გაზეთ "ლელოს" ინიციატივა საქართველოსა და აზერბაიჯანის ფეხბურთის გულშემატკივართა მეგობრობის მატჩის ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ
გაზეთ "ლელოს" ინიციატივა საქართველოსა და აზერბაიჯანის ფეხბურთის გულშემატკივართა მეგობრობის საფეხბურთო მატჩის ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ.

პროექტის მიზანია:

* ორი მეზობელი ქვეყნის ფეხბურთის გულშემატკივართა დაახლოება-დამეგობრება, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სპორტული პრინციპების დაცვა, ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის ისტორიული კეთილმეზობლური ურთიერთობების განმტკიცება-გაღრმავება;

* ერთმანეთის დახმარება და მხარში დგომა ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაში საქართველოსა და აზერბაიჯანის გუნდებს შორის საფეხბურთო მატჩებზე;

* ღირსეული ურთიერთსტუმარმასპინძლობის უზრუნველყოფა;

* ფეხბურთის გულშემატკივრების ინტერესების მაქსიმალური დაცვა;

* პრევენცია ყოველგვარი ექსცესის თავიდან ასაცილებლად;

* ორივე მხარის ფეხბურთის ფანების ერთობლივი საზოგადოებრივი კლუბის შექმნა ბაქოსა და თბილისში. კლუბი გაუწევს ორგანიზებას მეგობრობის მატჩს შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინაციით. ბაქოსა და თბილისში კლუბთან შეიქმნება ფონდი, რომელიც მოიზიდავს სახსრებს ფანების მიზნობრივი საჭიროებისთვის;

* ტრადიციად ქცეული მატჩები მონაცვლეობით თბილისსა და ბაქოში გაიმართება წელიწადში ორჯერ - შემოდგომასა და გაზაფხულზე;

* აღნიშნული ღონისძიება იქნება ნოვაცია და მისაბაძი მაგალითი სპორტის მოყვარულთა ინტერესების ცივილურ, მრავალმხრივ სასარგებლო მიმართულებით წარმართვისთვის.

გაზეთ "ლელოს" რედაქცია

P.S. მოწონების შემთხვევაში, პროექტი დაეგზავნება საქართველოსა და აზერბაიჯანის საელჩოებს, ამ ორი ქვეყნის სპორტის სამინისტროებსა და ფეხბურთის ფედერაციებს, სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებს.

საზოგადოებრივი აზრის დასაფიქსირებლად საიტ sportall.ge-ზე გამოკითხვა ჩატარდება.

gizog
კარგი იდეეა, ყვეფერი რაც კი მეგობრებს შეგვძენს კარგია, ხოლო ყველაფერი რაც მტრებს გაგვიჩენს უარსაყოფია. თუმცა ამ ყველაფერს კარგი გააზრება და ორგანიზება სჭირდება უკუშედეგი არ მოგვცეს.
Valeri
ნაციამ რომელმაც დროშა დაგვიწწვა და უსირცხვილო ბანერები გამოკიდა სტადიონზე და ერთი აზერბაიჯანელი არ მისულა პროტესტის ნიშნად რომ რას აკეთებთო ის ქვეყანა როგორ უნდა გახდეს შენი მეგობარი ვის ეტენებით რას ეტენებით ... შესატენი რას ჭირს ქართველებს ის სხვა მენტალიტეტის ხალხია ჩვენ სხვა მენტალიტეტი გვაქვს მეგობრობა წარმოუდგენელია გაიგეთ ხალხო ერთხელ და სამუდამოდ აზერბაიჯანი ვერ იქნება საქართველოს მეგობარი
Valeri
სისულელეა
bbb
განსხვქვებულ აზრებს ბლოკავთ საცოდავე ო:)))) მაგიტო დარჩებით სოფლის გაზეთი
levani
კარგი იდეაა!მიდით მიაწექით!ერთი სახელმწიფოა,რომელიც ასე თუ ისე კეთილმეზობლურადაა განწყობილი!ესეც მოვინდუროთ?
გია
ფანკლუბების მიკვირს.რატომ ასეთი აგრესია აზერბაიჯანლების მიმართ,ან თურქების მიმართ.დავიჯერო მართლა საუკუნის წინ დაკარგულ მიწებს ჯავრობენ???
Koba
ჰეიდარ ალიევის სახელი დავარქვათ საქართველო-აზერბაიჯანის მატჩის თასს. ჰეიდარას ძეგლი და ქუჩა გვაქვს თბილისში და მეტი კავშირი რაღა გინდათ :)
gia
კარგი იდეაა
ზვიადი
მუსას "და საერთო ჩემპიონატი რომ გვქონდეს ცუდი არ იქნება ან საერთოდ კავკასიური პრემიერ ლიგა!" იდეა შორსაა რეალობისგან, ამას ერთიანი კავკასიური სახელმწიფო სჭირდება. ლელოს წამოწყებას პრინციპცი ცუდი იდეა არ არის. მაგრამ თუ რუმინელებთან ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი გვაკავშირებს, აქ სხვა რამ იქნება მოსაფიქრებელი
mussa
და საერთო ჩემპიონატი რომ გვქონდეს ცუდი არ იქნება ან საერთოდ კავკასიური პრემიერ ლიგა!
გიორგი 777
მშვენიერი იდეაა და მივესალმები თუკი ესეთი რამ ჩატარდება.... მეგობრობით და ურთიერთ პატივისცემით ხდება ხოლმე კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება......ეს კი არა აუცილებელიცაა ....
beso
არ გირჩევთ ასეთ რამეს, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით.
ბადრი
მივესალმები, მტრობას არასდროს მოუტანია სიკეთე, მხოლოდ მეგობრობა, სხვანაირად არ გვეკადრება.
ბმბ
ძალიან კარგი იდეაა, ადამიანების ურთიერთობა კონტაქტების შემდეგ ყალიბდება.
chicharito
აუ ლელო რა აზრები გაწუხებს? დაახვიონ აქედან კიდე პროვოკაცია იქნება რაღაცა კატეგურიულად წინააღმდეგი ვარ
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
სპორტული გაზეთების სათავეებთან: "ლელომდე" და "ლელოს" შემდეგ
დახვეწილი ყაჩაღობა? როგორ გახდა "ლელოს" საპატიო რედაქტორი რიოში თაღლითობის მსხვერპლი
გაზეთ "ლელოს" 2015 წლის სპორტსმენის გამოსავლენ გამოკითხვაში მამუკა გორგოძე ლიდერობს
1934 წლიდან დღემდე - გაზეთი "ლელო" მე-15 000 ნომრის გამოსვლას აღნიშნავს
"ლელომ" ზაზა ფაჩულიას 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენისთვის დაწესებული ჯილდო გადასცა
ზაზა ფაჩულია გაზეთ "ლელოს" ვერსიით 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენია!