებლების ტაშისა და ტიტულებისათვის ვთამაშობ"
დოსიე

რონალდო დე ასის მორეირა

დაიბადა: 1980 წ. პორტუ ალეგრე (ბრაზილია)

ამპლუა: შემტევი ნახევარმცველი

კარიერა: 1998-2001 - გრემიო; 2001-03 - პსჟ; 2003-08 - ბარსელონა; 2008-11 - მილანი; 2011-12 - ფლამენგო; 2012-14 - ატლეტიკო მინეირო; 2014-15 - კერეტარო; 2015-დან ფლუმინენსე.

ბრაზილიელი ვარსკვლავი რონალდინიო, ანუ რონალდო დე ასის მორეირა დაბრუნდა შინ, რიო დე ჟანეიროს კლუბ "ფლუმინენსეში" და როგორც თქვა, 35 წლის ასაკში დაიწყო სრულიად ახალი ეტაპი თავისი დიდებული კარიერისა.

ბოლოს ბრაზილიელი გენია მექსიკურ "კერეტაროში" იყო, სადაც ჰქონდა კარგი ხელფასი და ხალხის სიყვარული, მაგრამ იქ დიდხანს ვერ გაჩერდა და ნაღდი ფეხბურთის ძიებაში ისევ სამშობლოს მიაშურა.

"მე გადავწყვიტე შინ დაბრუნება, ბრაზილია ჩემი სახლია. ჩავთვალე, რომ მოვიდა დრო, დავბრუნებულიყავი. ძალიან ბედნიერი ვარ იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მივიღე. ვეცდები, ქომაგს სიხარული მოვუტანო, საკუთარ თავს კი ტიტულები და ბევრი გამარჯვება", - თქვა გაუჩომ.

ბოლო 9 თვის განმავლობაში ჩვენი გმირი თამაშობდა მექსიკურ "კერეტაროში", სადაც ჰქონდა ძალიან კარგი, კარგი და ცუდი მატჩები, თუმცა პატარა მექსიკური გუნდი არ იყო ის, რაც მსოფლიოს ორგზის საუკეთესო ფეხბურთელს დააკმაყოფილებდა. და რონალდინიომ გუნდის დატოვება გადაწყვიტა.

არ ვიცით, დაეთანხმება თუ არა მკითხველი ჩვენს შეფასებას, მაგრამ რონალდინიო მსოფლიო ფეხბურთის უნიკუმია. როცა ის ფორმის პიკში იყო, ისე თამაშობდა ფეხბურთს, როგორსაც სხვა, ალბათ, ვერასოდეს ითამაშებს. ვაგლახ, რომ ეს "პიკი" ძალიან დიდხანს არ გაგრძელდა. მას შემდეგ, რაც ბრაზილიელმა ვარსკვლავმა 2008 წელს, ხუთწლიანი ჰეგემონიის შემდეგ დატოვა "ბარსელონა", მისი თამაშის ხარისხი მკვეთრად გაუარესდა.

რატომ მოხდა ეს, ყველასათვის გაუგებარია. ბევრი სპეციალისტი თუ რონალდინიოსთან დაახლოებული პირი მიიჩნევს, რომ ამას კონკრეტული მიზეზი აქვს - ის აღარ იყო ძველებურად ბედნიერი. მისი სახიდან გაქრა ძველი ღიმილი და რონალდინიოს არ შეეძლო ძველებურად ფეხბურთის თამაში ამ ღიმილის გარეშე.

ასე იყო თუ ისე, "ბარსელონას" ვარსკვლავმა მისი მორიგი კლუბის, "მილანის" ქომაგებს იმედები გვარიანად გაუცრუა. შემდეგ იყო დაბრუნება სამშობლოში, სადაც რონალდინიომ ჩაიცვა "ფლამენგოს" მაისურა. ამას მოჰყვა "ატლეტიკო მინეიროში" გადასვლა. იყო დიდებული მატჩები, თუმცა ეს მაინც არ იყო ის რონალდინიო, რომელსაც ველოდით.

ბრაზილიაში გატარებული პერიოდის შემდეგ ფეხბურთელის გადაბირება არაერთმა კლუბმა მოისურვა. ბევრისათვის გასაკვირად, ბრაზილიელი აღმოჩნდა მექსიკურ "კერეტაროში". ამ კლუბის პრეზიდენტმა ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ მისი და კლუბის ქომაგების ოცნება ასრულებულიყო.

ამ დროისათვის ბრაზილიელს კონტრაქტს არაერთი გუნდი სთავაზობდა. მათ შორის - ავსტრიული "ზალცბურგი", თურქული "ბეშიქთაში" და "გალათასარაი", ეგვიპტური "ზამალეკი" და რამდენიმე ინდური კლუბი, თუმცა ფეხბურთელმა კარიერის გაგრძელება "კერეტაროში" არჩია.

"მე არასოდეს მითამაშია ფეხბურთი ფულისათვის. მე მას სიამოვნებისთვის, მაყურებლების ტაშისა და ტიტულებისათვის ვთამაშობ.

მითხრეს, რომ "კერეტაროში" ისტორია უნდა დავწერო და ეს ძალიან დიდი გამოწვევაა ჩემთვის. მექსიკაში მივდივარ სათამაშოდ", - თქვა მაშინ რონალდინიომ.

ახლა რონალდინიო მივიდა "ფლუმინენსეში". მივიდა ახალი იმედებით სავსე, წლებით დამძიმებული, მაგრამ იმედიანი. "ფლუს" აღმავლობის პერიოდი უდგას. ის ბრაზილიის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ჩემპიონატში მეორე ადგილი უჭირავს.

"ფლუმინენსეს" ლიდერია 31 წლის ფორვარდი ფრედი - შემტევი, ვინც წლების განმავლობაში თამაშობდა ბრაზილიის ნაკრებში და "სელესაოს" მხოლოდ მას შემდეგ გამოეთხოვა, რაც 2014 წლის მუნდიალზე, პირდაპირ რომ ვთქვათ, საშინლად ითამაშა.

მსოფლიოს ჩემპიონატი იქით იყოს და, ფრედი ბრაზილიურ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა. მან იცის საჭირო გოლების გატანა. რონალდინიომ ფრედს საგოლე პასები უნდა მისცეს და თავადაც გაიტანოს. რთული მისიაა, მაგრამ არა შეუსრულებელი - თუ მოინდომებს, ბრაზილიელს ყველაფერი შეუძლია მინდორზე.

ბევრი მიიჩნევს, რომ რონალდინიო დაბერდა და უკვე დროა, იგი საბოლოოდ ჩამოვწეროთ. თქმა არ უნდა, 35 წელი სოლიდური საფეხბურთო ასაკია, მაგრამ თუნდაც ბოლო რამდენიმე შეხვედრაში ბრაზილიელმა გვიჩვენა, რომ ეპიზოდებში მას კიდევ შეუძლია ძველებურად კარგად თამაში.

35 წელი ის ასაკია, როცა ფეხბურთელისაგან სასწაულებს აღარ უნდა ველოდოთ, მაგრამ თუნდაც ნახევარი რონალდინიოს ნახვა კარგი რამე არ იქნება? მას შეუძლია, ბრაზილიურ მინდვრებზე შოუ დადგას და გულშემატკივარი კიდევ უფრო მეტი გზნებით მოიყვანოს სტადიონზე. ფეხბურთის მთელი სილამაზეც ხომ ესაა...

"კერეტაროდან" წასვლის შემდეგ რონალდინიოს გადაბირება თურქულმა "ანტალიასპორმა" მოიწადინა.

ამ გუნდის მესვეურებმა წლების შემდეგ ძველი "ბარსელონას" ჯადოსნური დუეტის აღდგენა მოისურვეს. მათ იყიდეს სამუელ ეტო'ო. ეტო'ოს უყვარს ფული. ეტო'ო თავის დროზე "ანჟიში" წავიდა და კარიერა დაინგრია.

ბრაზილიელი სხვა შემთხვევაა. რონალდინიომ თავად თქვა, რომ მას ფეხბურთი ფულისათვის არასოდეს უთამაშია. მის სიტყვებში არის სიმართლე. "ანტალიასპორი" ბრაზილიელს გაცილებით მეტს სთავაზობდა, ვიდრე "ფლუმინენსე". რონალდინიომ სახლი, ტრადიცია და ნამდვილი ფეხბურთი არჩია.

მოტივაცია

ახლა ბევრი სვამს კითხვას, თუ რა მოტივაცია შეიძლება ჰქონდეს 35 წლის რონალდინიოს, რომელმაც მოსაგები მოიგო, გასატანი გასატანი გაიტანა, დასაპყრობი გულები უკვე დაიპყრო.

მოტივაცია მაინც არის და ეს უდავოდ მისასალმებელია.

რონალდინიოს უნდა, რომ დაახლოებით შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ისევ დაიქუხოს. ეს მისი გამოწვევაა. მას ამაში "ფლუმინენსე" უნდა დაეხმაროს.

ფლუ

მაინც რას წარმოადგენს ჩვენი წერილის გმირის ახალი კლუბი? "ფლუმინენსე" ბრაზილიის ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული კლუბია. ის 112 წლის წინ, 1902 წელს დაარსდა. მას ტიტულები არ აკლია.

გუნდი ლეგენდარულ "მარაკანაზე" თამაშობს და არასდროს განიცდის ქომაგთა ნაკლებობას.

კლუბს ენდერსონ მორეირა წვრთნის, ვინც შემტევი ფეხბურთის მომხრეა. გამორჩეულ ფეხბურთელთაგან ამ დროისათვის "ფლუს" ღირსებას იცავენ ფრედი, ჟულიო სეზარი, ალეხანდრო მარტინუჩო, მარკოს ჟუნიორი და სხვები.

ეჭვგარეშეა: ახალ გუნდში რონალდინიო მთავარი ვარსკვლავი იქნება. ქომაგები სტადიონზე მისი თამაშის სანახავად მივლენ და ახალ შოუებს დაელოდებიან.

დიდი მიზნებით

"მე მოვედი აქ ჩემპიონობისთვის, დიდი გამარჯვებებისათვის. მე ვიწვი ახალი ტიტულების მოგების სურვილით და ვიცი, რომ საამისოდ 100 პროცენტით უნდა დავიხარჯო", - თქვა რონალდინიომ.

მართლაც, დიდებული იქნება, თუ ძველ რონალდინიოს ვიხილავთ. წლები? ამას ეშველება. მთავარია, გაუჩოს სახეზე ძველი ღიმილი დაბრუნდეს. ამით ყველა მოიგებს. მოვიგებთ ჩვენ, მოიგებს ფეხბურთი!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
"ამ ორი ბრაზილიელი ფეხბურთელის დიდი ფანი ვარ" - კვარაცხელია "ფლამენგოსთან" მატჩის წინ
ლეაო "მილანიდან" "გალათასარაიში" გადავიდა
შემცვლელი მალევე იპოვნეს - "ფლამენგოს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"რონალდინიოც ასეთი იყო" - პსჟ-ს ყოფილმა ფეხბურთელმა "კვარაზე" ისაუბრა
ჰალკმა "ატლეტიკო მინეირო" დატოვა - 39 წლის ფეხბურთელის მომდევნო კლუბი ცნობილია
საკლუბო მუნდიალის პირველი ნახევარფინალისტი გაირკვა
საფონოვი შევალიესთვის კოშმარია - სურათიდან აღარ ამოშალეს
"ალბათ ჩვენს ვარჯიშს დაესწრო" - "ფლამენგოს" მწვრთნელმა საფონოვზე იხუმრა
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
[PHOTO] სამართლიანია საფონოვის გმირობა? - უკრაინელების რეაქცია რუსი მეკარის მოგერიებაზე
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
"მილანმა" სანტიაგო ხიმენესი "პორტოში" გაუშვა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
მესი: ამ ორმა ადამიანმა "ბარსელონაში" ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა
[VIDEO] მხითარიანს "ფლუმინენსეს" მწვრთველთან კონფლიქტი მოუვიდა - "ინტერი" საკლუბო მუნდიალს დაემშვიდობა
მარსელოს კარიერის დასრულებამდე უარი იტალიურმა კლუბმა უთხრა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"ზოგჯერ წასვლა საუკეთესო გამოსავალია", - ამორიმმა ლეაოზე ისაუბრა
[VIDEO] პედროს დუბლი ყოფილ გუნდთან - "ჩელსი" ფინალში გავიდა
ხვიჩა სასტარტოში, ენრიკე სხვებს დაასვენებს - ქართველები "ბერნაბეუზე", "კამპ ნოუსა" და "მარადონაზე"
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
41 წლის ტიაგო სილვა ევროპაში აპირებს დაბრუნებას
"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"თვითმფრინავის ავარიის შემდეგ, ახალ რაღაცებს ვსწავლობთ" - ამორიმის უცნაური განცხადება
პაკეტა სამშობლოში დაბრუნებასთან ახლოსაა - პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
რონალდინიოს ურთიერთობა 72 წლის მსახიობთან აქვს და აბაზანაში შიშველს ფოტო მან გადაუღო? - ქალბატონმა გრასიელამ ამ ჭორებს პასუხი გასცა [PHOTO]